ცოცხალი ისტორიები
დათო კოდუა - გუბერნატორის აპარატის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი
FaceBook Twitter
E-mail Print

 

...

 

ჩემთვის ყოველი ორშაბათი დილა იწყება კვირის განმავლობაში დაგეგმილი საკითხების გარშემო გუნდთან ერთად მსჯელობით და კომპეტენციების მიხედვით დავალებების განაწილებით. ჩვენი წარმატების მიღწევის საშუალება გუნდურობაა, ამიტომაც გადაწყვეტილების მიღების დროს თანაგუნდელებთან გავდივარ კონსულტაციებს და ვიღებთ ერთობლივად შეჯერებულ გადაწყვეტილებას. ვამოწმებ ელ-ფოსტას და დოკუმენტ ბრუნვის პროგრამას რათა შემოსულ წერილებზე მოვახდინო სწრაფი რეაგირება. ვრეკავ ყველა დარგობრივ სამინისტროში რათა დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მივიღო ამომწურავი ინფორმაცია. დავრეკე ყველა მუნიციპალიტეტში რათა გავაკეთო რეპორტი პროექტების განხორციელებაზე გამოცხადებული ტენდერების მიმდინარეობის და მიღებული ეკონომიების შესახებ.

 

მივიღე მოწვევა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის ბიზნეს ფორუმზე მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება 6 მარტს ქალაქ ბათუმში სასტუმრო რედისონში. დავაფაილე ინფორმაცია ჩვენი რეგიონის საინვესტიციო კლიმატის, საინვესტიციო წინადადებების, შეთავაზებებისა და შემუშავებული პროექტების შესახებ. აგრეთვე მიმდინარე და დაგეგმილი დიდი პროექტების შესახებ რათა პრეზენტაცია გავუკეთო სამეგრელო-ზემო სვანეთის რესუსრსულ და ეკონომიკურ პოტენციალს.

 

უკვე დროა გავაკეთოთ რეზიუმე იმ საკითხებზე, რომელიც დღის განმავლობაში გავიარეთ. როგორც, წესი ეს ერთგვარი ანალიზია იმისა თუ როგორ პროდუქტიულად წარიმართა დღევანდელი დღე.

 

საღამოს ფოთში ტელეკომპანია „მეცხრე თალღის“ გადაცემა „თემა“ ში მიმიწვიეს სადაც ფოთის მერთან ერთად მიმოვიხილე რეგიონში დაგეგმილი პროექტები. ამ დღესვე დავგეგმეთ 28 თებერვალს ფოთის საზოგადოებასთან შეხვედრა. ეთერიდან  ზუგდიდში მობრუნებულზე მეგობრებთან ერთად შესანიშნავად მოვილხინეთ ერთ - ერთ კვების ობიექტში.

 

...

 

დილის 4:30 საათია, მიყვარს დილით ადგომა, გადავწყვიტე ანაკლიაში გადამფრენ ფრინველებზე სანადიროდ წასვლა. ნადირობამ ნადავლის გარეშე ჩაიარა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ფუჭად ჩაიარა, გამთენიისას ზღვის სანაპიროსთან ახლოს დელფინების გუნდის „სალტოების“ ყურებით დიდად ნასიამოვნები დავრჩი. იქვე, ახლოს ერთმა უხუცესმა მონადირემ ჩამიარა და მკითხა „კვატა ვარენო“? (იხვი არ არისო?), უარყოფითი პასუხის გაცემის შემდეგ ხუმრობით შემომძახა: „მთავრობის ბრალიაო“. 9 საათზე უკვე სამსახურში ვარ და ვიწყებ დღის წესრიგის მიხედვით მოქმედებას. დრო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსია რომელსაც პროდუქტიულად ვანაწილებ და მაქსიმალურად ვცდილობ შესაძლებლობის ფარგლებში მეტი პრობლემატიკის გადაჭრას ოპტიმალურად მოვახმარო. უცხოეთში სამაგისტრო პროგრამაზე სწავლისას ერთ-ერთ მოდულად ავირჩიე „time management” ანუ დროის მართვა, რომელიც დღემდე ეფექტურად მეხმარება.

 

მომავალ კვირას მაქვს ჩანიშნული შეხვედრა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსთან და ამ მიზნით დავუკავშირდი რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გამგებლებს და ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებს, რათა მომაწოდონ ტურიზმის განვითარებისთვის საჭირო თავიანთი ხედვები და წინადადებები. პირველი საკითხი, რომლის აქტიურად განხილვას ვაპირებ ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან არის ანაკლიის ტურისტული ზონაში საზაფხულო აქტივობების დაგეგმვა. ტურიზმის განვითარების კუთხით დაწყებული გვაქვს ახალი „ტურისტული ქომპლექსის“ პროექტზე მუშაობა, რომლის შექმნა გათვალისწინებული გვაქვს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, დაფინანსების შემდეგ ვგეგმავთ პროექტის პრეზენტაციას.

