ბლოგები
თვითმმართველობის კოდექსი, ენის ქარტია და დაშლილი საქართველო?!
FaceBook Twitter
E-mail Print

ავტორი: არჩილ გამზარდია, საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი

 

იყო და არა იყო რა... იყო ჩვენი საქართველო, თავის კუთხეებით, კულტურით, ისტორიით, თავისი რწმენითა და თავისი ენით... ისტორიის მანძილზე ჩვენი ქვეყანა არაერთხელ რომ გამხდარა შინაური თუ გარეული მტრის თავდასხმის ობიექტად, ეს ისედაც ყველამ ვიცით; ციხე რომ ძირითადად შიგნიდან ტყდებოდა, ესეც ცნობილი და არაერთხელ გაგონილი ამბავია; მტრობა რომ მრავალნაირად არის შესაძლებელი, არც ამის დასკვნა იქნება ჩემი მხრიდან აღმოჩენა.

საზოგადოდ, უნდა ითქვას ისიც, რომ ზოგიერთი თანამედროვე მოღვაწე არა მხოლოდ ეროვნულ საკითხებს განიხილავს “ორიგინალურად” და შეიძლება ითქვას, მეტისმეტად უცნაურადაც, უფრო მეტიც, ასეთი ტიპის მკვლევარები კიდევ უფრო შორს მიდიან და საკითხებს მეტად “გლობალურადაც” სვამენ. მაგალითისათვის, ზოგიერთი მეცნიერი იმის გარკვევასაც კი ცდილობს, თავად დედამიწელები რომელი პლანეტის (გალაკტიკის) წარმომადგენელთა შთამომავლები შეიძლება იყვნენ. 

 

ბოლო პერიოდში არაერთი პუბლიკაცია და დოკუმენტური ფილმია მომზადებული იმის შესახებ, თუ რამდენად რეალური შეიძლება იყოს “თეორიები” ჩვენი უცხოპლანეტური წარმოშობის შესახებ. ერთ-ერთ ასეთ მცდელობაში, ისიც იყო განცხადებული, არ გაგიკვირდეთ, თუ თქვენს გვერდით ადამიანები კი არა უცხოპლანეტელები ცხოვრობენო. უფრო მეტიც, ამავე ვარაუდში მკვლევარ-მეცნიერები იმასაც აცხადებენ, არც იმაზე გაოცდეთ, თუ თქვენვე აღმოჩნდით უცხოპლანეტელიო. 

 

მონაყოლი ანეკდოტი არ გეგონოთ და არც გაიკვირვოთ. დღესდღეობით, მსოფლიოშო არაერთი მილიონი იხარჯება საიმისოდ, რომ ადამიანებში გაუცხოება ფართო პროფილით გამოიწვონ. იმავე პროფილის მესვეურები, ხშირად, მცირე ქვეყნებსაც მიადგებიან ხოლმე, აფინანსებენ-რა მათში წამყვან სპეციალისტებსა და წარმომადგენლებს ისეთი თეორიებისა და მეცნიერული დასკვნების წარმოსადგენად, რაც ამა თუ იმ ერს, ხალხს საკუთარ თავთან, საკუთარ ხალხთან, საკუთარ ერთან გააუცხოებენ. შესაბამისი კვლევა-ძიების მიზნები რთული წარმოსადგენი არ იქნება. 

 

აღნიშნული თეორიები ზოგჯერ ფრიად პოპულარული და აღიარებულიც ხდება, თუმცა, საბედნიეროდ, გავრცელებისა და მხარდაჭერის სათანადო არეალს ისინი ჯერჯერობით ვერ აღწევს. ამდენად, მეც სანამ თავადაც საკუთარ თავზე ანტენების მოძიებას დავიწყებდე და საკუთარი წარმოშობის ინტერგალაკტიკური ვერსიები დამაფიქრებდეს, ამ ეტაპზე მის მსგავსად შექმნილ საკითხს, ეროვნულ-კუთხური წარმოშობისა და დედა ენის გარკვევას შევეცდები. 

