ცოცხალი ისტორიები
ალექსანდრე (საშკა) მოლაშხია - ზუგდიდის ფოსტის გენერალური ინსპექციის ინსპექტორი
FaceBook Twitter
E-mail Print

 

...

 


დილით ჩვეულებისამებრ ჩემი შვილი ლაზარე მაღვიძებს. ჯერ ცხვირზე მეპოტინება, მერე თავის პატარა კოტიტა თითებით თვალი გუგებს მიფართოებს. დილის ექვს საათზე ლაზარე წინა დღეს, ბაღში მომხდარი ამბების შესახებ და მის მიერ ჩადენილი საოცარი გმირობის მოყოლას იწყებს.

 

ცხრა საათზე ბაღის კარებთან გასამხნევებელი ჩახუტების შემდეგ, პირობას მართმევს, რომ მე გამოუვლი და სახლში წავიყვან.

 

სამსახურში პირველი მივდივარ. ჯერ ფოსტას ვამოწმებ, სტატიებს ვკითხულობ. დღის გეგმაში ცვლილებები შემაქვს. თანდათან მოდიან თანამშრომლები. ორშაბათი საოცარი დღეა. თანამშრომლებს დასვენების დღეებისაგან მიღებული სიამოვნება ჯერ კიდევ ეტყობათ, თუმცა წუწუნი, რომ ერთი დღე დასვენებისთვის საკმარისი არ არის, ორშაბათიდანვე იწყება. 11 საათისთვის მანქანაში ვჯდები და ჯიხურების შემოვლას ვიწყებ. დღეს ზუგდიდი უნდა შემოვიარო. მიხარია, როცა ჯიხურში მომუშავეები კეთილსინდისიერად ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას. არ მიხდება ჯარიმების გამოწერა მათთვის. დღესაც ყველა ჯიხურის შემოვლის შემდეგ ყველაფერი წესრიგშია და სასიამოვნოდ დაღლილი სასმახურში ვბრუნდები. ფოსტის კარებთან ჩოჩქოლია. თანამშრომლებისთვის განკუთვნილ ავტოსადგომზე ისევ ვიღაცამ გააჩერა ავტომანქანა და თანამშრომელს ფოსტის კუთვნილი ავტომანქანა ვერ შემოყავს. მძღოლს მშვიდად ვანიშნებ წარწერაზე და ვუხსნი, რომ აქ მხოლოდ საქართველოს ფოსტის კუთვნილ ავტომობილებს შეუძლიათ გაჩერება. გაბრაზებული გაყავს ავტომობილი.

 

დღევანდელ ანგარიშებს თბილისში ვაგზავნი.

 

სახლში გვიან ვბრუნდები. ლაზარეს ძინავს. ჩემს ლოდინში ჩაეძინა. მითხრეს რომ გაბრაზებულია ჩემზე, რადგან ვერ მოვახერე და ვერ გამოუარე. ლაზარეს გვერდით ვწვები და ღმერთს მადლობას ვწირავ დღევანდელი დღისთვის.

 

...


დღეს სამშაბათია. სვანეთში მაქვს შემოვლა. ინტერნეტში ამინდის პროგნოზს შევხედე. სვანეთში თოვს. საქართველოს ფოსტის საქმეების მოგვარების შემდეგ, ახლობელ ოჯახს ვსტუმრობ. ოჯახის უფროსი უკმაყოფილოა სვანეთში მიმდინარე პოლიტკური პროცესების გამო და უამრავ შეკითხვას მისვამს, რომლებზეც მე არ შემიძლია პასუხის გაცემა. მასპინძელი სახელდახელოდ მიფუთავს კუბდარს თანამშრომლებისთვის.

 

სამუშაო დღის ბოლოს საქართველოს ფოსტაში ყველა თანამშრომელი ვიკრიბებით. გემრიელად მივირთმევთ გაცხელებულ კუბდარს და ვლოცავთ მის გამომგზავნელს.

 

...


დლით ლაზარე მწიწკნის თმებზე. სუფთა ფურცლი და კალმისტარი უჭირავს და ვიწყებთ დასაპატიჟებელისტუმრების სიის შედგენას. 4 თებერვალი ჩემთვის განსაკუთრებული დღეა. ზუსტად ოთხი წლის წინ უფალმა ლაზარე მაჩუქა. სამსახურშიც უჩვეული ფაციფუცი დამხვდა. დღეს მეც ვერ მოვახერხე სამსახურში მთლიანად მობლიზირება და გარკვეული საკითხები ხვალისთვის გადავდე.

 

სახლში დიდი ჟრიამულია. ლაზარეს საყვარელი ადამიანი ობობაც დამხვდა და ჯამბაზებიც.

 

ეს დღე ლაზარესთვისაც და ჩემთვისაც დაუვიწყარი იქნება. მადლობა უფალს, რომ ასეთი კარგი ხალხი არის ჩემს გვერდით, რომლებიც ჩემთან ერთად იზიარებენ სიხარულს.

 

...


ხუთშაბათს დილით სამსახურში თათბირი გვაქვს. თანამშრომლებს საქართველოს ფოსტის ახალი მომსახურეობის შესახებ ინფორმაციას ვუზიარებ. საქართველოს ფოსტას დაემატა საჰაერო სწრაფი გზავნილები. ყველას გვიხარია, რომ საქართველოს ფოსტა, ისევე როგორც საქართველოს მაშტაბით, ასევე ზუგდიდშიც, სხვა კონკურენტებთან შედარებით არის ყველაზე სანდო და ფართო ქსელი საქართველოში. ჩვენ ჩვენი წილიც შეგვაქვს ამ ნიშის დამკვიდრებაში.

