ცოცხალი ისტორიები
გურამ (ცაცა) შელია - „თავისუფალი საქართველოს“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე
FaceBook Twitter
E-mail Print

 

...


დილას გავიღვიძე 07:00 საათზე. „ფეისბუკზე“ დამხვდა ე. კვირკვიას მიერ გამოგზავნილი სურათები ვალენსიაში, მანოლოს ბარში გადაღებული. ის ცხრა მუნდიალზე იყო თავისი ბარაბანით. მსოფლიო ფეხბურთის #1 ფანად იცნობენ. გულშემატკივრობს ვალენსიას და ესპანეთის ნაკრებს.

 

11:00 საათისთვის გავედი ე.წ. ბირჟასთან, შევხვდი მეგობრებს, ვისაუბრეთ. მერე გავმართე საქმიანი შეხვედრები. შევათვალიერე „პსპ-ს“ და „ავერსის“ აფთიაქები, სადაც 18.02.15 წ აქცია უნდა გავმართოთ. ფასები უნდა დავაკლებინოთ. შევესწარი ავტოავარიას. საბედნიეროდ მსხვერპლი არ იყო. ღამით შვილიშვილმა ნიამ გამართო. ოღონდ ეგ არის, ბავშვს ნოუთბუქი, ტელევიზორი „ტომი ჯერიზე“ აქვს ჩართული.

 

ბოლოს 01:00 საათზე მოვუსმინე მეგრელ ბარდს თემურ ცაგურიას, რომელიც აშშ-შია. ბაი ბაი!

 

...


დილის 08:00 საათზე ავდექი. მერე დავწერე სტატუსი - „ბანკირები, ბანდიტები, რაჟა სარჩიმელია ვინტოვკით ძარცვავდა, ესენი კი საწერკალმით. 12 საათზე დავესწარი ფეხბურთის ფანების შეხვედრას ს/კ ზუგდიდის შეფობასთან. მქონდა შეხვედრა სოფლის მეურნეობის მუშაკებთან, საღამოს კი გავიგე, რომ 7 ფეხბურთელი კომისარიატს უნდა ჯარში წაიყვანოს. ეს ფეხბურთელები ძლივს მოიყვანეს გუნდის გასაძლიერებლად. ზუგდიდში არავითარი სანახაობა არ არის ფეხბურთის გარდა. ეს არის ფეხბურთის არცოდნა. გვიან ვუყურე ლიგა ჩემპიონატს. „შახტარმა“ არ წააგო, ბრავო! დავგეგმე კომისარიატთან ფანების შეხვედრა.

 

1941-45 წლებში ომის დროს ჯარში ფეხბურთელები არ მიჰყავდათ. ბერიას ბრძანება იყო. ბერია ამბობდა, ომს მოვიგებთ, მერე მე ფეხბურთელები სად ვიპოვოო. ამათ რა სჭირთ?

 

...


9 საათზე გავემართე კომისართან, ფეხბურთელის გაწვევასთან დაკავშირებით. გია მანჯგალაძემ ყველაფერი გააკეთა ს/კ ზუგდიდის საკეთილდღეოდ. 12:00 საათზე ჩავატარე აქცია „პსპ-სთან“ წამლების ფასების მომატებასთან დაკავშირებით. ზუსტად 13:00 საათზე მირეკავს ოთო ჭითანავა თბილისიდან, უთოც რომ ჩართო, იქაც შენი ხმა ისმისო. ეს თქვა და გამახსენდა 2001 წ. მე და ოთო მოვდივართ თბილისიდან. ქუთაისში გვაჩერებს ინსპექტორი. ოთო აწვდის საბუთს მანქანის, პრავას. ინსპექტორს ფული უნდა. სულ კიდია შენი ქსივა - გადმოდი შენ ერთი მანქანიდანო. გადმოდის ოთო მანქანიდან. მას ჯინსები აცვია, კეტები და მაისური, მოკლედ ჟულიკს გავს. ინსპექტორმა ჩაცმულობა რომ ნახა, ტონს აუწია, - სად მუშაობ შენო? ოთომ მიაწოდა სამსახურის საბუთი. აწერია პრეზიდენტის კანცელარია. გაშალა და წერია პრეზიდენტის მრჩეველი. უყურა, უყურა ინსპექტორმა და წადი შენ ბიძიკოო, მარა იმას თუ შენი რჩევა სჭირდება, იმის დედაც მ......ნ მეო. სიცილ-სიცილით წამოვედით!

