ცოცხალი ისტორიები
როზა ჯიქია - პენსიონერი
FaceBook Twitter
E-mail Print
76 წლის როზა ჯიქია წლების განმავლობაში მუშაობდა საგანმანათლებლო სისტემაში. გარკვეული პერიოდი იყო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი და მეთერთმეტე საჯარო სკოლის დირექტორი.
...
გვიან დაძინებულს 8:00 საათზე მეღვიძება. ზაფხულის სეზონს მინდა მოვერგო. გათბობა მხოლოდ ქვედა სართულზეა, ამიტომაც ზამთრის თვეებში აქ მძინავს. ჩემი საწოლი ოთახი უნდა მოვამზადო. კიბეს ავხედე და ნახევრად დანგრეულია. ვცდილობ შევარჩიო ადგილები და სახელურს მოჭიდებული ალპინისტივით ავდივარ. სახლი მამაჩემის აშენებულია 1940-იან წლებში. სატყეო მეურნეობის დირექტორმა სოფლიდან მამისეული ოდა წამოიღო, მაღალზე შემოდგა და ქვედა სართული მოგვიანებით შემოაშენა. ეს კიბეც მაშინდელი მიდგმულია, ახლა კი ინგრევა.

ვუყურებ და მწარედ მეღიმება. ამ სახლისთვის ვერასოდეს მოვიცალე, ხელი არ შემივლია. პირადულისთვის არც სახსრები მყოფნიდა და არც დრო. სამსახურში კი ჩემი ენერგია ყველაფერს წვდებოდა. საკმარისი იყო საბავშვო ბაღიდან რომელიმე გამგეს დაერეკა, პრობლემა ერთ საათში მოგვარებული იყო. ზოგს სახურავი ჰქონდა გამოსაცვლელი, ზოგს კარ-ფანჯარა. ვის მაცივარი არ ჰქონდა, ვის მადუღარა. ჩემი ტელეფონი არ ჩერდებოდა. მე კი შეძლებულ წარმოება-დაწესებულებათა ხელმძღვანელებს ვრთავდი საქმეში და საშეფო პრინციპით ადვილად ვაგვარებდი ყველა თხოვნას. ჩემი საქმიანობის მეტი დრო ჯანმრთელობის, განათლების და კულტურის ობიექტების მატერიალურ-ტექნიკური საკითხების მაგვარებას ეთმობოდა.

როცა ქალაქის მეთერთმეტე სკოლის დირექტორად დამნიშნეს, სკოლის შენობა, რომელიც კომისიის მიერ მიღებული და ჩაბარებული იყო, სრულიად მოუწესრიგებელი და დაუმთავრებელი იყო, სასკოლო ინვენტარი კი არ არსებობდა. ყველაფერი ერთდროულად უნდა გაკეთებულიყო. ისევ წარმოებათა ჩართვა დამჭირდა. ვისაც რა შეეძლო, იმას ვთხოვდი, რადგან მშენებლობისთვის გამოყოფილი ფინანსები ათვისებული იყო. აქაც ტელეფონები, ზარები, თხოვნები. საბედნიეროდ სასკოლო ინვენტარების ფაბრიკის დირექტორი ახლობელი აღმოჩნდა. დავურეკე და ავუხსენი ჩემი პრობლემა. ოფიციალური დოკუმენტაციით მთელი ბიუროკრატიული საქმიანობა იყო გასავლელი. ამას დიდი დრო სჭირდებოდა, საქმე კი სასწრაფოდ იყო მოსაგვარებელი. მოგვარდა კიდეც. ერთ კვირაში ორი ვაგონი ინვენტარი ჩამოდგა რკინიგზის სადგურში, სკოლამ კი სრულფასოვანი ფუნქციონირება დაიწყო.

