ცოცხალი ისტორიები
ლაშა თოდუა - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი
FaceBook Twitter
E-mail Print

 

...

 


ვიდრე „ცოცხალი ისტორიების“ წარმოებას დავიწყებდე, მინდა მადლობა გადავუხადო livepress შესაძლებლობა, რომ მომცა წარმომეჩიმა ჩემი ცხოვრების ნაწილი.

 

დილა, როგორც ყოველთვის ადრე იწყება, კვირის დასაწყისია, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ყოველ დილით სახლდან დედა მაცილებს, რომელიც ერთგვარ ტრადიციად ჩამოყალიბდა წლების განმავლობაში. დღე პოლიტიკურად დატვრთული იქნება. დილიდანვე გამგეობის სხვადასხვა სამსახურებში ვარკვევ თუ რა ვადებში განხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები ჩემ სოფელში.

 

15:00 საათზე საკრებულოს იურიდიულ კომისიის სხდომაა. მე ამ კომისიის წევრი ვარ და სხდომას აუცილებლად დავესწრები. სხვათაშორის საკრებულოს არცერთი სხდომა არ მაქვს გაცდენილი :). ყოველთვის ვცდილობ წარმოვაჩინო ჩემი სოფლის პრობლემები და წვლილი შევიტანო მათ მოგვარებაში.

 

კომისიის სხდომის შემდეგ ვინაცვლებ რესპუბლიკური პარტიის ოფისში, რომელიც ჩემი ცხოვრების ნაწილს წარმოადგენს. სადაც ყველაზე კარგად ვგრძნობ თავს. ოფისში ახალგაზრდა რესპუბლიკელები დამხვდნენ. ისინი ძალიან ნიჭიერები და მოტივრებულები არიან. მათთან ურთიერთობა მახარებს.

 

...


დილიდანვე ვატყობ,რომ ეს დღე ნაკლებად საქმიან გარემოში ჩაივლის. სოფელში დავრჩი. ღვაწლმოსილი და ხანდაზმული ქალბატონის გასვენება იყო. უამრავ ნაცნობ თუ უცნობ ადამიანს შევხვდი. მოგეხსენებათ ჩვენი საზოგადოების პოლიტიზირებულობის ხარისხი ძალიან მაღალია, ამიტომაც საკმაოდ საინტერესო მოსაზრებები და მსჯელობები მოვისმინე მიმდინარე პოლტიკურ პროცესებზე.

 

...


ტრადიციისამებრ დილა ადრე იწყება. დღე დატვრთულ იქნება. 13:00 სთ-ზე დანიშნულია საკრებულოს რიგგარეშე სხდომა. ყოველთვის ვცდილობ საქმეს მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოვეკიდო, პასუხისმგებლობის გრძნობას მიმძაფრებს ის ფაქტიც რომ მე ვარ საკრებულოს ყველაზე ახალგაზრდა წევრი :), რაც დამატებითი მოტივაციის მომცემია ჩემთვის.

 

სხდომაზე განვიხილეთ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სოფლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების განხილვა. მთელი ჩემი ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ ნარაზენში პირველ რიგში მოხდეს ცენტრალური და შიდა გზების რეაბილიტაცია და შანსს არ ვუშვებ ხელიდან, რომ დავაყენო აღნისნული საკითხი როგორც საკრებულოში ასევე სხვა უფლებამოსილ პირებთან.

 

...


დილა, როგორც ყოველთვის ადრე იწყება. დღის განმავლობაში რამე მნიშვნელოვანი არ მაქ დაგეგმილი. ქალაქისკენ მიუყვები გზას ძმასთან ერთად. ჩემს ცხოვრებაში ძმას ძალიან დიდი ადგილი უკავია. ეს არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდით დგას, ჩემთან ერთად იბრძვის, ამასთანავე არის ჩემი დიდი თანამოაზრე. მოკლედ რომ ვთქვა ეს ადამიანი არის ძმა, მეგობარი და თანამებრძოლი.