 

საღამოს ვუყურე ჩემპიონთა ლიგას, „რეალის“ თამაშს.

 

...


ვდგები ადრე. ვათვალიერებ ჟურნალ-გაზეთებს. 11 საათზე სოფლის პროგრამების განხილვაზე მივდივართ. ლ. დოჩია, დ. გუგუჩია, მე და კიდევ სხვები. შეხვედრა დაიწყო 12 საათზე „აბაშაცენტრში“ და გაგრძელდა 3 საათი. ოთხ საათზე მივდივარ მანქანის მოხელესთან, რომელმაც მანქანის წაყვანა 20 თებერვლამდე გადამიდო. გზაზე, აბაშაში რომ მივდიოდით, გავიხსენე ფეხბურთის თამაში რუსეთის გოსდუმის წინააღმდეგ. ჩვენ, მაშინ პარლამენტმა მოვიგეთ 4:2. მერე იყო სუფრა კრწანისში, შევარდნაძის რეზიდენციაში. თამადაა ზურაბ ჟვანია. შუა სუფრაზე ზურაბი მეძახის, მოუსმინე, ხაბაროვსკის მაჟორიტარი დეპუტატი ამბობს სადღერგრძელოს, მგონი მეგრულად გვადღეგრძელებსო. ამ რუს დეპუტატს უთქვია, ქართულად გადღერგრძელებთო და დაიწყო მეგრულად. 12 წელი ჯვარში მუშაობდა თურმე ენგურჰესის მშენებლობაზე. მეგრული რეჩი მიარტყა ბოლომდე სუფთად. ენგურჰესის მშენებლობაზე სხვადასხვა ეროვნების 30 ათასი კაცი მუშაობდა. პარტკომი იყო ოთარ ( სპილო) ჭითანავა. ერთ პარტიულ კრებაზე სპილომ მიიწვია ქალაქკომის პირველი მდივანი კვარაცხელია, რომელსაც სპილო არ ევასებოდა. კრება გაიხსნა. პირველი სიტყვა რა თქმა უნდა ოთარმა თქვა და მერე ტრიბუნასთან მიიწვია შემდეგი გამომსვლელები, ლეონიდ ბრეჟნევი. ( 30 000 კაცში ნებისმიერი გვარ-სახელის ადამიანს მოძებნიდი). მოემზადება ანასტას მიქოიანი. მიქოიანი რომ გამოდიოდა, გამოაცხადა - მოემზადება ლ. ბერია ( ლენგო ბერია. მილიციის პარტკომი). როცა ბერია გამოდიოდა, სპილომ თქვა, მოემზადება ლაზარ კაგანოვიჩიო. ამ დროს პირველი მდივანი ეუბნება სპილოს, არ მითხრა ეხლა სტალინი გამო აქ, თორემ შენ მოგ...ვ კარგის ტ....სო და წასულა. მანქანაში სიცილით კვდებოდა თურმე და უთქვამს, ეს ოთარი რა კაცი ყოფილა, ეს სცენარი რამ მოაფიქრებინაო. ასე გადარჩა სპილო სამსახურიდან გათავისუფლებას.

 

გვიან ვუყურე უეფას თამაშებს და 24 საათზე დავწექი. თან სახლში მარტო ვარ. ძაღლთან, ბლექისთან ერთად. 1 წლის ლაიკაა.

 

...


