ცოცხალი ისტორიები
ნინო გოგინავა - ქალაქ ზუგდიდის N 1 საჯარო სკოლის დირექტორი
FaceBook Twitter
E-mail Print

 

...

 


ალიონზე მზე უკვე იმედიანად ანათებდა, ვინებივრე მონატრებული მზის ლამურით და ნაფერები ბავშვივით გავუღიმე ოჯახს.

 

მეუღლე და ვაჟიშვილი მონასტერში ავიდნენ, მარტო დავრჩი, ვუსმენ გალობა და ქადაგებას, ვუყურებ კადრებს სამებიდან, მიხარია ხალხის სიმრავლე, მე კი სახლში ვარ... „დაღლილი ზარმაცი“ „უმადური მადლიანი...“

 

დიანამ დამირეკა, ლაშა გახარიას ლექსებს კითხულობდა თურმე უკვე მერამდენედ, მეც წამიკითხა... ბოლოს გამაფრთხილა ჭას თავი გადახადეო.

 

სამზარეულოში თავის გამოდებას ეზოში ბორიალი ვამჯობინე, ოჯახმაც შემინდო. დიანას წაკითხული ფრაზები მახსენდება... „რამ შემქმნა ადამიანად რად არ მოველო წვიმადა...“ „რად არ მოველო თოვლადა...“

 

ლამაზი დღეა, ჩუმი, მზიანი... თბილი...

 

დღე იყო უჩვეულო

 

მადლიანი ნათლისღების დღე

 

...


მაღვიძარამ დარეკა, არადა კიდევ ხუთი წუთი, მხოლოდ ხუთი წუთი... ამ არადეგებზე დილით ცოტა ვუმატე წაძინებას და კიდევ ხუთი წუთი სრულ ნეტარებად მეჩვენება.

 

მზის სხივებში გახვეული დამხვდა სკოლა, არის რაღაც დიდებული ამ შენობაში, დგას დედოფალივით და დიდი გულით ელოდება ყველას.

 

მე-12 კლასელებს შევხვდი, ვისაუბრეთ, დავმოძღვრე - აბა თქვენ იცით, როგორ დაამთავრებთმეთქი სკოლას, - ყველას ერთი სული აქვთ, როდის დაამთავრებენ მას, არადა ვიცი რომ უსაშველოდ მოენატრებათ,  მერე უფრო მიხვდებიან რა ძალუმად შეყვარებიათ და რა ძვირფასს - ბავშვობას ჩააბარებენ სკოლას, ცხოვრების გზაზე ბევრი გამოცდა ელით... ღმერთო, კეთილად მომყოფე ისინი.

 

დღეს სხვაგვარი შემართებით გამოირჩევიან პედაგოგები, ყოველთვის დაუღალავდ მუშაობენ, გულწრფელები ძალიან უყვართ მოსწავლეებს, დღე მეც მანებივრებენ, კანფეტებით მივსებენ მუჭს და ვაი ჩემო დაკლებულო კილოგრამებო, დაგიდგათ აღდგენის პერსპექტივა.

 

კოლექტივთან ერთად დავგეგმე კვირის გეგმა, საინტერესო და კარგი პირი უჩანს...

 

დღემ მშვიდად ჩაიარა, რამდენიმე მშობელი მივიღე, მადლიერება გამოხატეს, ერთმა აღტაცებით მითხრა ჩემი შვილიშვილი თქვენზე ამბობს ჯიგარი ქალიაო, გაღიმება მოვახერხე და მადლობა მოვუხადე.

 

საღამოს გოჩამ დამირეკა, მეორე დღეა თბილისშია, როგორც ჩვევია ისე გამომაჯავრა და მალე ჩამოსვლას დამპირდა, არადა ვიცი მე მისი მალე რამდენიმე დღეს რომ დაითვლის...

 

...


ხუთი წუთის მაცდური გამოწვევა ამ დილითაც არ მანებებს თავს.

 

დღეს რამდენიმე კლასის დამრიგებელს კრება აქვს, ვღელავ და პასუხისმგებლობას ვგრძნობ, მათ უნდა შევხვდე.

