ცოცხალი ისტორიები
დათა აქუბარდია - „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ წარმომადგენელი ზუგდიდში
FaceBook Twitter
E-mail Print

 

...

 

 

პირველ რიგში ყველას გილოცავთ შობა-ახალწელს, გისურვებთ ყოველივე კარგს, 2015 წელი ყოფილიყოს სიკეთისა და სიხარულის მომტანი. ღმერთი გფარავდეთ!

მადლობა ინტერნეტ-გამოცემა Livepress რომ მომეცა საშუალება მომეყოლა ჩემი ცხოვრების ერთი კვირა. მიუხედავად იმისა, რომ დღიურის წერის გამოცდილება არ მაქვს, ვცდილობ საინტერესოდ გამოვხატო ჩემი განვლილი დღეები ისე, რომ მკითხველსაც არ მოვაბეზრო თავი.

 

ახალი წლის მოლხენის შემდგომ რთულია დაუბრუნდე სამუშაო რეჟიმს, მაგრამ  მაინც ვცდილობ, ორშაბათ დღეს შევიქმნა საქმიანი იმიჯი.

 

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება ISFED-ში სამი თვეა რაც, ვმუშაობ და მომწონს ეს სამსახური. გავიარე კონკურსის ყველა პროცედურა, რაც ახლავს სამსახურში მიღებას.

 

...


დილა ჩემთვის იწყება 10 საათზე, მიუხედავად იმისა, რომ სამსახურში შეთავსებით ვარ და შემიძლია ნებისმიერ დროს მივიდე. 10 სათზე გავდივარ სახლიდან და ველოდები მარშრუტკას ქალაქში გასასვლელად. სანამ ქალაქამდე მივალთ რას არ მოისმენ მგზავრებისგან: ზოგი პოლიტიკას არჩევს ზოგი კი ერთმანეთს უზიარებს, თუ რამდენი დალიეს და ა.შ. დილიდან წვიმს მე კი მივიჩქარი USAID დემოკრატიული ჩართულობის ცენტრისკენ და ვაჯამებ საჯარო მოხელეთა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ვაკანტურ პოზიციებზე გასაუბრების თითოეული აპლიკანტების მონიტორინგის კითხვარებს და ყველანაირად ვცდილობ საინტერესო დეტალები არ გამომრჩეს, რაც ჩანიშნული მაქვს. ისე დავიკარგე ფურცლებში, სხვა არაფრის თავი არ მაქვს.

 

უკვე მრავალჯერ განხორციელდა ტელეფონში ზარი მეგობრებისგან. სად ხარ? რას შვრები? ამდენ ხანს რას აკეთებ? და ა.შ. ისევ წვიმს მე კი მივდივარ მერიაში, სადაც უნდა დავადასტურო მერიაში საჯარო მოხელეთა ვაკანტურ პოზიციებზე გასაუბრების ეტაპები. მერიაში საკმაოდ თბილად შემხვდნენ, ახალი წელი მივულოცე და უფლებამოსილი პირისგან მივიღე პასუხი. საღამოსკენ მეგობარს შევხვდი, ჩვენ ერთად წავედით კაფეში, ცხელი ჩაი მივირთვით და ვისაუბრეთ ჩვენს სამომავლო გეგმებზე, ინტერნეტის გამოყენებით ველაპარაკეთ მეგობარს, რომელიც გვირკვევს უცხოეთში სწავლასთან დაკავშირებით დეტალებს, რომელსაც უახლოეს მომავალში გაგვაგებინებს. დღეც სრულდება მე კი მივდივარ სახლში დაღლილი, ასეთი იყო დატვირთული ორშაბათი დღე.

 

...


სამშაბათს დილა ჩემთვის დაიწყო  ათ სათზე გაღვიძებით, ადგომა კი მეზარებოდა, მაგრამ  დავძლიე... ყველაზე ცუდი ის არის, რომ დილით არ ვსაუზმობ. სტუდენტობის პერიოდიდან ასე ვარ მიჩვეული... გარეთ ისევ წვიმს, მე კი გამგეობაში მომიწია მისვლა, როცა იქიდან გამოვდიოდი მეგობარმა დამირეკა და მეჯვარეობა შემომთავაზა, გამიხარდა და დავეთანხმე.