წვიმს სასტიკად. მაინც წავედი ფეხით ბირჟის მიმართულებით. სიახლეები იქ იციან ყველაფერი. მიმიქარავს კუდი-ს, სუსი-ს ინფორმაციები. შემდგომ მივდივარ კოსტავას ქუჩაზე მდებარე ბაზრობაზე. ვიღებ მანქანის ნაწილს და მივდივარ კომბინატში. გამომყავს ჩემი მანქანა. ამის მერე ეს წვიმა იქნება თუ არა, სულ არ მაინტერესებს. სახლში მისვლის მერე „ფეისბუკზე“ ვნახე ჩემი შვილიშვილი გეგა, რომელიც დაბადებულია 13 მაისს, იმ დღეს, რომელიც მე განსაკუთრებით მიყვარს. 1981 წლის 13 მაისს თბილისის „დინამომ“ მოიგო ევროპის თასი. მოუგო ფინალში „კარლცეისს“. დიუსელდორფის „რეინშტადიოზე“. თამაშის მერე სუფრაზე წავედი ოთარ გაბელიას სახლში. მოედანზე ვნახე 9 მაისის დღესასწაულის დროიდან შემორჩენილი დროშები. ჩამოვხსენი ეს საბჭოთა დროშები და დავანარცხე ძირს. ამ დროს ჯემალ აბულაძეც მოვიდა. წამეხმარა. ორი თუ სამი დროშა წავიღეთ ოთარის სახლთან და იქ დავყარეთ. ვიქეიფეთ დილამდე. თემურ მიქავა თამადობდა. სახლში მოვედი თუ არა, დამადგა КГБ. ეგრევე წამიყვანეს ავადმოსაგონარ უწყებაში. იმავე საღამოს წამიყენეს ბრალდება - „აგიტაცია - პროპაგანდა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ“, მუხლი 58, ნაწ 1-ლი. ეს პოლიტმუხლი იყო და პირდაპირ უშვებდნენ ნიჟნი ტაგილში. სანამ სასამართლო შედგებოდა, 22 მაისს თბილისში ჩამოვიდა გენსეკი ბრეჟნევი, ერთი დღით ადრე კი მისი თანაშემწე ( პოსპელოვი). შვილს ყვარებია ფეხბურთი და მამამისისთვის უთქვამს, „დინამოელებთან“ სურათი გადაიღეო. წავიდა ეს კაცი ბაზაზე. იქ პურმარილი გაიწყო. ცოტა რომ დალია, ოთარის, ვიტალი დარასელიას, რამაზ შენგელიას უთქვამთ, ჩვენი ძმაკაცი ზის ფეხბურთის გამოო. მას ვერტუშკით დაურეკავს საქართველოს КГБ-ს უფროსთან, ინაურთან და უთქვია, სულ არ მაინტერესებს, რატომ ზის შელია, ახლავე უნდა გაუშვათო. კაი დედ-მამის შვილი იყო და არ გავეშვი. რა იცი, პოსპელოვი რას ეტყოდა არყის დიდოსტატს ბრეჟნევს. ინაურს როგორც უთხრეს, ზუსტად 30 წუთში გამიშვეს. ამის მერე 6-7 წელი ჩემთან კონტაქტის ეშინოდა ხალხს. ქუჩაში არ მესალმებოდნენ - „ანტისავეტჩიკიაო“. ზვიადის გამარჯვების მერე მე თეთრ ცხენზე ვიყავი ამხედრებული, ხოლო ის ხალხი, ვინც მაშინ არ მესალმებოდა, მეუბნებოდა, შენი ყოველთვის გვჯეროდაო. იმდენი თქვენი დედაც..

 

საღამო ტკბილად გავატარეთ მე, ოთარ ბუკიამ, ზურაბ ქანთარიამ, ვახო მაქაცარიამ, თენგიზ ხვიჩიამ. თითო ბოთლი კარგი კახური ღვინო დავლიეთ.

 

P.S. მართლა თითო ბოთლი კი არ დაგვილევია, ალბათ სამჯერ მეტი!

 

...


ცუდი ამინდია. დღეს ს/კ ზუგდიდი თამაშობს და ცუდი სათამაშო პირობები არ მაწყობს. თამაში 14:00 საათზე დაიწყო. მოვიგეთ 1:0. ბრავო!

 

თამაშის მერე პატრულმა გამაჩერა, სარკეებია დაბურულიო. მშვიდობიანად დავშორდით ერთმანეთს. წავედი სახლში, იქ კი სტუმარი დამხვდა. ცოტა დალევის მერე მკითხა, შევარდნაძე რომ ააფეთქეს, იქ იყავიო?