 

წავედი ხობის მუნიციპალიტეტში სადაც მიმდინარეობს ორი მსხვილკალიბრიანი გზის, გორგასლისა და ბარათაშვილის ქუჩების რეაბილიტაციის პროექტი. სამშენებლო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ ვბრუნდები სამსახურში სადაც შევხვდი ერთ საინტერესო ახალგაზრდა ადამიანს, რომელმაც შემომთავაზა საინტერესო წინადადება, რომელიც გულისხმობს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ავტომოყვარულთა კლუბის შექმნას.

 

სახლში გვიან, ღამის 11 საათზე დავბრუნდი. ინტერნეტის დახმარებით მივიღე ინფორმაცია დღის განმავლობაში საქართველოსა და უცხოეტში განვითარებულ მოვლენებზე.

 

...

 

ბავშვობიდან მიყვარს ფეხით სიარული, სკოლამდე რომ ჩამეღწია 3 კილომეტრს ფეხით გავდიოდი. ახლაც, ხდება ისე რომ სამსახურში ხშირად ფეხით დავდივარ, მანქანას სამსახურთან ან ფარეხში ვტოვებ და ფეხით მივდივარ, ამჯერადაც ასე მოხდა. იმდენად დავინტერესდი ავტო მოყვარულთა კლუბის იდეით, დილიდან ჩემს გუნდთან ერთად მიმდინარე და დაგეგმილ საკითხებთან ერთად დავიწყე მუშაობა იმაზე თუ რა იურიდიული ფორმით იქნებოდა უმჯობესი კლუბი ჩამოგვეყალიბებინა. ამასთანავე, დავიწყეთ კვლევის ჩავატარება და ანალიზი თუ რამდენი პოტენციური წევრი ეყოლებოდა კლუბს. ნანახმა ნამდვილად მოლოდინს გადააჭარბა. ზუგდიდის სოფელ ინგირის ე.წ.აეროპორტის ეზოში სარეგისტრაციო მაგიდასთან მოხვედრა მხოლოდ რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ თუ შეიძლებოდა. კვლევისთვის წარმოებულ იმიტირებულ რეგისტრაციაზე მხოლოდ ქალაქ ზუგდიდისა და ქ. ფოთის მუნიციპალიტეტებმა მიიღეს მონაწილეობა. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი დაუწყებიდან 3 საათში 324 დრიფტისა და დრაგის მოყვარულთა გამოხმაურებას. ამას უახლოეს პერიოდში დაემატება 8 მუნიციპალიტეტი და სანახაობრივი შოუთი კმაყოფილი უამრავი მაყურებელი. დღის ბოლომდე შევქმენით კომისია და საორგანიზაციო ჯგუფი, შევარჩიეთ  ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა და სახელწოდება - „Western Drivers“. ვაპირებთ ორ თვეში ერთხელ მაყურებელს ვაჩუქოთ მაღალ დონეზე ორგანიზებული დრაგისა და დრიფტის სანახაობრივი შოუები.

...

 

დილა სასიამოვნო ინფორმაციის მიღებით იწყება. მირეკავს გუბერნატორი და მელაპარკება იმ ორი პროექტის დაფინანსებაზე, რომლის განხორციელება დანიშვნის დღიდან მიზნად ქონდა ქცეული. საქმე ეხება ქ. ზუგდიდში ორი მსხვილი კალიბრის ინვესტიციას, რომლის დაფინანსებაზე სამთავრობო და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მოლაპარაკების ყოველდღიურ რეჟიმზე იყო გადასული. თუ რომელ ობიექტებს ეხება ეს თითქმის თანხმობა მიღებული დაფინანსება ამას ექსკლუზივად თავად გუბერნატორს დავუტოვებ.

