ცოცხალი ისტორიები
მაია კვარაცხელია - დიასახლისი
FaceBook Twitter
E-mail Print

 

...

 


ადრევიღვიძებ, მიუხედავადიმისა, რომ ბავშვებს საშობაო არდადეგები აქვთ და შესაბამისად მეც არსად მეჩქარება. როგორც ჩანს, შევეჩვიე. არადა ტკივილამდე მენატრება ბავშვობის დროინდელი ძილი, უსაზღვრო თავისუფლებით. დრო, როცა ფერადი სიზმრები ერთიერთში გვანან ცხადს. საოცარი სისწრაფით გადიან დღეები...

 

სიმბას წკმუტუნი აღწევს ოთახში, რასაც რიტმულად მოყვება მისი ბომბორა კუდის ბაკუნი კარებზე. სიმბა ჩვენი ორი წლის გერმანული ნაგაზია, ოჯახის სრულუფლებიანი წევრი.

 

ჩემი სადილაო ალიაქოთი ბავშვების გაღვიძებისთანავე იწყება, დილიდან სასიამოვნოდ ვიღლები. დღეს საჩუქრები უნდა შევარჩიო, მიყვარს ეს პროცესი, ბედნიერებაა ძვირფსი ადამიანების გახარება, რომ შეგიძლია.

 

დღეს დედას დაბადების დღეა. მინდა დიდხანს მყავდე, დე. მინდა ბედნიერი იყო. უკვე სამი შვილის დედამ, ახლა ზუსტად ვიცი, შენი კარგად ყოფნა ჩემზე დიდ წილადაა დამოკიდებული, ამიტომ ვცდილობ არ დაგანახო ცუდი ემოცია, რომელსაც ამ ქვეყნად ყველაზე მეტად შენ გრძნობ და გტკივა.

 

საახალწლო სამზადისში ვართ ყველა... მიყვარს ეს დრო.

 

ნოუთბუქთან ყველაზე ბოლოს მე ვჯდები და შესაბამისად ჩემი ერთი დღეც კითხვით მთავრდება.

 

...


ზამთრის ნაცრისფერი დღეა, ჩალისფერი თმებით და პასტელის ფერებით. წვიმს, შხაპუნა წვეთები ასკდებიან დილიდან მინას და ჩემ აშლილ ფიქრებს. რატომ ვცდილობთ ადამიანები ყველაფერს ახსნა მოუძებნოთ, რატომ არ გვინდა უბრალოდ ვაღიაროთ, რომ ჩვენგან დამოუკიდებლად ხდება ბევრი რამ, თანაც ადამიანურად აუხსნელი ლოგიკით! ფილოსოფიურ ფიქრებს ნათი მაწყვეტინებს, როგორც ყოველთვის ხმაურით შემოდის ოთახში და ხმაურითვე გადის. როგორ მინდა შენს ლამაზ ლურჯ თვალებში სიმშვიდეს ვხედავდე, ჩემთვის ხომ ეს თვალები ყველაფერს იტევენ ამ ქვეყნად, პირველად განცდილ დედობის სიხარულს, ბედნიერებას, ტკივილს, გაურკვევლობას, შიშს... ამ ყველაფერს წლების წინ ექიმებმა აუტიზმი უწოდეს. ეს არ არის დიაგნოზი, ეს ადამიანის სულიერი მდგომარეობაა. დაუსრულებლად შემიძლია შენზე საუბარი, დე. შენ სასწაული ხარ, საინტერესო, გამორჩეული. მაიკომ (ჩემმა მეგობარმა და კოლეგამ) იდეა შემომთავაზა, წიგნი ხომ არ დაგეწერაო. ვიფიქრებ ამაზე, გპირდები. იქნებ იმ დედებს გამოადგეთ, რომელთაც ის გზა აქვთ გასავლელი მე და შენ, რომ გამოვიარეთ. მინდა საზოგადოების დამოკიდებულება შეიცვალოს შენნაირი ბავშვებისადმი, ის რაც დღეს ხდება, უბრალოდ სამარცხვინოა იმ ერისთვის, რომელსაც ათასწლოვანი ქრისტიანული კულტურა აქვს.

 

ამ ასობაში ბავშვები ეზოში ჩადიან, მათ განსაკუთრებული კომუნიკაცია აქვთ ნათისთან. ბედნიერი ვარ, როცა მათ ერთად და გაღიმებულებს ვხედავ.

 

...


განსხვავებული ვერ ვიქნები იმით, თუ ვიტყვი, რომ ყველა დღესასწაულზე მეტად მიყვარს ახალი წელი, ზამთარიც მიყვარს, თავისი კლასიკური სილამაზით და მკაცრი ფერებით.

 

სხვადასხვა ასაკში, განსხვავებულ განწყობაზე, მაინც ბავშვობასთან, სასწაულთან ასოცირდება ეს დღე.