 

ე.ი. 1995 წ. 24 აგვისტოს ხელი მოვაწერეთ კონსტიტუციის მიღებას და ყველანი წავედით. 300 კაციანი სუფრაა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში. შევარდნაძემ გაშალა კონსტიტუციის მიღებასთან დაკავშირებით. არ მისული ოპერამდე (იმედის შენობაში იყო მაშინ პარლამენტი) ისეთი აფეთქება მოხდა, დაინგრა ყველაფერი. ა. ასათიანმა თქვა ეგრევე, შევარდნაძე ააფეთქეს ამ ნაძირლებმაო. დავბრუნდით უკან, სადაც ირევა უკვე შსს, უშიშროება. ამ დროს მოხდა მეორე აფეთქება. იმ სიძლიერის არა. მე წავედი ჩემს მანქანასთან, რომელიც დგას ფოსტის უკან. იმელის ეზოში რაც მანქანებია, იწვის ყველა. დავქოქე თუ არა, ვხედავ პაატა კოღუაშვილს მოჰყავს ვიღაც, თავიდან ბოლომდე სისხლშია მოსვრილი. ჩავსვი მანქანაში და ეგრევე მითხრა, შენ ცაცა ხომ ხარო. მე შევოს პირადი ექიმი მერაბ ბოხუა ვარო ურთიდან. მეორე მანქანაში ვიჯექი და წნევამ კისრის კაპილარები გამიხეთქაო და თითები ეკავა ისინი. სად წავიდეთ მეთქი რომ ვკითხე, მითხრა ვაკის საავადმყოფოში ჩემი ძმაკაცია მთავარი ექიმი, იქ მიმიყვანეო. მივედით იქ. მოვძებნე მთავარი ექიმი. გადმოიყვანეს მერაბი. უკვე გონება ეკარგებოდა. ამის მერე მაინტერესებს, შევოს რა მოუვიდა. წავედი სოვმინში. იქ „აცეპლენიეა“. იმის დედაც.

 

არ მიშვებენ. დავარეკინე პირველ ვიცე პრემიერ თემურ ბასილაიასთან და ეგრევე გამატარეს. იქ დამხვდა ა. ასათიანი, ბ. ხურციძე, გ. ფაცაცია. ამ დრომდე აჩვენებენ შევოს მაისურიტ. გადარჩენილა!

 

გერმანეს პურმარილი უყვარდა და დააყენა წინადადება. 300 კაციანი სუფრაა გაშლილი. მსხვერპლი არ არის. კონსტიტუცია კი მივიღეთ. მოდით, აღვნიშნოთო გარეთ, გუბაზ სანიკიძე შემოგვიერთდა და ექვსმა კაცმა 300 კაცზე გაშლილ სუფრაზე ბოლომდე შევუბერეთ.

 

საღამოს ეს ჩემი სტუმარი, ზვიადისტი იყო, მიდის სახლში. ეჰ, რატომ არ მოკვდა მაშინ შევოო, ეს მიშა ხომ არ გვეყოლებოდაო! 12 საათზე დავიძინე..

 

...


ავდექი 9-ზე. წავედი დაბურული მინის მოსაშორებლად. გამაჩერა პატრულმა. ფრედ დავამთავრეთ შეხვედრა. მურთაზ ჭითანავმ გამიკეთა ყველაფერი. დავურეკე შვილიშვილ გეგას ბაკურიანში, მეორეს ნიას თბილისში, ოჯახის წევრებს - რუსიკოს, ბიჭებს - ბორია, ალიკა, გოგას და წავედი ეკლესიაში.

 