 

დროდადრო, მცირე ჯგუფები აქტიურობენ ხოლმე იმ მიზნით, რომ საბჭოური რეჟიმის შემდგომაც ცდილობენ ქართული ეროვნული შეგნება განცალკევებულ თემობრივ-ტომობრივ შეგნებამდე დაიყვანონ. ისტორიამ, ცხადია, შემოგვინახა ის ფურცლები, როდესაც რუსული ბატონობის პერიოდში არაერთხელ შეეცადნენ ქართველი ერის დიფერენცირებას. მაგალითად, ცნობილია შემთხვევა, როდესაც რუსულმა მმართველობამ ლამის იყო და დამწერლობა “შეუქმნა” სვანებსა და მეგრელებს, შემდეგ იყო და მღვდელმსახურება კინაღამ აღავლენინეს “სვანურ და მეგრულ ენებზე” ა.შ. და ა.შ. ასეთ პოლიტიკას ჩვენში თავისი წარმომადგენლებიც ჰყავდა, თუმცამ მათი ძალისხმევის მიუხედავად, საბედნიეროდ, ლოგიკური წარუმატებელი შედეგები მოჰყვა და მცდელობები დღემდე მხოლოდ მცდელობებად დარჩა. 

 

როგორც წესი, სტრატეგიული გეგმის თვისობრივობა ითვალისწინებს, რომ პირველადი ან ეტაპობრივი წარუმატებლობის შემთხვევაში, ყოველ გარკვეულ პერიოდში განახლებული თვისობრივი მიდგომებით ხელახალი, გეგმის ასე ვთქვათ “B” სრატეგიის შემუშავება მოხდეს. ამის შემდეგ, კვლავ გრძელდება განახლებული მცდელობები და მუშაობა შესაბამის შედეგამდე. ამგვარი გეგმების მიმართულება, ჩვეულებრივ, საზოგადოების შესაბამის ფენებსა და შესაბამისი მიმართულებით ვრცელდება. 

 

ამ მიზნით წარმოდგენილი დარგობრივი სპეციალისტები, უპირველეს ყოვლისა, თავადვე იწყებენ ხმაურს, რომ მათი ინტერესები მხოლოდ პროფესიულია და არაფერი საერთო არ აქვთ პოლიტიკასთან. ამის დასტურის საიმიჯო მახასიათებლის მოპოვების შემდეგ კი ისინი სწორედ რომ ახორციელებენ დაკვეთილ პოლიტიკას.

 

ასეთი სპეციალისტები, ხშირად საზოგადოების ყველაზე დამსახურებული და საპატიო წრეებიდან გამოდიან, ქმნიან რა საფუძვლებს თავიანთი პროფესიული მიმართულებებით. ამ ეტაპის შემდგომ უკვე ვრცელდება შესაბამისი პოლიტიკის სტრატეგიული გეგმის განხორციელება, ისე რომ უპირველეს ყოვლისა, სწორედ აღნიშნული წარმომადგენლები (საზოგადოებისათვის ცნობილი პირები, მეცნიერები, მკვლევარები, დარგობრივი სპეციალისტები) გაიძახიან, ჩვენს საქმიანობას არაფერი საერთო პოლიტიკასთან არ აქვსო. 

 

პოლიტიკური მიზნების საზოგადოებისათვის წმინდა სამეცნიერო მსჯელობებად გასაღებაც (ანუ გამოთქმა, მეცნიერება პოლიტიკის გარეშე, კულტურა პოლიტიკის გარეშე, სპორტი პოლიტიკის გარეშე და ა.შ.) ასევე პროპაგანდისტული ტექნოლოგიების ნაწილია. პროპაგანდისათვის, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი სახის მანიპულაციისათვის, მთავარ ამოცანას წარმოადგენს ადამიანის ცნობიერების ფსიქოლოგიური წინააღმდეგობის ლიკვიდირება. იგულისხმება ნებისმიერი საშუალება, რომელიც შეტყობინების მიმართ ინტერესს აღვივებს და ამავდროულად თავისი ინტერესების შესაბამისად ტრანსფორმირებას უწევს მთავარ აზრს, ბლოკავს რა მის კრიტიკულ აღქმას. 

