ცოცხალი ისტორიები
ნინო ჯანაშია - ფსიქოლოგი
FaceBook Twitter
E-mail Print
ნინო ჯანაშია არის ასოციაცია „ქსენონის“ დირექტორი, ფსიქოლოგი.

 


 

გამითენდა დილა ორი უძვირფასესი მედეას - დედისა და შვილის გარემოცვაში. განსაკუთრებული და იშვიათი კომპანიაა და მშვენიერი სტიმული მთელი კვირისთვის საჭირო ენეგრიით დასამუხტად.

 

თბილისი-ზუგდიდის დღის მატარებლით ზუგდიდისკენ მივეშურები, მთელ 5 საათს ვკარგავ, რამდენი რამის გაკეთება შეიძლებოდა ამ დროში, კომპიუტიურიც არ მომაქვს, სამაგიეროდ ჩემი თვალები ზეიმობენ :), ტკბებიან ულამაზესი ქართული ხედებით, ზამთრის პირველი თოვლიც იხილეს ამასობაში...

გონება მაინც ვერ დუნდება და გარბის საქმისკენ; დღეს ხომ პირველი დეკემბერია, აივ/შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე - აივ/შიდსთან დაკავშირებული სტიგმის მიმართ პროტესტის, აივ-ეპიდემიაზე საპასუხო ზომების მობილიზაციისა და აივ-დადებითი ადამიანების მიმართ სოლიდარობის გამოხატვისთვის ყველაზე დიდი ტრიბუნა.

მართალია, მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი აივ-ეპიდემიის მსოფლიო მასშტაბების შესამცირებლად და 25 ქვეყანაში ახალი ინფიცირების შემთხევების კლება აღემატება 50%-ს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მიღწეული წარმატებები არათანაბარია - აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ახალი ინფიცირების მაჩვენებელი 35%-ზე მეტად გამოიკვეთა. საქართველოში, ისევე, როგორც მთლიანად ჩვენს რეგიონში, ყოველწლიურად დაავადებული ადამიანების გამოვლენილი რიცხვი სტაბილურად პროგრესირებს.

რატომ არ მცირდება აივ ინფექციის ახალი შემთხვევების რიცხვი?


• ქვეყანაში მოქმედებენ კანონები, რომლებიც ახდენენ რისკ-ჯგუფების და განსაკუთრებით, ინექციური ნარკომომხმარებლების კრიმინალიზაციას, რაც ხელს უშლის აივ-ის დროულ დიაგნოსტიკას;


• სტიგმა საზოგადოების მხრიდან აივ ინფიცირებულთა თვითსტიგმაზაციას იწვევს, რაც ხელი უშალის მათ ტესტირებაზე მიმართვიანობას;


• ადამიანებმა არ იციან ადრეული დიაგნოსტიკის უპირატესობის შესახებ-მაშინ როცა მკურნალობაში მიღწეული წარმატებების შედეგად, აივ ინფექციის დიაგნოზი არ არის სასიკვდილო განაჩენი და დაავადება ექვემდებარება მკურნალობას.

 

რაში ვხედავ გამოსავალს?


• აივ-ზე ტესტირების უპირატესობასა და მკურნალობაში მიღწეული წარმატებების შესახებ მაღალი რისკის ჯგუფისა და საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება და მათი უფასო და კონფიდენციალური ტესტირება;

 

• იმ პოლიტიკური თუ სამართლებრივი პრობლემის გადაჭრა, რომელიც ხელს უშლის აივზე ტესტირებას.

2011 წლის მსოფლიო გზავნილის: „დავიყვანოთ ნულამდე: ნული დისკრიმინაცია, ნული სიკვდილიანობა, ნული ახალი ინფექცია" ფინიშამდე ერთი წელი დარჩა და უკვე ახალი გზავნლი - ორიენტირი გამოჩნდა ჰორიზონტზე - „2030 წლამდე აივ-ეპიდემიის შეწყვეტა!" რეალურია? რასაკვირველია, თუ მიზანმიმასრთულად ვიმოქმედებთ ყველა დონეზე. რამდენი ნაბიჯითაც გადავინაცვლებთ წინ, იმდენით ნაკლები მანძილი დაგვრჩება მიზნამდე!