 

ახლა ოთახის იმ კუთხეს შევყურებ, სადაცმთელი ჩემი ბავშვობა, ყოველ ახალ წელს უზარმაზარი ნაძვის ხე იდგა, რომელსაც მე და ჩემი ძმა დიდი მონდომებით ვრთავდით. ნოსტალგიას ვაბრთხობ და რეალობას ვუბრუნდები. ჩემი რეალობა საინტერესო და ფერადია. ახლა აქ ჩემი შვილების ბავშვობა გრძელდება, მადლობა უფალს!

 

ათზე ბავშვები იძინებენ, ახლა საჩუქრების დამალვა არ მიწევს, ერთ დღესაც სკოლიდან დაბრუნებულმა თათიმ გამომიცხადა, რომ თოვლის ბაბუ სულაც არ არსებობს, არ ვიცი რამდენად სწორი იყო ამ შემთხვევაში რელიგიის მასწავლებელი.

 

სუფრასთან სამნი ვრჩებით მე, პაპუნა და დედა. თორმეტზე ყოველთვის ვანთებ სანთელს, ამ წუთში ყველასთან მიდის ჩემი ფიქრი, ყველასთან ვინც მიყვარს. ბედნიერ წელს გისურვებთ ჩემებო!

 

...


სასიამოვნო ემოციებით დატვირთულებს გვიან გვეღვიძება. ტელეფონის ზარი საბოლოოდ მაფხიზლებს, ეს ჩემი უფროსი და ერთადერთი ძმაა. ჩვენ დიდ ხანს ვსაუბრობთ, როგორც ბავშვობაში. საფუძვლიანად გვგონია ორივეს, ასეც ვეხმარებით ერთმაეთს. ეს ის შემთხვევაა, როცა მანძილი და დრო, აბსტრაქტული მცნებებია მხოლოდ და მეტი არაფერი.

 

ბავშვებს მონასტერში წაყვანას დავპირდი, საშობაოდ უნდა მოვახერხო. პატარა ნატუკა ყოველთვის განსაკუთრებული სიხარულით ელოდება თავის დიდი ნათლიასთან, მეუფე გერასიმესთან შეხვედრას. მჯერა ეს არაჩვეულებრივი ემოციები მთელი ცხოვრება გაყვება. ახლახან მონასტერში მისულებს, დედა ნანამ, ათონის წმინდა მთიდან მამა პოლიევქტოსის გამოგზავნილი კონვერტი გადმოგვცა, რომელსაც მისი გამორჩეული სულის სითბო მოყვა ჩემამდე. ყოველთვის, როცა განსაკუთრებულად მიჭირს, მაშინ გამოჩნდება ხოლმე, როგორც მფარველი ანგელოზი.მადლობა იმისთვის, რომ ჩემს ცხოვრებაში არსებობთ მამაო. ერთერთი მიზეზი იმისა, რომ დღემდე ბავშვივით მჯერა სასწაულების, ესთქვენ ხართ.

 

მიყვარს, როცა სუფრასთან ვიკრიბებით ყველანი და განსხვავებულად მიქებთ ნახელავს. (ნათის მაგიდასთან ჯდომა არ უყვარს, მაგრამ როგორც წესი შორიახლო ტრიალებს) პირველი ამას ყოველთვის თათია აკეთებს, რა გემრიელია დე. მიყვარხარ დედიკო, შენი ამ ქვეყნად მოვლინებით ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა უკეთესობისკენ და კიდევ ერთხელ განმაწყო დედობისთვის.

 

...


არჩვეულებრივად ჩვეულებრივია დღევანდელობა, ვცდილობ ჩემს ნაფიქრალს თავი მოუყარო და ყველა ნათის მდომარეობაში მყოფ ბავშვს დავეხმარო ამით. უამრავი ჩანაფიქრი მაქვს, ვნახოთ რა გამოვა.

 

დილიდან უამრავ წიგნსა და რვეულში ჩაფლულმა თათიმ, რატომღაც მისაღები გამოცდების ემოციები გამახსენა, გათენებული ღამეები, კონსპექტები, მუხლების კანკალი, სტუდენტობის სიხარული, გაყინულ აუდიტორიებში მოსმენილი არაჩვეულებრივად საინტერესო ლექციები. მიყვარს ჩემი პროფესია, კიდევ ერთხელ რომ მქონდეს არჩევანის უფლება, ამ გზას გავყვებოდი. ცუდია, პროფესიული თვითრეალიზაციის საშუალება ნაკლებად, რომ ეძლევათ ადამიანებს. იმედია, თქვენს თაობას მსგავსი პრობლემა არ ექნება.