 

მსგავსი სტანდარტული მოდელებისა და ტექნოლოგიებით მიმდინარეობს ამჟამად ჩვენში მიზანმიმართული პოლიტიკა ე.წ. “ენათა და ეთნიკურ ჯგუფთა” სტატუსებთან დაკავშირებით. ეს პროცესი წლების განმავლობაში მიმდინარეობს და ამ წერილის არსებით თემებზე ჯერ კიდევ 2008 წელს ვსაუბრობდი, ამჯერად პროცესს თვითმმართველობის კანონპროექტი ჩაუდგა სათავეში და ხსენებული პოლიტიკა, როგორც მომგებიანი სტრატეგია, არა პირდაპირ პოლიტიკურ, არამედ სხვა საზოგადოებრივ ასპარეზზე ხდება.

 

“საინტერესო” შემთხვევა მოხდა რამდენიმე წლის წინ საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარკვეულ მეცნიერთა ჯგუფის ინიციატივითა და უცხოური დაფინანსებით (მათ ვინაობას ქვემოთ შეიტყობთ), დასავლეთ საქართველოს სამეგრელოს რეგიონში კვლევითი სამუშაოები ჩატარდა, ე.წ. “კითხვარი ქართველურ ენებზე მოლაპარაკეთათვის”. 

 

მეცნიერთა ერთი ჯგუფის განცხადებით, მოცემულ კითხვარში ერთმანეთთან დაპირისპირებულია საერთო ქართული და ადგილობრივი კუთხური ცნობიერება და ერთ სიბრტყეზეა მოცემული სახელმწიფო, სალიტერატურო, საეკლესიო ენა - ქართული და ქართველური კილო-კავები. მეცნიერთა ამ ნაწილის პოზიციაა, რომ ქართველთა სამწიგნობრო ენა დაეფუძნა საერთო ქარველურ ენას და არა რომელიმე ერთ კონკრეტულ ქართულ კილოს. შესაბამისად, ქართველთა საერთო ენასთან (დედა ენასთან) მიმართებაში, ქართველთა ყველა სხვა ზეპირი სამეტყველო ერთეული კუთხურ კილოდ განიხილება.

 

ხსენებული შეხედულების საწინააღმდეგოდ, მეცნიერთა სხვა ჯგუფი ქართველურ კილოებს ენებად განიხილავს, მათ მფლობელებს კი - შესაბამისად ენობრივ თუ ეთნიკურ უმცირესობად. 

 

სხვა მასალებს შორის, მე მოვიძიე ხსენებული “კითხვარი”, რომელიც, როგორც თავდაპირველად ვივარაუდე, ჩემთვისაც უნდა ყოფილიყო განკუთვნილი. ანკეტის სახელწოდებაა: “კითხვარი ქართველურ ენებზე მოლაპარაკეთათვის”. როგორც შევიტყვე, ეს “კითხვა” თურმე ნებისმიერი მეგრელისა თუ სვანისათვის კი არ არის განკუთვნილი, არამედ მხოლოდ “ჭეშმარიტი” მეგრელებისა და “ჭეშმარიტი” სვანებისათვის. 

 

“ჭეშმარიტ მეგრელობასა” თუ “ჭეშმარიტ სვანობასთან დაკავშირებით”, იგულისხმება, რომ მაგალითად, თბილისში, ქუთაისში, თელავში ან სადმე სხვაგან მცხოვრები მეგრელი არ არის საინტერესო გამოკითხვის ჩამტარებლებისათვის, დგება საკითხი, საერთო მეგრული კუთხურობიდან გამოიყოს კითხვარისათვის “საჭირო” (“ჭეშმარიტი”) მეგრელები. კერძოდ, კითხვარის შინაარსის მიხედვით, ჩანს, მათთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ შუაგულ სამეგრელოში მცხოვრები მეგრელები თუ იქნებიან (ოდნავ ქვემოთ იხილავთ, თუ რატომ...).