 

დილით სამსასახურში არ წავსულვარ პირდაპირ გავეშურე ანაკლიისკენ, სადაც ანაკლიის პორტთან დაკავშირებით შეხვედრა მქონდა ჩანიშნული შერჩევა-შეფასების წესით  გამოვლენილ რიგით მეორე ბრიტანულ-ჩინურ კონსორციუმთან და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან. მუშა პროცესი წარიმართა პორტისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე სადაც ინვესტორებმა წარმოადგინეს საკუთარი დამუშავებული პროექტი და ხედვები, აგრეთვე სატერმინალო კომპლექსის განვითარების გეგმა. კონსორციუმის გამოცდილებით, შესაძლებლობით, და კომპეტენტურობით ნამდვილად მოხიბლული დავრჩი, თუმცა კიდევ ველოდებით ხუთ კონსორციუმს და აქედან ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული სპეციალურად შექმნილი შერჩევა-შეფასების კომისია გამოავლენს საუკეთესო პროექტს გამარჯვებულად. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენთან ისეთი პროექტის განხორციელებას ჩაეყარა საფუძველი, რომელიც აბრეშუმის გზაზე აღიქმება, როგორც უმნიშვნელოვანესი ლოჯისტიკური კვანძი.

 

ინვესტორების გაცილების შემდეგ ვბრუნდები სამსახურში, სადაც მიმდინარე საკითხებს ვიხილავთ და ვსახავთ გადაწყვეტის გზებს.

 

მივდივარ შეხვედრაზე სადაც საკონკურსო კომისია არჩევს მაღალი ინტელექტის და ლიდერული უნარ-ჩვევების მქონე ახალგაზრდებს სამხარეო ადმინისტრაციასთან არსებულ „ლიდერთა კლუბი“-სთვის. ეს კლუბი იქნება შემდგარი რეგიონის საზოგადოების აპოლიტიკური, ახალგაზრდული ნაწილისგან. მათი ამოცანა იქნება რეგიონში შექმნან ახალგაზრდული პოლიტიკა. ვგეგმავთ მათვის საინტერესო პროგრამის შეთავაზებას. გასაუბრებისას დავრწმუნდი, რომ რეგიონს ნამდვილად ყავს ღირსეული და ნიჭიერი თაობა, რომელიც უპირობოდ შექმნის რეგიონის და არამარტო რეგიონის ნათელ მომავალს.

 

საღამოს დავათვალიერე ჩხოროწყუს რაიონში ზუგდიდის ქუჩაზე მიმდინარე სანიაღვრე არხებისა და საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი. ამ სამსახურში დანიშვნის შემდეგ უფრო ნათლად დავინახე თუ როგორი „ბანერის ეკონომიკას“ აშენებდა საქართველოს ხელისუფლება 2004-2012 წლებში. ამ წლების საინვესტიციო რეესტრში არ ფიქსირდება არც ერთი მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც შეგვიძლია მივაკუთვნოთ უმაღლეს სოციალურ საჭიროებას. უხარისხო, ფასადური პროექტები, რომელიც იყო ვიზუალზე ორიენტირებული და არ იძლეოდა მდგრადი განვითარებისთვის არანაირ პირობას. ჩვენი მაკეტის უკან ყოველთვის მიმდინარე სამშენებლო პროცესია. ხალხს უნდა დავანახოთ ის რაც რეალურია და არა სასურველი.

 

23:00 საათზე უკვე შევიმუშავეთ პარასკევს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოსთან შეხვედრის დღის წესრიგი. დღე ამით დავამთავრე.

 

...

 

დილის 9:00 საათია, გუბერნატორის სამუშაო ოთახი. გასული კვირის განმავლობაში გატარებულ ღონისძიებებზე გუბერნატორი ანგარიშს ითხოვს. ვცდილობ ამომწურავად ანგარიშის წარდგენას. კვირის განმავლობაში, ჩემზე მაღალ კომპეტენციას მიკუთვნებულ პრობლემებზე ცალკე რეესტს ვაწვდი და ის აქტიურად ცდილობს პრობლემების მყისიერად მოგვარებას. ეფექტური გუნდური მოთამაშეა და ზედმეტად კომუნიკაბელური (მოუსვენარი), განსაკუთრებით როდესა საკითხის გადაწყვეტა დროში იწელება. ესეთ მენეჯერთან კომფორტულია მუშაობა ვინაიდან ჩემი დოკუმენტ ბრუნვის  ფოსტაზე იშვიათად თუ რჩება ხანდაზმული წერილები. მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით 2 საათის განმავლობაში თათბირი წარიმართა კამათის ფონზე, ვერ ვიტყვი ვინ მოიგო ან ვინ წააგო. თუმცა ერთი რამ ცხადია გადაწყვეტილება რომელსაც გუბერნატორი აჟღერებს ის გუნდშია გავლილი, მხარდაჭერილი და მყარად არგუმენტირებული.