 

...


ისევ და ისევ გზა ქალაქისკენ. გზა, რომელსაც წლებია გავდივარ ყოველდღიურად. ჩემი სოფელი რომელიც ძალიან მიყვარს და რომელსაც უსაზღვრო პატივს ვცემ იმსახურებს ყველაფერ საუკეთესოს, აქ ცხოვრობს განსაკუთრებული ხალხი, რომლებიც გამორჩეულები იყვნენ თავიანთი ცხოვრების წესითა და სტილით. უკვე ნახევარი წელი გავიდა მას შემდეგ რაც ჩემი საქმიანობა ჩემს სოფელს დავუკავშირე. როცა ვსაუბრობ ჩემს სოფელზე შეიძლება ვინმემ  იფიქროს რომ ვარ სუბიექტური. მაგრამ სიმართლეა ის რასაც ვამბობ.

 

...


დღევანდელი დღე იყო ჩემთვის დღე, რომლის მსგავსიც არასდროს მქონია. ემოცია, მღელვარება, აგრესია, პროტესტი, განცდები, რომელიც თანაბრად სუფევდა აქციის მონაწილეებში. ყოველივე ამას ჰქონდა თავისი ობიექტური საფუძვლები, მაგრამ ფორმები შეიძლებოდა უფრო დახვეწილი  ყოფილიყო.

 

ჩემთვის განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო სამართალდამცავთა მოქმედება. პოლიცია ბარიერად იყო აღმართული ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის და მათ ერთმანეთთან დაპრისპირების საშუალებას არ აძლევდა. თუ წინა წლებში სამართალდამცავები გვევლინებოდნენ მხარედ, ამ შემთხვევაში ისინი იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე და ქვეყნის სამსახურში. რაც აშკარა პროგრესს წარმოადგენს.

 

...


მას შემდეგ, რაც საკრებულოს წევრი ვარ, კვირის დღეები არ მაქვს დაყოფილი სამუშაო და დასვენების დღეებად. ყოველი დღე არის დატვირთული, იქნება ეს საკრებულოს სხდომები, მოსახლეობასთან შეხვედრა თუ სხვადასხვა პოლიტიკური აქტივობები. ეს კვირაც არ არის ამ მხრივ გამონაკლისი. დღევანდელ დღეს რესპუბლიკური პარტიის ოფისში ვატარებ მეგობრებთან ერთად. ვმსჯელობთ ვკამათობთ ვაანალიზებთ განვლილ კვირას. ასე  გრძელდება დღის ბოლომდე.

 

ეს იყო მთელი ჩემი ერთი კვირა. არ ვიცი რამდენად საინტერესო იქნება ეს მკითველისთვის. შევეცადე ლაკონურად ჩამომეყალიბებინა მთელი კვირის  მანძილზე განვითარებული მოვლენები. მადლობა livepress ამ შესაძლებლობისთვის. ვუსურვებ წარმატებებს და მკითხველთა სიმრავლეს

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საბჭოთა რეპრესიები
ვიდეო
თხილი ხარისხით ფასდება [ვიდეო]
სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.
27 წლის თვითნასწავლი ოსტატი ურთიდან [ვიდეო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში
კოსმოსში გაფრენაზე მეოცნებე პლანეტების მოყვარული 9 წლის ბიჭი [ვიდეო]
კოსმოსი, პლანეტები, გალაქტიკა, უჩვეულო ღრუბელი
ვლაქერნობა ზუგდიდში [ვიდეო]
ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა ზუგდიდში ტრადიციულად მსვლელობით დაიწყო.
ფოტო
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მესტიელი გიდი ტურისტებს ქორულდის ტბებზე ეპატიჟება [ფოტო]
სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის „გაატარე ზაფხული
იდლიანი - სოფელი სვანეთში [ფოტო]
იდლიანი 150-კომლიანი თემია მესტიის მუნიციპალიტეტში.
გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტების ემოციები [ფოტო]
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეიდან დაიწყო.
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.