 

კითხვარის პირველივე ნაწილი აგებულია ამგვარად: ანკეტის შემვსების ეროვნება, მისი დედის, მამის, მეუღლის, ბებიებისა და ბაბუების ეროვნება და ა.შ. უცბად, ამ შეკითხვების ქვემოთ ასეთი შეკითხვებია: “რომელ ენაზე/ენებზე მეტყველებთ? როგორ მეტყველებთ ამ ენებზე?” და ა.შ. მეტი თვალსაჩინოებისათვის მე ავიღებ რომელიმე ჩემი ბიძაშვილის მონაცემებს და შევეცდები დავხატო სურათი, თუ რა არის ამ და მსგავსი კითხვარების ნამდვილი მიზანი. 

 

ცნობისათვის, საანკეტო კითხვარი ისეა შედგენილი, რომ ნაღმი ნებისმიერი პასუხის შემთხვევისათვის წინასწარვეა დამონტაჟებული, რასაც ოდნავ ქვემოთ თავადვე იხილავთ. 

აი, ჩემმა ბიძაშვილმა, კი, რომელიც შუაგულ სამეგრელოში ცხოვრობს (სადაც განსაკუთრებით არის კონცენტრირებული კუთხური ნიშან-თვისებები), ანკეტაში შესაძლოა აღნიშნოს, რომ თავად მეტყველებს მეგრულ “ენაზე” (!), ისევე, როგორც მის გარშემო მყოფი ადამიანები, რომ ამ “ენაზე” დაიწყო ლაპარაკი და ა.შ. 

 

შესაბამისად, ჩემი ბიძაშვილის პირად “დოსიეში” უკვე ჩნდება, რომ ეს ადამიანი, რომელიც სამეგრელოში დაიბადა, ენა მეგრულად “აიდგა”, რომელსაც მშობლები, ბებიები და ბაბუები ასევე მეგრელები ჰყავს, რომლის გარშემოც მეგრულად ლაპარაკობენ და ა.შ. მითითებული აქვს ეროვნებაში, რომ ქართველია. ანუ შეკითხვათა A შესაბამის სვეტში, ქართველობის დადასტურება მხოლოდ ერთგან ხდება (!!!), აქ კი შეკითხვა-პასუხთა ასეთმა პოლარიზაციამ შესაძლოა ეს ორი პარამეტრი ერთმანეთისადმი არც თუ სრულ შესაბამისობაში გამოაჩინოს.

 

ამ “კითხვარის” სტრატეგიაც ეს არის! მით უმეტეს, რომ თანამედროვე მსოფლიოშიც და ადრეც, ენა მიიჩნეოდა და მიიჩნევა ეროვნულობის მთავარ მარკერად!

 

გავაგრძელოთ... შემდეგ მოდის უკვე შეკითხვების ისეთი სისტემა, როგორიცაა, მაგალითად, რომელია თქვენთვის მეორე, მესამე, მეოთხე და ა.შ. ენა? ძნელი მისახვედრი არაა, რომ პირი, რომელიც აღნიშნავს, რომ “მეგრულ ენაზე” დაიწყო ლაპარაკი, ქართულს კითხვარის პირობების იძულებით, მხოლოდ მეორე ენად (!) წარადგენს, ესეც უკვე ხაზგასმა ქართულობის მეორეხარისხოვნობის შესახებ (აღარაფერს ვამბობ იმ მუხანათურ სტრატეგიაზე, რაც მეგრულსა და ქართულს ერთ რანგობრივ სიბრტყეში აქცევს და ამასთან, შემვსებს იძულებულს ხდის მათ შორის არჩევანი გააკეთოს, პირველი ანუ ჩემი და მეორე ანუ სხვისი). 

 

მეტიც, აქვეა შეკითხვა, რომელსაც დიფერენცირება უფრო შორს მიჰყავს: “რა სიხშირით ხმარობთ ქართულ ენას? მეგრულ ენას?”, - ძნელი გამოსაცნობი არ იქნება, რაც შეიძლება მიუთითოს ჩვენმა პერსონაჟმა. ამ სხვაობის კიდევ უფრო წარმოსაჩენად იქვეა შეკითხვა: “რომელ ენაზე ელაპარაკებით მეზობლებს?”, ამას უკვე მოჰყვება სტრატეგიულ დეტალურ შეკითხვათა მთელი სისტემა, თუ რა ენაზე მეტყველებთ ყველაზე კარგად, რა ენაზე ესაუბრებით მამას, დედას, მეუღლეს, შვილებს, ბებია-ბაბუებს, ან თქვენი მეუღლე, ან შვილები სკოლაში შესვლამდე რა “ენაზე” მეტყველებდა და ა.შ. და ა.შ. 