 

დღის მეორე ნახევარში სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსთან ერთად დავიწყეთ მცირემიწიან ფერმერთა მხარდაჭერის სამწლიანი პროექტის ბოლო წლის პროექტის პრეზენტაცია. შეხვედრას ესწრებოდნენ გუბერნატორი ლევან შონია და სააგნტოს ხელმძღვანელი მარიანა მორგოშია. შეხვედრის ფორმატი ითვალისწინებდა გასული ორი წლის განმავლობაში პროექტის განხორციელების დროს გამოვლენილი ხარვეზების გათვალისწინებას და მიმდინარე წელს პრევენციული ღონისძიებების გატარებას. ეს პროექტი იმსახურებს დიდ ყურადღებად იმდენად რამდენადაც მას ყავს 99 ათასი ბენეფიციარი. ის ფერმერები რომლებიც ფლობენ, განკარგავენ ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნიათ მიწის ნაკვეთები დაუმუშავდებათ სახელმწიფოს დაფინანსებით. შეხვედრის ბოლოს სააგენტომ გააკეთა ახალი კომპონენტის პრეზენტაცია, რომელიც ითვალისწინებს მრავალწლიანი ნარგავების სუბსიდირებას ამასთანავე პლანტაციებისთვის საჭირო წვეთოვანი სარწყავი სისტემების მონტაჟს.

 

შეხვედრის ბოლოს სოფლის გამგებლებთან შევეცადე პრივატ პრეზენტაცია გამეკეთებინა ვინაიდან, ხშირ შემთხვევაში კარგად ინფორმირებული გამგებელი ნიშნავს კარგად ინფორმირებულ ფერმერს.

 

ე.წ. აეროპორტის ტერიტორიაზე გუბერნატორთან ერთად გავმართეთ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ავტომოყვარულებთან. დრიფტიორებმა და დრაგის მოყვარულებმა მოგვიწყვეს შოუ თუ რა შესაძლებლობა და პოტენციალი გააჩნიათ მათი მთავარი მიზნის მისაღწევად. ჩვენს რეგიონში მათ არ გააჩნდა შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ლეგალურად ჩამოყალიბებული ორგანიზაცია, რომელიც მისცემდა საშუალებას პერიოდულად გაემართათ მაღალ დონეზე ორგანიზებული ჩვენება. ჩემი ტოპ ამბიციაა ჩვენს რეგიონში ავტომოყვარულების ხელშეწყობა და მათი ერთ გუნდად ჩამოყალიბებაა. დარწმუნებულ ვარ ჩვენ ერთობლივად ამას მოვახერხებთ.

 

იმდენად აზარტული გამოდგა საჩვენებელი შოუ, საკუთარი, ნახევრად სპორტული ავტომანქანით ჩავერთე შორ მანძილზე რბოლაში, რამაც ტექნიკურად დამიზიანა ძრავის დეტალი, სწორედ გამართვის მიზნით ღამის თორმეტ საათამდე  მომიწია მექანიკოსის სამუშაო ფარეხში დამხმარედ მუშაობა. ასე დასრულდა ექსტრემალური სამუშაო დღე.

 

...

 

ქალაქ ფოთის თეატრის დარბაში მოხვედრის მიზნით კიბეებზე ვცდილობ გავარღვიო ხალხის ნაკადი. როგორც იქნა შევაღწიე აუდიტორიაში. შეხვედრის მიზანი არის ბოლო ორი წლის განმავლობაში ფოთში განხორციელებულ და მიმდინარე წელს დაგეგმილ სამუშაოებზე ანგარიშის პრეზენტაცია ფოთის მოსახლეობის წინაშე. გუბერნატორისა და ფოთის მერის მოხსენების შემდეგ მომეცა საშუალება დეტალურად მიმოვიხილო ის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ღონისძიებები რომელიც განხორციელდა და რომელიც მიმდინარე წელს დაიწყება. ფოთი არის თვითმართველი ქალაქი, რომელიც 1993 წლიდან 2012 წლამდე ამორიცხული იყო საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხიდან. ფოთში, წინა ხელისუფლებისაგან მემკვიდრეობით გვერგო მძიმე ინფრასტრუქტურული მდგომარეობა. არ არსებობდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, რეაბილიტირებული შიდა გზები, სოციალური ინფრასტრუქტურა, კერძო კორპუსების შიდა ეზოები და ტურისტული ობიექტები. სწორედ  ჩვენი პრიორიტეტია ფოთში ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების მოგვარება და შევეცადე ფოთის საზოგადოებისთვის წარმომედგინა ჩვენი რანგირებული პროექტების გეგმა ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარების თაობაზე. ახალგაზრდების მხრიდან ყველაზე დიდი გამოხმაურება პოვა ლიდერთა კლუბის მიზნებმა და ამოცანებმა. კლუბში გაწევრიანების მსურველი ფოთელი ახალგაზრდების მხრიდან გამოხმაურება დღემდე არ წყდება.