კულტურის განყოფილებაშიც უამრავი პრობლემა დამხვდა. მთავარი საკითხი მუზეუმის გაჯანჯლებული რემონტი იყო. წლების განმავლობაში მიდიოდა სამუშაოები, ბოლო კი არ უჩანდა. განგაში ავტეხე, ქალაქის პარტიული ხელმძღვანელობა, სამინისტრო ფეხზე დავაყენე. ქალაქკომის ბიუროსა და სამინისტროს კოლეგიის ერთობლივ სხდომაზე განაწილდა დავალებები, ხარისხიანად და სწრაფად წავიდა საქმე. რვა თვეში დამთავრდა როგორც სარემონტო, ასევე რესტავრაციის სამუშაოები. კულტურაში მუშაობის პერიოდში რელიგიის საქმეთა დაცვის კომისიის მდივანიც ვიყავი. ჩემთან თხოვნით მოვიდა მამა მიქაელ ასათიანი. მაცხოვრისკარის ეკლესია ნგრევის პირას იყო მისული, სახურავზე ხე იყო ამოსული, წვიმა ჩადიოდა, ყველაფერს აფუჭებდა. აქაც განგაში იყო საჭირო. მივაღწიეთ, გადავხურეთ, გავარემონტეთ, მოვაწესრიგეთ. დიდი ბრძოლა დამჭირდა მოქმედი ეკლესიის გასახსნელად. ხელმძღვანელობა პროექტზე ხელს არ მიწერდა. შიშის ფაქტორი დიდი იყო. ბოლოს როცა ოთარ ჭითანავა დაინიშნა აღმასკომის თავმჯდომარედ, ხელი მომიწერა, ეკლესია გაიხსნა, წირვა აღევლინა. ამის გაკეთებას კი დიდი გამბედაობა სჭირდებოდა.

ქალაქის მხატვრებს არამცთუ სამუშაო პირობები, თავშეყრისათვის ადგილიც არ ჰქონდათ. გამოფენის მოწყობის ფუფუნებაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო. ვთხოვე ქალაქკომის მაშინდელ პირველ მდივან ანდრო ზოდელავას. მაშინათვე გადაგვიწყვიტა. ქალაქის ცენტრში მაღაზიის შენობა გადმოგვეცა. აქაც თხოვნით შევძელით შენობის გარემონტება და გავხსენით საგამოფენო დარბაზი, რომელიც დღესაც ფუნქციონირებს.

ეს მცირე ნაწილია მოგონებებისა, რომელიც ჩემი საქმიანობის 45 წლის მანძილზე გამიკეთებია. ამდენი ჩემი პირადულისთვის რომ მეთხოვა, არაჩვეულებრივ სახლს ავიშენებდი, თუმცა მსგავსი გონებაშიც არ გამივლია. ამიტომაც ვცხოვრობ ახლა ასეთ პირობებში. შვილებს თვითონ მოუხდათ ცხოვრებისთვის საჭირო პირობების შექმნა, რადგან მზამზარეული არაფერი დაგვიტოვებია.

დიახ, მწარე ღიმილით ვუყურებ ნგრევის პირას მისულ სახლს, თუმცა თავიდან რომ ვიწყებდე, დარწმუნებული ვარ ისევ ასე ვიცხოვრებდი. ახლა გარეთ ვზივარ ჭიქა ყავით ხელში, ვფიქრობ. ფიქრი სწრაფია, მთელს წარსულს წუთში მოივლის, ჩემს თავს ვეკითხები 76 წლის ასაკში, სწორად ვიცხოვრე? პასუხი ერთია - ალბათ კი.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საბჭოთა რეპრესიები
ვიდეო
თხილი ხარისხით ფასდება [ვიდეო]
სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.
27 წლის თვითნასწავლი ოსტატი ურთიდან [ვიდეო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში
კოსმოსში გაფრენაზე მეოცნებე პლანეტების მოყვარული 9 წლის ბიჭი [ვიდეო]
კოსმოსი, პლანეტები, გალაქტიკა, უჩვეულო ღრუბელი
ვლაქერნობა ზუგდიდში [ვიდეო]
ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა ზუგდიდში ტრადიციულად
ფოტო
სპორტული მოედნები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრალურ უბნებში სპორტული მოედნების ნაწილი დაზიანებულია,
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მესტიელი გიდი ტურისტებს ქორულდის ტბებზე ეპატიჟება [ფოტო]
სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის „გაატარე ზაფხული
იდლიანი - სოფელი სვანეთში [ფოტო]
იდლიანი 150-კომლიანი თემია მესტიის მუნიციპალიტეტში.
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.