 

მოსწავლეები მიღიმიან და მესალმებიან, გაკვეთილი ჩავატარე, საინტერერსოდ შედგა, ბავშვებს მოეწონათ...

 

ძველებურ შავ პალტოში გამოწყობილი მესტუმრა ერთი დიდებული ყოფილი პედაგოგი ლუდუკ იზორია, სუფთად გახამებული და გაპიწკინებული თეთრი პერანგი მოუჩანდა პალტოდან, სიცივისგან ხელები წამოყინვოდა, შვილიშვილისშვილს მოაკითხა, შენს უნახავად არ მინდოდაო წასვლა მითხრა და მოწიწებით შოკოლადის ორი კანფეტი გადმომცა, ჩემი ბიძის ვახტანგ კუკავას ამბები გამომკითხა, ხომ იცი ჩემი მოსწავლე იყო და დღემდე აღტაცებული ვარო, მომიწონა სკოლის მდგომარეობა, დამემშვიდობა და წავიდა. არ არის კარგი სიბერე, ულმობელია, მის თვალებში ოდნავი შიში გამოკრთოდა, შემომციცინებდა, აფასებდა ჩემს მისდამი დამოკიდებულებას...

 

ძალიან ძვირფასი ხართ, ბატონო ლუდუკ, ყოველთვის გამიხარდება თქვენი ნახვა.

 

დატვირთული დღე გვქონდა, ბევრი რამე გავაკეთეთ...

 

მარიკა და ირმა მიმსუბუქებენ ყოფას, მშობლებს შევხვდი, ერთ ოჯახად ვყალიბდებით და მახარებს. უსათუოდ ყველაფერი კარგად იქნება, დღეს თურმე ჩახუტების დღე ყოფილა, ბევრმა გულწრფელად ჩამიხუტა...

 

გოჩა ისევ თბილისშია, წავიდა, „დამტია მარტო“

 

...


დილა ოდნა მოქუფრულია, ამინდი იცვლება... მოსწავლეები მხიარულად მხვდებიან - ეტყობათ ამ არდადეგებზე კარგათ მონატრებიათ სკოლა.

 

სასწრაფო საქმეები დროულად მოვილიე.

 

კახამ დამირეკა, გახარებული იყო, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქმე სასიკეთოდ გადაწყდა, მასაც დიდი წვლილი მიუძღვის ამაში.

 

სკოლის კედელი, რომელიც პირდაპირ ტროტუარზეა ამოყვანილი სულ წელიწადია ახლად გადაიღება, არადა ვიღაც „საქმიანმა“ პირდაპირ კედელზე მიახატა თავისი უკიდურესი უნიჭობის შედევრი, მოსწავლეებიც თხაპნიან ალბათ, ადვილად იმეტებენ... სასწრაფოდ მოვიწვიე სკოლის თვითმმართველობის პრეზიდენტი, რაღაცეებზე მოველაპარაკე.

 

მე და მათემ ამ საღამოს ბევრი ვისაუბრეთ, ჩემს ვაჟიშვილს ვუყვებოდი წარსულის დღეებზე, მომავლის მოლოდინებზე, რატომღაც ბებია გავიხსენე, ბევრიც ვიცინეთ და ბევრიც ვიტირეთ, რა კარგია რომ კომპიუტერი გავიტანეთ სახლიდან, ისევ ვიპოვნეთ ერთმანეთი...

 

...


სკოლაში მივიჩქარი, ბევრი საქმეა... მტკაველ-მტკაველ მოვიარე ეზო, ისეთი დაწკრიალებულია გულს ახარებს, ასწლოვანი ხეები უხუცესთა საბჭოს ჰგავს, მზრუნველად გადაჰყურებენ მთელ ეზოს...

 

ამ დილით ისევ გაჩნდა ახალი წარწერა სკოლის კედელზე მოსწავლის „ნამუშევარს არ ჰგავს“, ვიცი რაც უნდა გავაკეთო, იმედია შედეგს გამოიღებს.

 

მშვიდობით გავაცილეთ მოსწავლეები.

 

წერილები დავამზადე და დავგზავნე, მე და მარიკამ დოკუმენტები მოვაწესრიგეთ.

