ბლოგები
თამაში კვერცხებით
FaceBook Twitter
E-mail Print

დიდმარხვის დასასრულის გარდა, კვერცხები, ჩვეულებისამებრ, აქტუალური არ არის ხოლმე. ალბათ უმეტესობა ჩვენგანი ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ყოველდღიური მოხმარების ეს პროდუქტი ოდესმე პოლიტიკურ დატვირთვას თუ შეიძენდა ისევე, როგორც ამგვარი დატვირთვა კიდევ ერთმა ნივთმა - ცოცხმა მიიღო პარლამენტის არჩევნების წინ.

ისტორია ყველამ ვიცით: გიორგი ფარესიშვილმა, რომელსაც დღეს ყველა რატომღაც ჟურნალისტად მოიხსენიებს და რატომღაც მისი „ქართული ოცნების“ წევრობა (მეტიც, ის ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, ვინც საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“ დააფუძნა) არავის ახსენდება, ხმაურიანად განაცხადა და საკუთრივ ამხილა მოქმედი მაღალჩინოსნები. სიტყვებს კადრები მოჰყვა, რომელიც დღემდე არ მინახავს (არც მაქვს სურვილი, თვალი შევავლო), კადრებს - ხმაური, ქილიკი, დაცინვა ყველა ბრუნვაში... მოკლედ, გამოჩნდა, რომ ფარესიშვილს სისტემამ არ აპატია ის, რაც მანამდეც არავისთვის უპატიებია და ორივე სქესისადმი ლტოლვის გამო ფარესიშვილი გაამარგინალეს. ხვედელიძე-ნაცვლიშვილი-ხუხაშვილის ტრიადას, როგორც წერდნენ სოციალურ ქსელში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხვედელიძე გამოაცალა - შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება, საკუთარი პირველი მოადგილე დაეკავებინა მისი ნაწილობრივი რეაბილიტაციის საფუძველი გახდა - ბევრს დღემდე სამართლიანად ახსოვს სამინისტროს და პირადად, მინისტრის შეგნებული მარცხი სამინისტროს კიდევ ერთი მაღალჩინოსნის თელიასთან დაკავშირებით, რომ არაფერი ვთქვათ 8 თებერვლის დაგვიანებულ რეაქციასა და 1 მაისის აქციაზე პოლიციის მიერ ძალის გადამეტებაზე.

 

ლამის ეროვნულ საფიხვნოდ ქცეულ ფეისბუქში მინისტრ ღარიბაშვილის ქება ისეთმა ადამიანებმა დაიწყეს, ვინც უწინ მისადმი კრიტიკას არ იშურებდა; შვიდივე ბრუნვა აქაც აქტუალური გახდა, თუმცა ამ შემთხვევაში, დადებით კონტექსტში. გეთანხმებით, რომ აქამდე მსგავსი რამ საქართველოში არასდროს მომხდარა: მეტიც, ადამიანის მკვლელობის გამო გასამართლებულებს ვადაზე ადრე უშვებდნენ, მხილებულ საჯარო მოხელეებს გათავისუფლებისა და პასუხისგებაში მიცემის ნაცვლად, აწინაურებდნენ, ღირსების მედლებს ჰკიდებდნენ პირდაპირ ეთერში, ხერხემლად და თანამედროვე ქართული სახელმწიფოს სიმბოლოებად ასახელებდნენ მათ, ვის მიმართაც, რბილად რომ ვთქვათ, უამრავი კითხვა არსებობდა და ბუნებრივია, ახლაც არსებობს. კიდევ ერთხელ გეთანხმებით, რომ კარგი მაგალითია, თუ გნებავთ, კარგი პრეცენდენტია, როგორც უყვართ თქმა ყოფილი და ახალი ხელისუფლების მესვეურებს. მაგრამ...

 

სულ ცოტა ხნის წინ სოფლის მეურნეობის მინისტრი გადადგა მისი უწყების მაღალჩინოსნების მიერ ჩადენილი შესაძლო კანონდარღვევების აღმოჩენა-გამოაშკარავების შემდეგ. ესეც თავის მხრივ, საინტერესო ფაქტი იყო - მინისტრმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და სხვაგვარად, წარმოუდგენელიც იყო, რადგან ნორმალურობის პრეტენზიის მქონე ქვეყანაში მინისტრმა აუცილებლად უნდა იცოდეს, თუ რას აკეთებენ მისი ხელქვეითები, უპირველესად კი მოადგილეები და დეპარტამენტის ხელმძღვანელები. ბატონ კირვალიძის შემთხვევაში შესაძლო დანაშაულებების შესახებ ინფორმაციის უქონლობა ისეთივე პოლიტიკური და მენეჯერული უნიათობაა, როგორც ცოდნა და უმოქმედობა. შედეგად, ვსვამ კითხვას - რატომ არის გამონაკლისი შინაგან საქმეთა მინისტრი? უფრო შორს წავალ, რომელი სამინისტროს მაღალჩინოსნების კანონგარეშე მოქმედებას მოჰყვა უფრო მძიმე შედეგი? ჩემთვის პასუხი ცალსახაა - თუ სოფლის მეურნეობის სამინისტროში საქმე ეხება სახელმწიფო თანხების შესაძლო გაფლანგვას, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანმა შეარყია მოქალაქის კონსტიტუციური უფლება, ჰქონდეს პირადი ცხოვრება და მისი დეტალები არავისთვის იყოს გამჟღავნებული. გლეხობისა და ფერმერებისთვის დასახმარებელი თანხის მოზიდვას სახელმწიფო ყოველთვის შეძლებს საშინაო თუ საგარეო რესურსიდან, მაგრამ რომელი რესურსი აღუდგენს მოქალაქეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას ჰომოფობიით გაჯერებულ საზოგადოებაში, სადაც საკუთარი სურვილებისაც კი ისე ეშინიათ, რომ ამის დასამალად განსხვავებულისადმი გინებას და ძალადობას მიმართავენ.

