დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
ზუგდიდელ დემეტრე ლიპარტიას ცოტა ხნის წინ აგრარულ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიანიჭეს. ასევე, ის არის ტრენერი აგრარულ საკითხებში.

...

ყველაფერი 2007 წელს დაიწყო, როდესაც სკოლა დავამთავრე და ჩავაბარე საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტში (უნივერსიტეტს ასე ერქვა, სანამ წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს მიიერთებდა, როგორც აგრარულ ფაკულტეტს). კარგად მახსოვს მეგობრების და ნათესავების გაკვირვება - „სკოლაში კარგად სწავლობდი, გამოცდებზე კარგი ქულები და გრანტიც აიღე და რატომ აგრარული მიმართულება?“.

პასუხი ზუსტად არ მახსოვს. უბრალოდ მახსოვს, რომ ვამბობდი - ეს ჩემი გადაწყვეტილებაა. ქუთაისში მანამდე მხოლოდ ექსკურსიით ვიყავი ნამყოფი. ჩემთვის უცხო ქალაქი მალე მშობლიური გახდა. ბაკალავრიატზე სწავლის დროს პირველი კურსის გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ დამენიშნა პრეზიდენტის სტიპენდია, რომელიც მაშინ ერთეულებს ენიშნებოდათ. თუ სწორად მახსოვს, უნივერსიტეტში სულ 12 სტუდენტს ჰქონდა. (დიდი კონკურსის, კონკურენციის მიუხედავად, სტიპენდიის შენარჩუნება მთელი სწავლის განმავლობაში შევძელი).

ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე ამავე უნივერსიტეტში, ისევ აგარარული მიმართულებით. გამოცდებაზე ისევ გრანტი ავიღე და მაგისტრატურაც წარჩინებით დავამთავრე 2013 წელს. აგრარული მიმართულებით მაგისტრატურა რომ დავამთავრე, კვლავ მაგისტრატურაზე ჩავაბარე ევროპულ აკადემიაში, სადაც ამჯერად ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მომენიჭა. 2015 წელს დავუბრუნდი ჩემს მიმართულებას. ჩავაბარე გამოცდები და გრანტით გავაგრძელე სწავლა დოქტორანტურაზე.

საინტერესოა ის, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში პარალელურად ვმუშაობდი. ბაკალავრიატზე სწავლის დროს ვმუშაობდი Mcdonald’s-ში. ძალიან კარგად მახსენდება მენეჯერების ხელშეწყობა სწავლაში. განრიგს უპრობლემოდ მიცვლიდნენ ხოლმე. შემდეგ სასტუმროში, 2011-2014 წლებში USAID/EPI და Ferrero/AgriGeorgia ტრენერი ვიყავი თხილის მიმართულებით. შემდეგ საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში. ამჟამად კარტლისის აგრო კონსულტანტი ვარ. (სულ მიმართლებდა სამსახურში, კარგი გუნდი იყო და ხელს მიწყობდნენ სწავლაში).

და აი, 2018 წლის 7 დეკემბერს დადგა სწავლის დამთავრების დროც, დისერტაციის დაცვის თარიღი. თუმცა მიმაჩნია, რომ სწავლა სიკვდილამდეა.

უნივერსიტეტში ადრე მივედი მეგობრებთან და მშობლებთან ერთად. 14:00 საათის მოახლოვებასთან ერთად, დარბაზი ივსებოდა პროფესორ-მასწავლებლებით, მეგობრებით, ნათესავებით, თანამშრომლებით. ზუსტად დროულად მობრძანდნენ მოწვეული აკადემიკოსები თბილისიდან, ბათუმიდან, კახეთიდან და თურქეთიდან. დაცვას 40-ამდე პროფესორი, ექსპერტი ესწრებოდა, დარბაზი სავსე იყო.

ძალიან ვღელავდი. მიუხედავად იმისა, რომ წლებია ტრენერი ვარ და პრაქტიკული შეხება მქონდა თხილთან. მოხსენების დამთავრების, შემდეგ ორი საათის განმავლობაში გაგრძელდა სამეცნიერო დებატები და კითხვა-პასუხი. ფარული კენჭისყრის შემდეგ, მდივანმა გამოაცხადა შეფასება. მაქსიმალური, 7 მიმიღია. ასე მომენიჭა აგრარულ მენციერებათა დოქტორის ხარისხი.

ბოლოს მინდა ახალგაზრდებს ვურჩიო, კარგად ისწავლონ. სწავლას ყოველთვის აქვს აზრი და შესაბამისი დაფასება. თუ საქმის სპეცილისტი ხარ, არასდროს დაიკარგები.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
დღის ფოტო
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.