ცოცხალი ისტორიები
სოფო კვარაცხელია - ზუგდიდის ამერიკული კუთხის კოორდინატორი
FaceBook Twitter
E-mail Print

 

...

 


მოსმვენებას არ მაძლევს ერთკვირიანი სამუშაო განრიგი, რომელიც 16 დღიანი ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის დასრულების დასკვნით ღონისძიებას ეხება. საკმაოდ ამაღელვებელი და შემზარავი ინფორმაციები ოჯახურ ძალადობაზე, დაპირისპირებაზე და მსხვრპლზე.

ვფიქრობ სიახლეებზე, კამპანიის მიერ შემზარავი ინფორმაციების ფონზე აუცილებელია განტვირთვა, სულ სხვა ფონზე გადასვლა. გადავწყვიტე 11 დეკემბერს სხვანაირად შეგვეხედა მოვლენებზე და მხიარულ ნოტაში გადავსულვიყავით. ამ დღისთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა მოვემზადოთ. ამერიკის საელჩოდან ველოდებით სტუმრებს.

 

სამსახურში მისვლისთანავე ვესალმები ჩემ ასისტენტ ანუკის, ჩემდა გასაკვირად ვერ ვხედავ მუდმივ სტუმარს, მხატვარ გენიოს, ვალერა ქობალიას, რომელსაც ყოველდღე ამერიკულ კუთხეში 8 საათიანი სამუშაო განრიგი აქვს, დიდთან დიდია და პატარასთან პატარა, ვკითხულობ მისი არ ყოფნის მიზეზს და ამაზე ორივეს ისტერიულად გვეცინება, შემდეგ ვინიშნავთ, თუ რა არ უნდა გამოგვრჩეს ღონისძიების დღისთვის.

 

1 საათზე ამერიკული კუთხეში უკვე დაუსრულებელი მოძრაობა იწყება და მე და ანუკიმ უნდა მოვასწროთ მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარება.

 

დღე მძიმეა, გადატვირთულია, ბიბლიოთკიდან ორივე 7 საათზე გავედით და გავემართეთ „ოდიშის“ ტელევიზიაში ვიდეო მონტაჟის გასაკეთბლად. ტელევიზიაში 11 საათამდე მოგვიწია დარჩენამ, თუმცა საქმე ბოლომდე მაინც ვერ მივიყვანეთ, მივხვდი რომ ხვალაც მოგვიწევდა ამაზე მუშაობა.

 

სახლში გვიან დავბრუნდი, მისვლისთნავე გამიტყდა ჩემი ტელეფონი და ამან ისე დამწყვიტა გული, ვიტირე კიდეც, რადგან უამრავი ადამიანის ტელეფონის ნომერი დავკარგე. გავნერვიულდი, როდის ჩამეძინა არმახსოვს.

 

...


დილა ისევ ჩვეული რიტმით დავიწყე... ისევ ყავა, ისევ სამსახური, ისევ გიჟური განრიგით მუშაობა და ისევ ღამის პირველს საათაამდე ტელევიზიაში ვიდეო კოლაჟზე მუშაობა. თუმცა ტელევიზიაში სამუშაოდ წასვლაზე ანუკი უარს მეუბნება იმ მოტივით, რომ დროს ხუმრობით გავიტან და საქმე დაუსრულებელი დაგვრჩება. საკმაოდ იუმორული ვარ, მუშაობისას იმ ხასიათზე ვარ რომ სულ რაღაცაზე ვხუმრობ, ვიხსენებ ცხოვრებაში გადამხდარ კურიოზებს და მხიარულ განწყობაზე გადავდივართ, დრო კი შეუმჩნეველი ხდება... მინდა გავიხსენო ჩემი სტუდენტობის კურიოზი, რომელიც ყოველი გახსენიბისთანავე ხასიათზე მაყენებს. სტუდენტი ვარ თბილისში ვცხოვრობ და ერთ მშვენიერ დღეს ჩავჯექი მიკროავტობუსში, რომელიც ვაკის მიმართულებით მოძრაობდა. აშკარად მძღოლი მეგრელი იყო (კილოთი მივხვდი), რადგან ყოველ ნაბიჯზე ბუტბუტებდა და სხვათა მიერ არასწორ მოძრაობაზე თავისთვის ამბობდა: „მანქანა არ იცის შობელძაღლმაო“, თან გაბრაზებული ყველას უსიგნალებდა, ამით გამოხატავდა თავის აგრესიას, ამ დროს ძალაინ სიმპატიურმა ქალბატონმა გააჩერა მარშრუტკა და გაწელილი ხმით ეკითხება:

 

„უკაცრავად თქვენ სულ პირდაპირ მიდიხართ?“

 

მძროლი მოტრიალდა და მეგრული კილოთი უპასუხა: „ზოგჯერ ვუხვევ ქალბატონო, მოხურე, მოხურე კარი ქალბატონო, სულ პირდაპირ ჩემი მტერი წასულიყოს დავეჯახები სადმე ხეს.“

 

...