 

ყველას განსხვავებული განტვირთვა გვაქვს, თათისთვის ეს გიტარაა, ჩემთვის ყურსასმენში მოსმენილი მუსიკა, ფინჯან ყავასთან. ნატუკა თავის დათუჩას ეთამაშება, რომელსაცრატომღაც დიმიტრი შეარქვა. ნათის ერთ კონკრეტულ ბაღის სკამზე უყვარს ჯდომა და ფიქრი. ბებოს განტვირთვა თხუთმეტწუთიანი შუადღის ძილია.

 

საინტერესოა ცხოვრება...

 

...


ხანდახან თვეობით მოუგვარებელ პრობლემებს, ერთ დღეში ვწყვეტ, როგორღაც თავისთავად! ასეც ხდება.

 

დღეს უბრალოდ დავისვენებ თუ გამომივიდა. არა ისევ არ გამომდის, იქნებ ხვალ გამიმართლოს.

 

პატარები სერიოზული სახეებით დაობენ და ვერაფრით თანხმდებიან, სად უნდათ ამ ზაფხულს დასვენება. მათაც აქვთ ბავშვური პრობლემები.

 

ტელვიზორთან მჯდომი, სიზმრიდან გამოყოლილ ემოციებს ვიხსენებ, იმდენად ვცდილობ რომ არ დამამახსოვრდეს, ეტყობა ამჯერად გამომივიდა. არ მიყვარს სიზმარი, არც კარგი არ ცცუდი, არადა საინტერესო ფენომენია.

 

სტუდენტურ წლებში დავინტერესდი ფსიქოლოგიით, მას შემდეგ, რაც მაგიდასთან ჩაძინებულს, მესიზმრა როგორ გავედი ინგლისურის გამოცდაზე, როგორ შემხვდა ტექსტი რომლის წაკითხვაც ვერ მოვასწარი და როგორ მოვყევი სიზმარში სხაპასხუპით. ამ მოვლენას ბატონმა რამაზ საყვარელიძემ ლექცია მიუზღვნა ფსიქოლოგებთან, სადაც ჩემი ბავშვობის მეგობარი სწავლობდა.

 

ნატუკა გულმოდგინედ ითვლის ათიანებს დღიურში და მამიკოს შეპირებულ საჩუქარს ახესენებს, სიტყვა სიტყვაა.

 

დატვირთვული კვირა იყო, სასიამოვნო ემოციებით.

 

...


დიდ ხანს მიყვარს ფიქრი, გადაწყვეტილების მიღებამდე. ზოგჯერ ზედმეტად დიდ ხანს. მე ხომ სასწორი ვარ და სანამ ჩემი ფიქრების პინები გაწონასწორდებიან, ვაგვიანებ კიდეც, სამაგიეროდ არჩევანში პრაქტიკულად არ ვცდები. რას წერ? ცნობის მოყვარეობით მეკითხება ნატა, ვუხსნი. მოეწონებათ? მოდის შემდეგი კითხვა, არ ვიცი დედიკო, იმედია. მადლობა რომ ჩემს სულში და ცხოვრებაში შემოიხედეთ.

 

და კიდევ, დამდეგ შობას გილოცავთ ყველას, ქრისტეშობის მადლი გფარავდეთ!

 

ნახვამდის.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ვიდეო
ჰოლანდიური ნესვის სათბური ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ ცაიშში 65 წლის გენო ასათიანს ნესვი მოჰყავს.
ზუგდიდის „საარჩევნო ტურიზმის“ მადლი [ვიდეო]
არჩევნები დასრულდა და ქალაქი ნელ-ნელა უბრუნდება ჩვეულ რიტმს.
დამკვირვებელი ქალი, რომელიც არჩევნებმა პოპულარული გახადა [ვიდეო]
63 წლის ქეთევან სორდია ზუგდიდის სოფელ კახათში ცხოვრობს.
ცირკი ცხოველების გარეშე - აქცია ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდში ცირკის ცხოველების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.
არის თუ არა შრომითი უფლებები დაცული - გამოკითხვა
1 მაისი მშრომელთა საერთაშორისო დღეა.
ფოტო
ქვეყნის დამოუკიდებლობის 101-ე წლისთავი ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდელები საქართველოს დამოუკიდებლობის 101-ე წლისთავს აღნიშნავენ.
ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩებში საცობებია [ფოტო]
ზუგდიდის ბულვართან ცენტარლური გზების ჩაკეტვამ ქალაქში
ქვეითთა შეზღუდული უფლებები ზუგდიდში [ფოტო]
ქვეითთა უფლებები ზუგდიდში ხშირად ირღვევა.
პროტესტი ვენეციის კომისიის სახელით [ფოტო]
უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ
ქვეითთა წაშლილი გადასასვლელები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრში, საავტომობილო გზებზე ქვეითთა გადასასვლელები
მზარეულის მაგიდა
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
ფარჯიანების კუბდარი [ვიდეო/ფოტო]
კუბდარი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სვანური კერძია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.