 

მსგავსი ნაღმები ყოველთვის ფეთქდება და ასეთი ნაღმებით არის “დატენილი” მთელი ანკეტა. ერთი სიტყვით, ჩვენი პერსონაჟის მონაცემები აჩვენებს, რომ... ჩემი ბიძაშვილი, რომელიც დაიბადა და ცხოვრობს სამეგრელოში, რომელმაც “ენა” მეგრულად აიდგა და გარშემოც ძირითადად მეგრულად მეტყველებს, ეკლესიაში ქართულად ლოცულობს და ეროვნებით ქართველია, თან არკვევს, სურს თუ არა პრესა და ტელევიზია მეგრულადაც იხილოს და ა.შ. და ა.შ. მართალი ვთქვა, ვშიშობ კიდეც, სრული სახით რომ ვაჩვენო ამ პერსონაჟის მონაცემთა ბაზა, რა დასკვნებიც გამომივა. 

 

თანამედროვე პროპაგანდისტულ ტექნოლოგიებში არაერთი ტექნოლოგიაა ცნობილი ე.წ. სოციოლოგიურ და ინტერაქტიულ გამოკითხვებთან დაკავშირებით. ამგვარ გამოკითხვათა ძირითადი არსი არა იმდენად ინფორმაციის შეგროვება ანუ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვაა, არამედ, საზოგადოებრივი აზრის შექმნას ემსახურება. 

 

მოცემული შემთხვევაც, თავისი პროპაგანდისტული სტრატეგიით, სწორედ საზოგადოებრივი აზრის შექმნას ემსახურება, კერძოდ, ამ კვლევის მიზანია მაქსიმალური განსხვავება გამოჩნდეს საერთო ქართულ და კუთხურ ქართულ ნაწილებს შორის, წარმოჩნდეს თანაბარ სტატუსურ სიბრტყეში “ქართული” და “მეგრული”. ხელოვნურად შექმნან აზრი, რომ ქართულობა მათთვის ხელოვნური, მეორეხარისხოვანია და ა.შ. და ა.შ. ალბათ არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ ეს ანკეტა ტიპური ნაღმია ქართველობისა და ქართულობის წინააღმდეგ.

 

საინტერესოა გავეცნოთ სეპარატიზმის მახასიათებელ ისეთ მნივნელოვან პარამეტრებს, როგორიცაა ეთნიკურობის სტატუსის ხელოვნურად შემოტანა. ჰოკკაიდოს უნივერსიტეტის სლავური კვლევების ცენტრის მიერ გამოცემულია კრებული “არაღიარებული სახელმწიფოების: დნესტრისპირეთი, მთიანი ყარაბახი, სომხეთი, სამხრეთ ოსეთი და საქართველო ისტორიული დიალოგი” (საპპორო, იაპონია, 2007); 

მოცემული კრებული წარმოადგენს კვლევითი პროექტის “არაღიარებული სახელმწიფოები ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებში: შედარებითი და მრავალშრიანი მიდგომა” (2005-2008 წ/წ), ნაშრომებს ფინანსურად უზრუნველყოფს COE (CENTER OF EXCELLENCE) XXI საუკუნე და განიხილება, როგორც სამუშაოთა გენერალური სპონსორის პროგრამა (ორივე პროექტს აფინანსებს იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტრო).

 

კრებულის ავტორთა განცხადებით, მათი მიზანი კონფლიქტურ მხარეთა მშვიდოებიანი თანაარსებობისათვის წინგადადგმული ნაბიჯის მიღწევაა, რაც, მათივე აზრით, ამ კრებულების გამოცემით გამოიხატება (მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ აფხაზურმა მხარემ არ ისურვა პროექტში მონაწილეობა. ეს განაპირობა სტანისლავ ლაკობას ცნობილმა შეხედულებებმა და ნაშრომებმა, რომლებიც გამოქვეყნებულია სლავური კვლევების ცენტრის ეგიდით). 