 

...


პარასკევს დილით თბილისში შევხვდი. ნაყოფიერი 6 სააათიანი ტრეინინგის შემდეგ, რომელიც საქართველოს ფოსტის მომსახურეობის გაუმჯობესებას ეხებოდა და ისევ დამღლელი 4 საათიანი გზის გამოვლა მომიწია უკან.

 

სოფელ ჭითაწყარის შემოსასვლელთან თანამშრომელს მანქანა გავაჩერებინე. სიგარეტს მოუკიდე და ჩემი ქალაქის ჰაერი ხარბად ჩავისუნთქე.

 

- არა, ზუგდიდი ჩემი ქალაქია!

 

ჩემთვის საყვარელი და ყველაზე ღირებული, ყველა ეროვნებით, ყველა აღმსარებლობით და პოლიტკური შეხედულების მქონე ადამიანებით.

 

...


შაბათს ჩვეულებრივ ვიკრიბებით საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ ოფისში, რომლის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი მე გახლავართ. „დაიცავი საქართველო“ ერთ-ერთი აქტიური მოძრაობაა, რომელიც ვერ ეგუება ქვეყანაში გამეფებულ უსამართლობას და თავის რიგებში ითვლის  უსამართლობის წინააღმდეგ აქტიურ მებრძოლებს. ამ ორგანიზაციის წევრებთან ერთად საქართველოს არაერთ რეგიონში მიმიღია მონაწილეობა მშვიდობიან კამპანიაში. არაერთხელ მიგემია დაუმსახურებელი სასჯელი, მაგრამ მიუხედავად ამისა, არც დავნებებულვარ არასოდეს და არ დამიხევია უკან, რადგან მქონდა მიზანი - დავდგომოდი ჩემს ქვეყანას და ჩემს მეგობრებს, სადაც ამის საჭიროება იყო. საპასუხისმგებლო საქმე მაკისრია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვემსახურები ჩემს თანაქალაქელებს და ვაფიქსირებ ყოველთვის სწორ პოზიციას. დღესაც ხანგრძლივი დისკუსიის და მსჯელობის შემდეგ საბოლოო დასკვნამდე ვერ მივედით. საბოლოოდ ვერ შევჯერდით, ვის უნდა ვენდოთ. ვინ არის პორტირებული დღეს „ქართულ ოცნებაში“ „ნაციონალური მოძრაობიდან“. მოკლედ, ერთი კარგი კაცის თქმისა არ იყოს, გასარკვევი გვაქვს ვისი ვიოლინო ვის როიალშია.

 

...


ლაზარემ როგორც ყოველთვის 6 საათზე გამაღვიძა. 8 საათამდე იტიტინა და ჩაეძინა.

 

დღეს კვირაა და მეც ლაზარესთან ერთდ ლაზარეს გრაფიკით ვცხოვრობ. სამ საათზე მეგობრები მესტუმრნენ და ჩაციებულ ლუდთან ერთად ესპანეთის ჩემპიონატის მატჩს ჩაუჯექით.

 

11-მდე ვუყურეთ.

 

მეგობრების დაშლის შემდეგ დღიურს გადავხედე. ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით გადავიკითხე.

 

გადაწყვეტილია, უნდა ვწერო ცოცხალი ისტორიები. ბევრ კარგ მოგონებას ინახავს.

 

Livepress.ge-ის მინდა მადლობა გადაუხადო ამ ინიციატივისთვის.

 

მადლობას ვუხდი ასევე სწრაფი და ობიექტური მუშაობისთვის და ვუსურვებ წარმატებებს. მინდა იცოდეთ, რომ ჩემი სამუშაო კომპიუტერის მთავარ გვერდზე სულ Livepress.ge-ის გვერდია გახსნილი.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ვიდეო
ჰოლანდიური ნესვის სათბური ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ ცაიშში 65 წლის გენო ასათიანს ნესვი მოჰყავს.
ზუგდიდის „საარჩევნო ტურიზმის“ მადლი [ვიდეო]
არჩევნები დასრულდა და ქალაქი ნელ-ნელა უბრუნდება ჩვეულ რიტმს.
დამკვირვებელი ქალი, რომელიც არჩევნებმა პოპულარული გახადა [ვიდეო]
63 წლის ქეთევან სორდია ზუგდიდის სოფელ კახათში ცხოვრობს.
ცირკი ცხოველების გარეშე - აქცია ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდში ცირკის ცხოველების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.
არის თუ არა შრომითი უფლებები დაცული - გამოკითხვა
1 მაისი მშრომელთა საერთაშორისო დღეა.
ფოტო
ქვეყნის დამოუკიდებლობის 101-ე წლისთავი ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდელები საქართველოს დამოუკიდებლობის 101-ე წლისთავს აღნიშნავენ.
ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩებში საცობებია [ფოტო]
ზუგდიდის ბულვართან ცენტარლური გზების ჩაკეტვამ ქალაქში
ქვეითთა შეზღუდული უფლებები ზუგდიდში [ფოტო]
ქვეითთა უფლებები ზუგდიდში ხშირად ირღვევა.
პროტესტი ვენეციის კომისიის სახელით [ფოტო]
უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ
ქვეითთა წაშლილი გადასასვლელები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრში, საავტომობილო გზებზე ქვეითთა გადასასვლელები
მზარეულის მაგიდა
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
ფარჯიანების კუბდარი [ვიდეო/ფოტო]
კუბდარი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სვანური კერძია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.