 

საღამოსკენ მეგობრებთან ერთად მყუდრო ადგილას დავსხედით და დიდიხანი ვისაუბრეთ, შემდგომ ეკლესიაში წავედით, შობის ბრწყინვალე დღესასწაულს იქ შევხვდით. შუაღამისკენ გამოვედით ყველა ერთად, მე კი მეგობართან დავრჩი სახლში....

 

...

 

ადრე ავდექი, ისევ წვიმს, მეგობართან ერთად წავედი ეკლესიაში. გვეწყინა, რომ ალილობა არ ჩატარდა და ვერ მივიღეთ მონაწილეობა მსვლელობაში. დღეს, რადგან არ ვმუშაობ თავს უფლება მივეცი ცოტა განვტვირთულიყავი და მეგობრებთან ერთად წავედი რესტორანში, ეს ის ადგილია, სადაც შემიძლია მეგობრებს ველაპარაკო ყველა იმ მნიშვნელოვან თემაზე, რაც ხდება ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში და ანალოგიურად მოვისმინო მათგანაც სიახლეები. ჩვენ ზოგადად შევეხეთ გასული წლის მოვლენებს, გაავანალიზეთ და მივედით კონსესუსამდე, ამ საუბარში დავსახეთ სამომავლო გეგმები და მიზნები, ასევე მათი შესრულების გზები. რამდენიმე საათიანი საუბრის შემდეგ დავიშალეთ. სახლში მისულს შინაურულად მოვეწყვე, ვივახშმე და წავიკითხე რობერტო სავიანოს „გომორა“. ასე ნაყოფიერად ჩაიარა ოთხშაბათმა.

 

...

 

როგორც კი ხუთშაბათი დილა გათენდა ინტერნეტის საშუალებით მოვისმინე ახალი ამბები, შევწუხდი საფრანგეთში მომხდარი ტერორიზმის გამო, ასევე მოვისმინე სხვა საინტერესო ინფორმაციებიც. შემდგომ გადავხედე საჭირო მასალებს, რომელიც დღესვე უნდა მომეწესრიგებინა და გამეგზავანა ზედამხედველისთვის. შუადღისთვის ვაგვარებდი ქორწილისთვის საჭირო დეტალებს, რათა ყველაფერი გათვალისწინებული მქონოდა იმ დღისათვის. როგორც კი ცოტათი შებინდდა სახლში წავედი. გზად თოვა დაიწყო და რამდენიმე წუთში არემარე თეთრში იყო შემოსილი, ირგვლივ ბავშვები ჟრიამულობდნენ და უხაროდათ პირველი თოვლის მოსვლა. მეც გავიხსენე ბავშური მოგონებები და დადებითად განვიმუხტე. სახლში მისვლისთანავე დავჯექი ბუხართან და გამიტაცა ფიქრებმა. ამასთანავე გადავხედე მწერლების საინტერესო ბიოგრაფიებს, ასევე ჩამოვაყალიბე ხვალინდელი დღის განრიგი და საქმიანობები, რისი დასრულების შემდგომ დიდად მოზღვავებული ძილის სურვილით წავედი დასაძინებლად.

 

...

 

ზამთრის სუსხიანი დილა გათენდა, თბილი ლოგინის დატოვება გამიძნელდა, მაგრამ დავძლიე :) ავდექი, გავემზადე და წავედი გამგეობაში, დავესწარი საკრებულოს სხდომას, სადაც განიხილეს მნიშვნელოვანი საკითხები და ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღეს. სხდომის დასრულების შემდგომ, მეგობრებს ავაკითხე ბინაში და დიდი ხანი დავრჩი...

 

ტელეფონზე ზარი გაისმა ISFED-ის თანამშრომლებმა დამპატიჟეს ქუთაისში სუფრაზე, გამიხარდა, რომ არ დავავიწყდით. ამის შემდგომ ჩვეულებრივად როგორც ყოველთვის წავედი სახლში.