 

საინტერესოა თუ როგორ ჩნდებოდა ეთნონიმისა და “ტიტულარული ნაციების” თავისებური წარმოდგენა, რაც მიმართული იყო შიდა ეროვნული დათიშულობის გამოსაწვევად. ამის განსაკუთრებულ რეალიზაციის პერიოდს სპეციალისტები სსრკ-ს პერიოდს უკავშირებენ. “საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი, ეს იყო იმპერია, რომელშიც ნაციონალურ უმცირესობებს განსაკუთრებულ უფლებებს ანიჭებდნენ (“affirmative action empire”)”, ეს არის სსრკ-ს ცნობილი განსაზღვრება, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტის ისტორიკოსის, ტერი მარტინის მიერ არის შემუშავებული (Affirmative Action Empire: Natons and nationalism in the Soviet Union, 1923-1939. London, 2001).

 

ბოლშევიკებმა, შეშინდნენ რა ყოფილ რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე ნაციონალური მოძრაობების გაჩენით (1917-1921), ასევე ჰაბსბურგის იმპერიის მოულოდნელი დაშლით, გადახედეს თავიანთ შეხედულებებს ნაციონალურ საკითხებთან დაკავშირებით. საკმაოდ მცირე ხნის პერიოდში ბოლშევიკებმა გამოიგონეს ეთნონიმების “სამეცნიერო” და ეთნიკური კატეგორიების განსაზღვრებები. მათ შექმნეს ნაციონალური ტერიტორიული წარმონაქმნების იერარქია, რაც დაფუძნებული იყო “ტიტულარული ნაციის” თავისებურ და უცნაურ გააზრებაში.

 

თუკი დასავლეთის ქვეყნები ცდილობდნენ ნაციონალური განსხვავებები სოციალურ შესაძლებლობათა ისეთი ტიპის შექმნით გადაელახათ, რომელიც ინდივიდებზე იქნებოდა მიმართული არატერიტორიული ღონისძიებების გზით, სსრკ-ში ამის საწინააღმდეგოდ, ეთნოტერიტორიული წარმოქნაქმნების სტატუსებს ქმნიდნენ და ანიჭებდნენ. 

 

ასეთი საბჭოური ქვეყნის მოდელი დგებოდა ამგვარად: მაგალითად, საქართველოს შემთხვევაში საბჭოელებმა შექმნეს ტერიტორიული წარმონაქმნი ავტონომიური სტატუსით (მაგ, აფხაზები), ხოლო ეთნიკურ ჯგუფური სტატუსი მიანიჭეს მეგრელებს, რომლებსაც ე.წ. ტერიტორიული წარმონაქმნი არ გააჩნდათ. ასე იქმნებოდა ე.წ. ნაციათა იერარქია. ამგვარი მიდგომები, სამეცნიერო მნიშვნელობის მიუხედავად, გახდა ნაციონალური პოლიტიკის ინსტრუმენტები, რომელსაც აფუძნებდნენ ეთნოტერიტორიულ ფედერალიზმს და ტიტულარული ნაციების კონცეფციას.

 

ამ მიდგომის ძირითადი შინაარსი დგება ამგვარად: 

 

(1) ავტოქტორული ეთნიკური ჯგუფი უნდა შედგეს მოცემულ ტერიტორიაზე ტიტულარული ნაციის სახით. 

 

(2) სასურველია, რომ მოსახლეობის ეთნიკური შედგენილობა და ადმინისტრაციული დაყოფა ერთმანეთს დაემთხვას. ავტოქტორულობა დემოგრაფიულ წონაზე მნიშვნელოვანი ხდება. 

 

(3) ტიტულარული ნაციის წარმომადგენლები განათლებისა და კარიერის სფეროში უპირატესობით უნდა სარგებლობდნენ, ძირითადად, ეს უნდა წარმოდგინდეს მოცემულ ტერიტორიაზე პოლიტიკური ხელმძღვანელობისა და სამეცნიერო-კულტურულ სფეროებში. 