 

16:00 საათზე ჩანიშნულ შეხვედრაზე ზუგდიდში მონადირეებისთვის სამონადირეო ტერიტორიის გამოყოფის თაობაზე მოვიწვიეთ გარემოს დაცვის მინისტრი. მინისტრს მასპინძლობდა სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორი. შეხვედრას ესწრებოდნენ მონადირეები რომლებიც ითხოვდნენ ეროვნული პარკის ტერიტორიაზე სამონადირეო ტერიტორიის გამოყოფას რაზეც კონსესუსი შედგა, თუმცა სპეციალისტებისა და ექსპერტების ჩარევის შემდეგ უნდა იქნეს საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული თუ სად მოეწყობა სამონადირეო კომპლექსი, რომელსაც სახელმწიფო დააფინანსებს. მე შევეცადე ჩემი არგუმენტირებული პოზიციაა დამეფიქსირებინა თუ რატომ არის უპერსპექტივო ნადირობის ლეგალიზაცია იმ ადგილზე რომელსაც ითხოვდნენ მონადირეები. გრძელვადიან პერიოდში, პრაქტიკულად შეუძლებელია გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა სადაც დაგეგმილია ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, რომელიც აღიჭურვება თანამედროვე განათების სისტემებით.

 

გვიან ღამემდე ვიმუშავე იმ საკითხებზე, რომელიც საჭიროაჩემთვის, მეორე სამაგისტრო პროგრამაზე მოსახვედრად.

 

...

 

ცხოვრება ნამდვილად არ არის ყოველთვის მხიარული, ლაღი და მუდმივი. დილას ჩხორუწყუში სამძიმარზე წავედი, ჩემი მეგობრის და 28 წლის ასაკში მძიმე ონკოლოგიური დაავადების შედეგად გარდაიცვალა. ძალიან მძიმე სურათი დაგხვდა, ნანხმა ძლიერ იმოქმედა ჩემზე. უხალისობა დღის ბოლომდე გამომყვა, ის დრამატული სურათი კი მთელი ცხოვრება ალბათ მეხსიერებიდან არ წამეშლება.

 

ჩხოროწყუდან დაბრუნებული ზუგდიდის მუნუცუპალიტეტის საზღვისპირა სოფელ ორსანტიაში წავედი, სადაც საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. ცენტრი მომხმარებელს მიაწვდის 220 მომსახურებას რაზეც 30 ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება.

 

ორსანტიიდან 16 საათისთვის მოვბრუნდი და მომავალი კვირის მნიშვნელოვანი შეხვედრების გრაფიკის და დღის წესრიგის დამუშავება დავიწყე.

 

საღამოს კი მეგობრებთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტში მდებარე ზღაპრული ადგილიდან ე.წ. ფუნიკულიორის პიკიდან დავასკანერეთ სამეგრელო საიდანაც ხელის გულზე იშლება რეგიონის ულამაზესი დაბლობი.

 

მინდა გითხრათ, რომ ერის მსახურება მძიმე ტვირთია რომლის ფინიშამდე ზიდვა მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. ემპირიული გამოცდილება მაძლევს იმის უფლებას რომ ხაზი გავუსვა, მოთმინება და წარმატებისკენ მუდმივი სწრაფვა არის ჩვენი რეგიონის ეკონომიკის გადარჩენის საუკეთესო საშუალება.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საბჭოთა რეპრესიები
ვიდეო
თხილი ხარისხით ფასდება [ვიდეო]
სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.
27 წლის თვითნასწავლი ოსტატი ურთიდან [ვიდეო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში
კოსმოსში გაფრენაზე მეოცნებე პლანეტების მოყვარული 9 წლის ბიჭი [ვიდეო]
კოსმოსი, პლანეტები, გალაქტიკა, უჩვეულო ღრუბელი
ვლაქერნობა ზუგდიდში [ვიდეო]
ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა ზუგდიდში ტრადიციულად მსვლელობით დაიწყო.
ფოტო
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მესტიელი გიდი ტურისტებს ქორულდის ტბებზე ეპატიჟება [ფოტო]
სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის „გაატარე ზაფხული
იდლიანი - სოფელი სვანეთში [ფოტო]
იდლიანი 150-კომლიანი თემია მესტიის მუნიციპალიტეტში.
გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტების ემოციები [ფოტო]
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეიდან დაიწყო.
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.