იაზროვნე გლობალურად, იმოქმედე ლოკალურად! - ვუმეორებ თავს.



რიგითი სამუშაო დღე...

ამოცანა #1: გლობალური ფონდის პროექტის პროგრამული ანგარიში და ელექტრონული ბაზის მონიტორინგი; პროექტი, ნარკოტიკების მომხმარებლებში აივ-ინფექციის გავრცელების პრევენციას ეხება. უფასო, ანონიმური და კონფიდენციალურობის პრიცნიპების დაცვა წარმატებული მუშაობის საწინდარია; რას ვთავაზობთ? ტესტირებას ვირუსულ ჰეპატიტებზე, აივ ინფექცია/შიდსსა და სიფილისზე, სამედიცინო და იურიდიულ კონსულტირებას, ერდჯერად სტერილურ საშუალებებს, ტრენინგებს სხვადასხვა თემებზე, ქეის მენეჯმენტს. თუმცა, რეპრესიული ნარკოპოლიტიკა აივ-პრევენციული მუშაობის მნიშვნელოვანი ხელის შემშლელი ფაქტორია. მეცხრე წელია ამ მიმართულებით მუშაობს ასოციაცია „ქსენონი" ზუგდიდში, ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი პროექტია და ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება, მათთვის სოციალური და ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის გზით.

თითქმის სრული სამუშაო დღე წაიღო ანგარიშის წერამ... ხვალ საბოლოო კორექტივებს შევიტან.

ამოცანა #2: მზადება 7 დეკემბერსთვის, საორგანიზაციო საკითხებისა და დეტალების დაზუსტება.

ეს კვირა, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ნაწილია; მსოფლიო კამპანია 25 ნოემბერს დაიწყო და 10 დეკემბერს დასრულდება. „ქსენონელებმა" კვირა დღე შევარჩიეთ ჩვენი პოზიციის გამოსახატად. ფოკუსი დავაყენეთ ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის თემაზე; გამოხატულების ფორმად ინსტალაცია შევარჩიეთ. ინსაითი-INSIGHT, ასე დავარქვით ინსტალაციას, რაც წვდომას, არსის წვდომას ნიშნავს.

იდეაში, საღამო უჩვეულო ფორმით „უამბობს" მოწვეულ აუდიტორიას ქალთა მიმართ ძალადობის სისასტიკეზე და წარმოაჩენს ქალს, მისი ემოციებით, განცდებით, შინაგანი სამყაროთი.

გუნდმა კიდევ ერთხელ გავიარეთ გეგმა და დეტალები. გადაწყდა, რომ მოწვეულ სტუმრებს თვითოთ წავაკითხოთ ძალადობის მსხვერპლი ქალების მონოლოგები. უმძიმესი იტორიებია, უმძიმესი...

ინსტალაცია „ქსენონის" ეზოში მოეწყობა. რატომ? ოჯახში ძალადობა ხომ ძირითადად სახლის კედლებში რჩება და გარეთ არ ჩანს, არ გამოდის; საზოგადოებაც უმეტესწილად ინდიფერენტულია და მას, როგორც მხოლოდ ოჯახის შიდა პრობლემად აღიქვამს.

ჩვენ კი გვინდა, რომ სიმბოლურად ის გარეთ, სახლის ეზოში გამოვიტანოთ, რათა ძალადობას ხილვადობა შეემატოს და მოხდეს მისი აღქმა, როგორც საზოგადოებრივი პრობლემისა, რომელზეც აუცილებელია საზოგადოების რეაგირება.

მნიშვნელოვანია, რომ ინსტალაცია არ არის არც ერთი პროექტის ნაწილი, ის თავიდან ბოლომდე ჩვენი იდეების, სურვილისა და მოტივაციის ნაყოფია. ვფიქრობ, კარგი გამოვა...

მთავარია, ამინდმა შეგვიწყოს ხელი, მეტეოროლოგიური პროგნოზის მიხედვით უნალექო დღეს ველით.



დღეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა. სამწუხაროა, რომ საქართველოში მცხოვრები შშმ პირები დღევანდელ დღეს მოუგვარებელი პრობლემებით, სოციალური სტიგმის ფონზე და საზოგადოების მხრიდან ინდიფერენტულობის თანხლებით ხვდებიან.

რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში საოცრად ძლიერი აქციის ფოტოები ვნახე-ათეულობით ეტლი მანქანების სადგომებზე. აღფროთოვანებული დავრჩი. პოზიციების იძულებითი გაცვლა ძლიერ დისკომპორტს შეუქმნიდა მძღოლებს.



დატვირთული დღის შემდეგ, საღამოს ჩემს უმცროს შვილთან - დიტოსთან ერთად ვატარებ. 14 წლის არის; მისი ასაკი ჩემგან განსაკუთრებულ დაკვირვებას და ტაქტს „მოითხოვს". ვცდილობ, ჩემთან დიალოგის სურვილი არ დაკარგოს. მასთან გულახდილი დაგულღია საუბრისთვის ყველაზე საუკეთესო დრო საღამოა, ინტერნეტსივრცე მართმევს ხოლმე მის თავს, მაგრამ ვცდილობ „კონკურენცია" გავუწიო :). საოცარი მიზიდულობის ძალა და გავლენა აქვს მას მოზარდებზე.

საღამოს ერთად ვუყურეთ ფილმს „ახალი სამყარო". ორივეს გვიყვარს ფილმების ერთად ყურება.



მთელი დღე კვირის ინსტალაციისთვის მზადებას მოვანდომეთ: „ქსენონის" მდედრობითი სქესის თანამშრომლებმა კაბების მობილიზაცია მოვახდინეთ, ქსენონის ერთ-ერთი ექიმ-კონსულტანტის - შალვას ოქროს ხელებმა კი ამ ჩვეულებრივი კაბებისაგან 18 მანათობელი კაბა შექმნეს. ყველა საჭირო ატრიბუტი დამზადა. ძალიან მინდა ემოციები სავსე საღამო გამოვიდეს. არავინ იცის კონკრეტულად რა დახვდება „ქსენონში".

რამდენიმე გავაფრთხილე, თბილად ჩაიცვითქო, მაგრამ მგონი, ვერ მიხვდენენ რატომ :).

საღამო, ჩემი ძმის ოჯახთან ერთად სასიამოვნოდ გავატარეთ ჩემი უფროსი ძმიშვილის - ნიკოლოზის დაბადების დღეზე.



შაბათი დღე ჩემთვის რიგითი სამუშაო დღეა.

ამჯერად, მზადებაა მომდევნო კვირის შეხვედრისთვის. შეხვედრა თბილისში, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ არის დაგეგმილი, პრეზენტაცია უნდა მოვამზადო. 2010 წლიდან, ასოციაცია „ქსენონის" ამ პროექტის ფარგლებში, ვმუშაობ საომარი მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახებთან. თბილისის შეხვედრა, სწორედ ამ ოჯახებთან ფსიქოლოგიური მუშაობის საკითხებს და მუშაობის სპეციფიკას ეხება.

რთული და საშინელი გზა აქვთ გამოვლილი ამ ადამიანებს: საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის დაკარგვა, ოჯახის გაუჩნარებული წევრის ბედის ბუნდოვანებით გამოწვეული მტანჯველი გაურკვევლობა და ათეულობით წლების მანძილზე გადაჭიმული მოლოდინი...

მათთან მუშაობამ დიდი გამოცდილება მომცა. რეალობაში, ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს

და დახმარება ორმხრივად ხდება...

საღამოსთვის პრეზენტაცია მზადაა.



ღამით საშინელი ქარი ამოვარდა, ამ უსიამოვნო მოულოდნელობამ საღამოს შესაძლო ჩაშლის შესახებ ფიქრები ამირია გონებაში.

თამშრომლები 10 საათზე შევიკრიბეთ ოფისში. 5 საათისთვის უკვე ყველაფერი მზად იყო. ამასობაში, ქარსაც შევეგუეთ და შექმნილ სიტუაციას ახალი საზრისიც მოვუძებნეთ - ქალები ხომ ქარივით აქტიურები არიან, იფრიალონ კაბებმაც :). ეზო მანათობელი კაბებით განათდა და დამშვენდა.