 

ხაზი გავუსვათ, რომ ეთნიკურ საზომში მოიაზრება ისინი, ვინც კუთხურ მეტყველებას ენობრივ საზომში აქცევს, ანუ მეგრელი ან სვანი, თუ მათ კუთხურ ენას სრულფასოვან ენად წარმოადგენს, ის არა - ქართველად, არამედ ეროვნებით მეგრელად და ეროვნებით სვანად მოიაზრება, როგორც ცალკე ეთნიკური ნიშანი.

 

და ა.შ. 

 

ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისათვის კი უკვე კარგად ნაცნობია თუ რამდენად წარმატებულად მოქმედებდა საბჭოური მიდგომები (ფედერალური დაყოფა, ეთნიკური დაყოფა და ა.შ.) ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის კავკასიასა და განსაკუთრებით საქართველოში. 

 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აფხაზეთის ტერიტორიაზე გამჯერ კიდევ 2008 წელში გამოდიოდა ე.წ. მეგრული გაზეთი რუსული გრაფით. გაზეთის მთავარი იდეოლოგია პროფესორი ჯორჯ ჰიუიტი. კიდევ უფრო ცნობილია ფაქტია “ვეფხისტყაოსნის” “თარგმნა” “მეგრულ ენაზე” ცნობილი ამბავია, სამწუხარო ის არის, რომ დღესაც მოიძიება პირები, რომლებიც ამ წიგნს ჯერ კიდევ ამართლებენ. ამგვარ მიდგომებს გამოხატავდა სახალხო დამცველობის დროს სოზარ სუბარიც,  რომელსაც თვლიდა, რომ ბიბლიის “თარგმნა” სვანურად, სვანურის გადარჩენის გზა იყო.

 

ლოგიკური დასკვნების გაკეთების საშუალება მკითხველზეა. ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ, ცხადია, ლოგიკური ხდება ის ვერსიაც, რომ შესაძლებელია მართალიც იყოს “დაკვეთილი პოლიტიკის” ის მოდელი, რაზეც უკვე დიდი ხანია ფართოდ საუბრობენ ჩვენში. სარწმუნო წყაროების ცნობით: ენობრივ პოლიტიკაში ამ მოდელის რეალიზატორად ენათმეცნიერების ინსტიტუტი სახელდება; პოლიტიკურ წრეებში ამ პოლიტიკის საყრდენად რესპუბლიკური პარტია, ხოლო მათზე დაკისრებულ სამუშაოდ, ქვეყნის ფედერაციულ ერთეულად დაშლისკენ სწრაფვას.

 

ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი კოდექსის მიღების შემთხვევაში კი, არ არის გამორიცხული, ქვეყანაში ფედერალური მოწყობის მოდელი მივიღოთ. თვითმმართველობის აღნიშნული კანონპროექტი მრავალმხრივ დაწუნებულია შესაბამისი დარგობრივი სპეციალისტების მიერ, მათ შორის კონსტიტუციასთან მიმართებაშიც არის ხარვეზები. ასევე, ძირითადი შფოთის საგნად წარმოდგენილია რეგიონალიზმის მოცემული პრინციპი, რომლის თანახმად, ტერიტორიული დაყოფისა და რეგიონალიზმის მიხედვით, იქმნება "დეცენტრალიზმის" მეტად უცნაური პრინციპი. არ არის გამორიცხული ამგვარი მიმართებით საქართველოს ფედერალიზაციისკენ წავიდეთ. 

 