14 საათის მერე შევხვდი სოფლის მეურნეობის მუშაკებს. ვილაპარაკეთ პოლიტიკაზე და ფეხბურთზე. 1997 წ. საქართველოს პარლამენტის გუნდი ეთამაშა კიევში, „დინამოს“ სტადიონზე“ ვერხოვნი რადას საფეხბურთო გუნდს. თამაში რომ იცოდა, პროფის დონეზე იყო მანუჩარ მაჩაიძე. გია გვაზავა, დათო ლორთქიფანიძე, გურამ ( ცაცა) შელია. დანარჩენი დეპუტატები მხოლოდ ეზოში იყვნენ ნათამაშევი. თამაშის დაწყებამდე „რაზდევალკაში“ მიშა სააკაშვილმა ამოიჩემა, მეც უნდა ვითამაშოო. მაჩაიძე კატეგორიული წინააღმდეგია, სირცხვილიაო ამის თამაში. ჯერ როგორ დარბისო. მე კი მიშას მივეცი „პადდერჟკა“, მსოფლიო ჩემპიონატი ხომ არ არის, ვათამაშოთ მეთქი და ვათამაშეთ ჩემი პასუხისმგებლობის ქვეშ. ე.ი. პირველი ტაიმი ირბინა აღმა-დაღმა. ბურთზე ფეხი არ დაუკარებია. ერთხელ აუტი მოაწოდა. ისიც ცალი ფეხი ასწია და ბურთი მეტოქეს გადასცეს. ის ტაიმი 2:0 მოვიგეთ. ორივე ბურთი მაჩაიძემ გაიტანა. პასს მხოლოდ მე და გვაზავას გვაძლევდა იმ პირობით, რომ ბურთს მასვე დავუბრუნებდით. შესვენებაზე ცვლიან სააკაშვილს, ის კი ბუზღუნებს. მე კი ვუთხარი, ბიჭო, ბურთზე ფეხი არ დაგიკარებია, რას ბუზღუნებ მეთქი. მომიბრუნდა და მითხრა, მაჩაიძე პასს არ მაძლევდაო. მე ამიტყდა სიცილი. მიშა შენ კი არა, ყიფიანს არ აძლევდა პასს, იმიტომ გაუშვა ახალკაცმა „დინამოდან“ მეთქი. მიშა პრეზიდენტი რომ გახდა, მერე გაგვიხსენა მაჩაიძეს, გვაზავას, ლორთქიფანიძეს, მე, კიევის თამაში და რომ შევცვალეთ ის ამბავი. ის სამი ხომ დაბლოკა ყველაფრისგან, მე კი „სროკზე“ გამიშვა“. ჩემზე იმიტომ ქონდა გართულება, მსაჯმა, ა. მილჩენკომ სამი ქალი მოიყვანა. მიშას და ბარამიძეს შეაგვიანდათ. რომ მოვიდნენ, მიშამ ყველაზე ლამაზ ქალს მოკიდა ხელი, ეს მე უნდა წავიყვანოო. მაშინ მე წავარტყი ხელზე და ვუთხარი, ამაღამ მე ვარ აქ ბოსი მეთქი, რომელსაც მე გეტყვი, იმას წაიყვან თქო. ეს ამბავი არ დამივიწყა.

 

უკვე 16 საათია. ახლობლის სუფრაა 10-15 კაციანი. კონტიგენტი - კოლორიტები. თამადა დავით დადიანი არ იქნება, მაგრამ ისიც ასია თამადობის - გრიხა მიქავა!

 

აბა დავუბეროთ ბოლომდე. „მაგონდება კოლხეთის ცა, მისი მზე და არემარე“.

 

P.S. ფორცა ზუგდიდი!

 

ძალიან მიყვარხართ ყველანი!!!

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საბჭოთა რეპრესიები
ვიდეო
თხილი ხარისხით ფასდება [ვიდეო]
სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.
27 წლის თვითნასწავლი ოსტატი ურთიდან [ვიდეო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში
კოსმოსში გაფრენაზე მეოცნებე პლანეტების მოყვარული 9 წლის ბიჭი [ვიდეო]
კოსმოსი, პლანეტები, გალაქტიკა, უჩვეულო ღრუბელი
ვლაქერნობა ზუგდიდში [ვიდეო]
ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა ზუგდიდში ტრადიციულად მსვლელობით დაიწყო.
ფოტო
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მესტიელი გიდი ტურისტებს ქორულდის ტბებზე ეპატიჟება [ფოტო]
სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის „გაატარე ზაფხული
იდლიანი - სოფელი სვანეთში [ფოტო]
იდლიანი 150-კომლიანი თემია მესტიის მუნიციპალიტეტში.
გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტების ემოციები [ფოტო]
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეიდან დაიწყო.
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.