ოთხშაბათი დღეა. იმატა ღელვამ. გვიახლოვდება 11 დეკემბერი. სამსახურში მხვდება ამერიკული კუთხის მოსწავლეები. ისინი ინაწილებენ საქმეებს. ჩემთან ერთად ფაციფუცობენ და მამშვიდებენ, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის. თუმცა იმდენად თვითკრიტიკული ვარ ვიცი რაღაც მაინც არ მომეწონება და თუ მცირედი რამ დააკლდება ღონისძიებას ვიცი ძალიან ვინერვიულებ. მინდა გულახდილად ვთქვა: თავი მოგაბეზრეთ ჩემი გაუთავებელი საქმეებით, ისე მიყვარს მოზარდებთან ურთიერთობა, მათთვის რამე კარგის შექმნა, მათი შემოქმედების რეალიზაციისათვის ხელისშეწყობა და მათთვის ხვალინდელი დღისადმი ოპტიმისტური განწყობა, შემიძლია დაუსრულებლად ვილაპარაკო მათზე და ამერიკულ კუთხეზე, შეიძლება ბევრი რამეც გამომრჩეს, მაგრამ ეს არაფელი, მთავარია საქმე კეთდება. რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა, რომ ტაქსში მჯდარს მისაუბრია სულ რამდენიმე წუთში ამერიკული კუთხის შესახებ, მახსენდება ერთერთ ტრეინინგზე გვითხრეს. თუნდაც ლიფტში გაიჭედოთ ვინმე უცხო პირთან უნდა მოასწრო შენს სამსახურზე თუნდაც მცირე ინფორმაციის მიწოდებაო თუ გინდათ, რომ კარგი პიარისტი იყოთო, მე ვუპასუხე ეს სულ არ ვიცოდი თუ ასე იყო საჭირო, თუმცა ჩემი საქმის სიყვარული თავად მიბიძგებდა იმისკენ, რომ ასე მოვქცეულვიყავი.

 

...


დადგა ემოციური 11 დეკემბერი, პირველი რასაც ღმერთს ვეხვეწები ეს ღონისძიების წარმატებულად ჩატარებაა, შემდეგ ვსვამ ყავას და მივდივარ სამსახურში. 12 საათიდან ივსება კუთხე მოსწავლეებით, კუთხის აქტივისტებით და ყველა ღელავს. მათთვის საფიქრალი ერთია, თუ რით განაცვიფრონ სტუმრები.

 

4 ნახევარზე სტუმრები ამერიკის საელჩოდან უკვე მოსულები იყვნენ ქალბატონი ქეთევან ასათაშვილი - ამერიკული კუთხეების კოორდინატორი საქართველოში და პრესს ატაშეს მოადგილე - ბატონი იუნ სანგ ნამი. ეს პირველი ვიზიტი იყო ბატონი იუნისთვის ქალაქ ზუგდიდში და მას ეტყობოდა კმაყოფილება სახეზე მოსწავლეებთან გასაუბრებისას.

 

ზუსტად 4-ზე ღონისძიებაც დაიწო, ღონისძიებაზე სტუმრად იმყოფობედა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მე იმდენად ვღელავდი, რომ არც კი ვიცი რა ვისაუბრე სიტყით გამოსვლისას. ამერიკელი სტუმარი იმდენად აზარტში შეიყვანეს ბავშვებმა, რომ თვითონაც მოისურვა ერთი სიმღერის შესრულება და იმღერა კიდევაც.