 

კიდევ ერთი - ბატონმა ღარიბაშვილმა პოლიტიკური ნათლიის გზა გაიმეორა, როცა ფარესიშვილის ბრალდება ცილისწამებად მოიხსენია საგანგებო ბრიფინგზე. ბრიფინგამდე რამდენიმე დღით ადრე პრემიერმა გურიაში თქვა, რომ კადრები „ნაციონალური მოძრაობის“ გავრცელებული იყო. როგორც უმეტეს შემთხვევაში, მაშინაც ხმამაღლა ფიქრობდა ალბათ. არადამაჯერებელი და ყალბია, როცა ერთის მხრივ, კანონის უზენაესობის აუცილებლობაზე ვსაუბრობთ, მეორეს მხრივ კი სახელმიფო მნიშვნელობის დანაშაულში ხელს პოლიტიკურ ოპონენტებს უაპელაციოდ ვადანაშაულებთ. მათ მართლაც ეყოფათ საკუთარი შეცდომები და შეგნებული კანონდარღვევები (პროკურატურაში შესული თითქმის 20 ათასი განცხადებიდან მხოლოდ უმცირეს ნაწილზე დაიწყო გამოძიება, ადამიანები რეაბილიტაციას, წართმებული ღირსების, ქონებისა და იმედის დაბრუნებას ითხოვენ), რომ ახალი და მეტად სარისკო განცხადებები არ ვაკეთოთ.

 

ღარიბაშვილის მიერ ხვედელიძის მოხსნისა და მისი დაკავების შესახებ განცხადებების გაკეთებისას, ფარესიშვილის ნათქვამიდან კიდევ ერთი რამ გამახსენდა: დაკითხვისას ჩემი დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, გამომძიებელმა არ ჩაწერა ნაცვლიშვილისა და ხუხაშვილის გვარებიო. ბუნებრივია, ეს ფაქტად არ უნდა მივიღოთ ისევე, როგორც თავად ის ბრალდებები, რომელსაც ფარესიშვილი უყენებს მთავარი პროკურორის მოადგილე ნაცვლიშვილსა და პრემიერის არაოფიციალური მარჯვენა ხელობიდან ოფიციალურ მრჩევლად დანიშნულ გია ხუხაშვილს. უბრალოდ, რატომ მაინც და მაინც ხვედელიძე? დღეს ნაცვლიშვილის დასაცავად, პროკურატურამ სააგენტოებში სპეციალური განცხადება აფრინა - ხვედელიძის დანაშაულის გამოვლენაში ნაცვლიშვილმა გამოიჩინა თავიო. რა გამოდის? ნაცვლიშვილმა იცოდა ამ კადრებისა და მისი გავრცელების მოსალოდნელი დროისა და გარემოების შესახებ?! მოკლედ, ძალიან ბევრი არგუმენტი და გადაწყვეტილებაა საჭირო იმისთვის იმაში დასარწმუნებლად, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ხმაურიანი გადაწყვეტილება უფრო დიდი ჩრდილოვანი პროცესის გადასაფარად არ მომხდარა.

 

და კიდევ, ჯერ კიდევ წინ არის ერთი ტესტიც - თუ ხვედელიძეს ბრალი დაუმტკიცეს და ციხეში გაამწესეს, უნდა დავაკვირდეთ შეიწყალებენ თუ არა ყოფილ მაღალჩინოსანს დროზე ადრე და საერთოდ, მიუსჯიან თუ არა თავისუფლების აღკვეთას.

 

ვგონებ, თავად იმ ავადსახსენებელი კვერცხები.ქომ-ის სახელწოდებაშიც კი იკითხება, თუ რა ცინიზმითა და საშიში მზერით აკვირდებოდნენ და შესაძლოა, დღემდე აკვირდებიან თითოეული ჩვენგანის პირად ცხოვრებას. მხოლოდ ერთია, ცინიკოსმა მაღალჩინოსნებმა უნდა იცოდნენ, რომ ის კვერცხები არც დილაობით ყიყლიყოს მოსამზადებლად გამოდგება უკვე და მით უმეტეს, არც სააღდგომო სუფრაზე მისატანად.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ავტორი: ტატო ჩანგელია

ურბანისტები დეკარტეს პოპულარული დებულების -
20:18 / 15.02.2022
ავტორი: ტატო ჩანგელია

ურბანისტები დეკარტეს პოპულარული დებულების - "ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ" [Cogito ergo sum] ალუზიით,
ავტორი: ილია ჭანტურია

მალე ხუთი წელი გავა მას შემდეგ, რაც კინო
22:45 / 10.03.2020
ავტორი: ილია ჭანტურია

მალე ხუთი წელი გავა მას შემდეგ, რაც კინო "ატრიუმმა" ფუნქციონირება შეწყვიტა.
ავტორი: გივი გ. ქარჩავა

ამ რამდენიმე დღის წინ ზუგდიდში გაიმართა
19:46 / 26.02.2020
ავტორი: გივი გ. ქარჩავა

ამ რამდენიმე დღის წინ ზუგდიდში გაიმართა "საჯარო" განხილვა ერთ მეტად
ავტორი: ტატო ჩანგელია

ზუგდიდის თეატრში წლებია კონფლიქტი დაუსრულებლად გრძელდება.
13:21 / 15.01.2020
ავტორი: ტატო ჩანგელია

ზუგდიდის თეატრში წლებია კონფლიქტი დაუსრულებლად გრძელდება.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.