საკმაოდ საგანგაშოა, რომ რეგიონები, მათ შორის, ეთნიკური თუ ეთნოგრაფიულ ნიშანთან დაკავშირებული, საკმაოდ დიდ რისკებს ქმნის. რაც გულისხმობს იმას, რომ ადგილობრივი მოსახლეობისათვის დამახასიათებელმა ენებმა რეგიონული ენების სტატუსიც მიიღოს, ეს კი საკმაოდ საშიში მოვლენაა, რამდენადაც, ენების ქარტიის მიხედვით, მათ შორის სეპარატიზმიც შეიძლება წახალისდეს, ხოლო არაქართველი მოსახლეობით დასახლებულ რეგიონებში სულაც დანარჩენ საქართველოსთან კავშირი გაქრეს. აქცენტი გაკეთდება კიდევ მეტ ჩაკეტილობასთან და ინტეგრირების ნაცვლად დათიშვა მოხდება; ამ პროცესში ძალზე საშიშად მოჩანს ლოგიკური განვითარება, ეს არის ტერიტორიულ ორგანოებში, რეგიონული ენების მქონე ავტოქტონი მოსახლეობის ე.წ. "თვითგამორკვევის" მსოფლიოში აღიარებული უფლება. ამგვარი განვითარების შემთხვევაში, მსოფლიოს მიერ აღიარების სრულ სივრცეს კოსოვოს ცნობილი პრეცენდენტი ქმნის. მარტივ ენაზე, ეს ყველაფერი ნიშნავს, ერთი მხრივ, არაქართველი მოსახლეობით გაჯერებულ რეგიონებში (ქვემო ქართლი, ჯავახეთი), ასევე "ენის" სტატუსის მქონე საქართველოს სხვა რეგიონები (თუშეთი, სამეგრელო, სვანეთი) სრულად გაქრეს საქართველოს ფარგლებიდან. 

 

ახალი კოდექსის მიღების შემთხვევაში ეს რისკი საკმაოდ საფუძვლიანია, რასაც, ვფიქრობ, საზოგადოება მკაცრად უნდა აღუდგეს. გავრცელებული შეხედულებით, საქართველოს მოწყობის აღნიშნული ხედვა - ფედერალიზაციის კუთხით, „რესპუბლიკურ პარტიას“ უკავშირდება, რომლის გავლენა დღევანდელ საქართველოს პარლამენტში საკმაოდ დიდია. იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტის მიღებით მართლაც ეს პარტიაა დაინტერესებული, არაა გამორიცხული ამ კანონის მიღება მათივე ლობირებით და ინტერესებით მოხდეს.

 

ცნობილი ფაქტია საყოველთაოდ, რომ სამეგრელოში მეფის რუსეთის დროს "მეგრულის გადარჩენის" მიზნით "მეგრულად მოლაპარაკე" მღვდლები შეუშვეს ეკლესიაში, რომ წირვა-ლოცვა "მეგრულად აღევლინათ" და მეგრელებმა თავადვე გამოჰყარეს კინწისკვრით. დღეს საუბარი თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებულ რისკებზე გვაქვს და მიუხედავად იმისა, რომ დარგობრივმა სპეციალისტებმა ათეულობით შენიშვნა გამოთქვეს ამ კანონპროექტზე, საზოგადოების მოსაზრებები ხელისუფლებამ და კანონპროექტის ავტორებმა პრაქტიკულად არ მიიღეს. წლების განმავლობაში მიმდინარე პროცესები და ამჟამინდელი რისკები, კი, თავად გათვალეთ.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ავტორი: ტატო ჩანგელია

ურბანისტები დეკარტეს პოპულარული დებულების -
20:18 / 15.02.2022
ავტორი: ტატო ჩანგელია

ურბანისტები დეკარტეს პოპულარული დებულების - "ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ" [Cogito ergo sum] ალუზიით,
ავტორი: ილია ჭანტურია

მალე ხუთი წელი გავა მას შემდეგ, რაც კინო
22:45 / 10.03.2020
ავტორი: ილია ჭანტურია

მალე ხუთი წელი გავა მას შემდეგ, რაც კინო "ატრიუმმა" ფუნქციონირება შეწყვიტა.
ავტორი: გივი გ. ქარჩავა

ამ რამდენიმე დღის წინ ზუგდიდში გაიმართა
19:46 / 26.02.2020
ავტორი: გივი გ. ქარჩავა

ამ რამდენიმე დღის წინ ზუგდიდში გაიმართა "საჯარო" განხილვა ერთ მეტად
ავტორი: ტატო ჩანგელია

ზუგდიდის თეატრში წლებია კონფლიქტი დაუსრულებლად გრძელდება.
13:21 / 15.01.2020
ავტორი: ტატო ჩანგელია

ზუგდიდის თეატრში წლებია კონფლიქტი დაუსრულებლად გრძელდება.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.