 

სტუმარმა აღფრთოვანება ახალგაზრდების მიმართ შემდეგი სიტყვებით გამოხატა: „მივმართავ ზუგდიდელ საზოგადოებას, ეს ჩემი პირველი ვიზიტია ქალაქ ზუგდიდში და ეს დღე იქნება ჩემთვის დაუვიწყარი და დასამახსოვრებელი, ამდენი ნიჭიერი ახალგაზრდით გაოცებული ვარ და დარწმუნებული ვარ, რომ მე მათ მალე ტელევიზორში ვიხილავ ნიჭიერში... მოუთმენლად ველი, თუ როდის დამპატიჟებთ ისევ თქვენს ღონისძიებაზე, გპირდებით, რომ მეც თქვენთან ერთდ ვიმღრებ“...

 

მოკლედ, დღემ წარმატებულად ჩაიარა და ამერიკულმა კუთხემ წარმატებებს კიდევ ერთი წარმატებული დღე შემატა.

 

...


12 დეკემბერი არაფერი განსხვავებული არ ხდება, დღე ისევ ტრადიციულად იწყება. სამსახურში კი განვიხილავთ გუშინდელ ღონისძიებას და კიდე ვარკვევთ თუ ვინ მოდის ბათუმში ესკურსიაზე, რომელიც დაგეგმილი გვაქვს 20 დეკემბერს. ბათუმის ამერიკულ კუთხეში. ამერიკული კუთხის ორგანიზებით ჩატარდება კულტურულ საგანმანათლებლო საღამო. ბათუმში წასასვლელად ტრანსპორტით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობა აიღო ზუგდიდის მერიამ. ყველა მადლობელი ვართ თანადგომისა და ბავშვების წახალისებისათვის.

 

საღამოს მივდივარ ჩემი დის სახლში. ჩემი უსაყვარლესი დისშვილი მხვდება და ხდება ჩემი განტვირთვა. ისე მინდა გაგიმხილოთ, რომ რამოდენიმეჯერ წავჩხუბდით კიდევაც.

 

...


ვფიქრობ დღეს უნდა დავისვენო, თუმცა ვინ დამასვენა. ამერიკული კუთხის ბავშვები მირეკავენ და მთხოვენ რომ სასწრაფოდ ამოვიდე ამერიკულ კუთხეში. თურმე რა ხდება, ჩემს ასისტენტს ქალბატონ ანუკი ასათიანს დაბადების დღე აქვს 25 დეკემბერს და იმის გამო, რომ ანუკი ზუგდიდში არ იქნება აღნიშნულ დროს, გადაწყვიტეს წინასწარ გადაეხადათ მისთვის დაბადების დღე. რა თქმა უნდა ოთახი შესაბამისად მოვაწყეთ, ტორტი შესაბამისად მოვრთეთ და ველოდებით თუ როდის მოვა ანუკი. ანუკისთვის ეს მოულოდნელი იყო. ასეთი მოულოდნელობებით არის სავსე ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა.

 

ეს დღეც ძალიან ლამაზად გავატარეთ.

 

...


აი კვირაც დადგა, მე კი მთელი დღე მძინავს და ვისვენებ, საღმოს კი რაღაც ახალი იდეები მომდის თავში. ისე ახლა მივხვდი რომ ჩემი საქმის მეტი სალაპარაკო არაფერი მქონია თურმე, ისე პირად ცხოვრებაზე არაფერი დამიწერია მნიშნელოვანი და განსაკუთრებული არაფერი მომხდარა ამ ერთი კვირის განმავლობაში ჩემს პირად ცხოვრებაში...

 

დროა დავიწყო ამაზე სერიოზული ფიქრი და ძვრები...

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საბჭოთა რეპრესიები
ვიდეო
თხილი ხარისხით ფასდება [ვიდეო]
სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.
27 წლის თვითნასწავლი ოსტატი ურთიდან [ვიდეო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში
კოსმოსში გაფრენაზე მეოცნებე პლანეტების მოყვარული 9 წლის ბიჭი [ვიდეო]
კოსმოსი, პლანეტები, გალაქტიკა, უჩვეულო ღრუბელი
ვლაქერნობა ზუგდიდში [ვიდეო]
ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა ზუგდიდში ტრადიციულად მსვლელობით დაიწყო.
ფოტო
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მესტიელი გიდი ტურისტებს ქორულდის ტბებზე ეპატიჟება [ფოტო]
სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის „გაატარე ზაფხული
იდლიანი - სოფელი სვანეთში [ფოტო]
იდლიანი 150-კომლიანი თემია მესტიის მუნიციპალიტეტში.
გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტების ემოციები [ფოტო]
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეიდან დაიწყო.
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.