სტუმრებმა შეკრება 6 საათიდან დაიწყეს. პირველი, რასაც მათ სახეზე ვკითხულობდი, სასიამოვნო გაურკვევლობა იყო. გია ყანჩელისა და ნინო ქათამაძის უძირო მუსიკამ საოცარი აურა შექმნა. განათებული და „მოლაპარაკე" კაბები ყველას აღტაცებას და აღფრთოვანებას იწვევდა. საღამოს სუსხით გაყინულ სტუმრების ხელებს ცხელი ყავისა და ჩაის ჭიქები ათბობდა.

საღამოც დაიწყო. მისალმებასა და ჩვენთვის დათმობილი დროისთვის მადლობის გადახდას, საღამოს ძალიან ემოციური ნაწილი მოჰყვა - ძალადობის მსხვერპლთა ცხოვრებისეული ისტორიები... სტუმრები მონაცვლეობით, სურვილის მიხედვით ხმამაღლაკითხულობდნენ წერილებს. საოცარმა სევდამ დაისადგურა ეზოში, ეს იყო საოცარი ინსაითი, წერილის ავტორთა მდგომარეობის ინსაითი...

შემდეგ კი... წერილების ავტორთა მისამართით გამამხნევებელი წერილების მიწერის სურვილით დაიმუხტა ყველა. მაგიდასთან რიგი დადგა, საფოსტო ყუთი კონვერტებით გაივსო... იქვე, კედელზე მიკრულ ქაღალდის ფორმატზე მიხატული კაბების კონტურები წითელი, ყვითელი, ლურჯი, მწვანე, ვარდისფერი, ცისფერი ფერებით გაფერადდა... სრული ერთსულოვნება და სოლიდარობა სუფევდა ირგვლივ.

ყველა ქალი ხომ შიგნიდან ანათებს, ანათებს სიყვარულით და იმედით, ეს სინათლე არ უნდა ჩაქრეს...

საღამო შედგა! ეს იყო ნამდვილი, გულწრფელი და ორიგინალური საღამო; ძალადობის მსხვერპლებისა და მათი მხარდამჭერი ადამიანების თბილი შეხვედრა „ქსენონის" ეზოში.

დიდი მადლობა ძვირფასო მეგობრებო, რომ სოლიდარულები ხართ, მადლობა ერთობისთვის და სიყვარულისთვის.

ბედნიერებით და პოზიტიური ემოციებით სავსე ვარ...

კვირის განსაკუთრებული დასასრულია... ისეთივე, როგორც კვირის დასაწყისი...

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ვიდეო
ჰოლანდიური ნესვის სათბური ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ ცაიშში 65 წლის გენო ასათიანს ნესვი მოჰყავს.
ზუგდიდის „საარჩევნო ტურიზმის“ მადლი [ვიდეო]
არჩევნები დასრულდა და ქალაქი ნელ-ნელა უბრუნდება ჩვეულ რიტმს.
დამკვირვებელი ქალი, რომელიც არჩევნებმა პოპულარული გახადა [ვიდეო]
63 წლის ქეთევან სორდია ზუგდიდის სოფელ კახათში ცხოვრობს.
ცირკი ცხოველების გარეშე - აქცია ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდში ცირკის ცხოველების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.
არის თუ არა შრომითი უფლებები დაცული - გამოკითხვა
1 მაისი მშრომელთა საერთაშორისო დღეა.
ფოტო
ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩებში საცობებია [ფოტო]
ზუგდიდის ბულვარის მიმდებარედ გზების ჩაკეტვამ ქალაქში საცობი გამოიწვია.
ქვეითთა შეზღუდული უფლებები ზუგდიდში [ფოტო]
ქვეითთა უფლებები ზუგდიდში ხშირად ირღვევა.
პროტესტი ვენეციის კომისიის სახელით [ფოტო]
უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ
ქვეითთა წაშლილი გადასასვლელები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრში, საავტომობილო გზებზე ქვეითთა გადასასვლელები
ორიგინალური და სახალისო სააღდგომო კვერცხები [ფოტო]
წითლად შეღებილი კვერცხი აღდგომის დღესასწაულის
მზარეულის მაგიდა
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
ფარჯიანების კუბდარი [ვიდეო/ფოტო]
კუბდარი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სვანური კერძია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.