 

დამლაგებლებს შევხვდი, გამრჯე ქალები არიან, მივეცი რამდენიმე მითითება და თბილად დავშორდით.

 

ელგუჯა თავის ამპლუაშია, მასხრობს და გვაცინებს...

 

გოჩა ისევ თბილისშია...

 

მე და მათემ ისევ ბევრი ვისაუბრეთ ჭკვიანი ბიჭია და მიხარია, კარგი ადამიანია.

 

...


გათენდა განცხრომის დილა, შაბათია...

 

მეგობრები ენაცვლებიან ერთმანეთს, ია, ინეზა, ნათია, ლალი, ნინო, თეა არ შემხმიანებია, მარინა მოვიკიითხე, როგორც ყოველთვის მშვიდადაა და ძლიერად, ჭკვიანი ქალია, მადლიანი, უღალატო...

 

რთული კვირა იყო, ბევრჯერ შემომაწვა დარდი... სესილი მიხალისებს სიცოცხლეს, გამოცდები წარმატებით ჩააბარა, რა ბედნიერი ვარ რომ ის მყავს.

 

მე და მათემ ვახშამი ერთად მოვამზადეთ.

 

ლამის შემომათენდა, როგორც იქნა დავასრულე კიდევ ერთი არაჩვეულებრივი წიგნი.

 

...


მთელი დღე დედასთან გავატარე, დავდიოდი მეზობლებში, ვჭორაობდი, მივირთმევდი ყავას და ვუყურებდი ტელევიზორს, კარგია დედასთან, ბედნიერი ვარ, რაღაც სიმძიმისგან მათავისუფლებს, ზრუნავს, არადა ხვალ ისევ უნდა შევუდგე ამ სიმძიმეს. მახსენდება და ჩემთვის ვამბობ „რამ შემქნა ადამიანად, რატომ არ მოველ წვიმადა“ მეღიმება და ბაგეებს თავისთავად დასწყდებათ „რამ გათქმევინა, მაშვრალო: რად არ მოვედო წვიმადა... ამ ხელად არდით გამშრალო, რა ჩამოგშლიდა მძივადა; ღირდა კი წუთისოფელი, შენ რო ინატრე, იმადა?!“

 

ზუგდიდი ისევ გაეხვია ღამის სიბნელეში.

 

ხვალ ალბათ უკეთესი დღე გათენდება

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ვიდეო
ჰოლანდიური ნესვის სათბური ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ ცაიშში 65 წლის გენო ასათიანს ნესვი მოჰყავს.
ზუგდიდის „საარჩევნო ტურიზმის“ მადლი [ვიდეო]
არჩევნები დასრულდა და ქალაქი ნელ-ნელა უბრუნდება ჩვეულ რიტმს.
დამკვირვებელი ქალი, რომელიც არჩევნებმა პოპულარული გახადა [ვიდეო]
63 წლის ქეთევან სორდია ზუგდიდის სოფელ კახათში ცხოვრობს.
ცირკი ცხოველების გარეშე - აქცია ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდში ცირკის ცხოველების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.
არის თუ არა შრომითი უფლებები დაცული - გამოკითხვა
1 მაისი მშრომელთა საერთაშორისო დღეა.
ფოტო
ქვეყნის დამოუკიდებლობის 101-ე წლისთავი ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდელები საქართველოს დამოუკიდებლობის 101-ე წლისთავს აღნიშნავენ.
ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩებში საცობებია [ფოტო]
ზუგდიდის ბულვართან ცენტარლური გზების ჩაკეტვამ ქალაქში
ქვეითთა შეზღუდული უფლებები ზუგდიდში [ფოტო]
ქვეითთა უფლებები ზუგდიდში ხშირად ირღვევა.
პროტესტი ვენეციის კომისიის სახელით [ფოტო]
უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ
ქვეითთა წაშლილი გადასასვლელები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრში, საავტომობილო გზებზე ქვეითთა გადასასვლელები
მზარეულის მაგიდა
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
ფარჯიანების კუბდარი [ვიდეო/ფოტო]
კუბდარი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სვანური კერძია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.