 

...

 

შაბათი არის ჩემთვის დასვენებისა და განტვირთვის დღე, როდესაც თავს ვაძლევ უფლებას დატვირთული კვირის შემდეგ აღვიდგინო ძალები ორშაბათისთვის, რათა კვლავ მთელი ძალებით შევუდგე მუშაობას, თუმცა დღევანდელი დღე ჩემთვის დატვირთული გამოდგა: დილით ადრე გამეღვიძა, მეზობელი გარდაიცვალა და მანდ წავედი (გული ძალიან დამწყდა), შემდეგ კი უფრო მოსაღამოვებულს ბაბუა გახდა ცუდად და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით გადავიყვანეთ ქუთაისში, ძალიან ცუდად იყო და ბევრი ვინერვიულე, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

 

ახლა უკვე დილის 4 საათია,საკმაოდ დაღლილი ვარ, მეძინება თუმცა ნერვიულობისგან ვერ ვიძინებ, მეშინია ბაბუას სიტუაცია არ გართულდეს, თან პირობა მაქვს მიცემული ჟურნალისტისთვის და პირობას არასდროს არ ვარღვევ. შაბათი დღე ჩემთვის აღმოჩნდა  მძიმე.

 

...

 

უძინარი, დაღლილი ველოდები გათენებას, დილა მძიმედ დაიწყო, გადაწყდა ოპერაციის გაკეთება. საუკუნედ მომეჩვენა ის დრო, რა დროც დაჭირდა ოპერაციის გაკეთებას, ერთსაათიანი ოპერაციის შემდეგ ექიმმა გვამცნო, რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და მეც დიდი ლოდი მოვიშორე გულიდან. დღეს ორგანიზაციის სადღესასწაულო საღამოზე უნდა წავსულიყავი ქუთაისში, ქუთაისში კი ვარ, მაგრამ არა საღამოზე, არამედ საავადმყოფოში (ბედის ირონია).

 

საღამოსკენ სახლში მისულს ძილი მომერია, თუმცა მაინც დავასრულე დღიური „ჩემი ცხოვრების ერთი კვირა’’. როგორც შეატყვეთ ჩემი ცხოვრება დატვირთულია, ბედნიერი წუთებით, ასევე ნეგატივებითაც. ასე დასრულდა ჩემი კვირა და დატვირთული დღის შემდეგ გავემართე საწოლი ოთახისაკენ.

 

ეს იყო ჩემი ერთი კვირის ცხოვრება, შევეცადე ყველაფერი აღმეწერა, ზოგიერთი დეტალი არ ჩავთვალე საჭიროდ, რომ დამეწერა, რადგან მკითხველი არ დამეღალა ჩემი ამბის თხრობით.

 

ყველას, განსაკუთრებით livepress-ის მკითხველებს ვუხდი მადლობას, ყველანი ძალიან მიყვარხართ და წარმატებებს გისურვბთ ცხოვრებაში.

 

ლაივპრეს წარმატებებს ვუსურვებ...

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საბჭოთა რეპრესიები
ვიდეო
თხილი ხარისხით ფასდება [ვიდეო]
სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.
27 წლის თვითნასწავლი ოსტატი ურთიდან [ვიდეო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში
კოსმოსში გაფრენაზე მეოცნებე პლანეტების მოყვარული 9 წლის ბიჭი [ვიდეო]
კოსმოსი, პლანეტები, გალაქტიკა, უჩვეულო ღრუბელი
ვლაქერნობა ზუგდიდში [ვიდეო]
ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა ზუგდიდში ტრადიციულად მსვლელობით დაიწყო.
ფოტო
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მესტიელი გიდი ტურისტებს ქორულდის ტბებზე ეპატიჟება [ფოტო]
სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის „გაატარე ზაფხული
იდლიანი - სოფელი სვანეთში [ფოტო]
იდლიანი 150-კომლიანი თემია მესტიის მუნიციპალიტეტში.
გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტების ემოციები [ფოტო]
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეიდან დაიწყო.
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.