ცოცხალი ისტორიები
რენე კალანდია - პოეტი
FaceBook Twitter
E-mail Print
რენე კალანდია არის პოეტი, მთარგმნელი.

 


...

 

მძიმე დღეაო იტყვიან და, ჩემთვის ჩვეულებრივი, არაფრით განსხვავებული, თუმცა ამჯერად ყავის გარეშე (უკვე ათი თვეა ყავა არ დამილევია, ნაფაზი არ დამირტყმას) მძიმე შემთხვევაა...

 

ვკითხულობ წიგნებს, ჟურნალს "ჩემი მწერლობა" და დრო "ლაითად" გამყავს (შეძლებისდაგვარად). მშვიდი დილაა, რადგანაც მეზობლებს სძინავთ. ჩიტები ჭიკჭიკებენ. გაზაფხული ძალას იკრებს. საუზმე, მზერით საწერ მაგიდაზე მომლოდინე საბეჭდ მანქანას გადავწვდი. მოწყენილია (კომპიუტერის საუკუნეში (რაც მე არ მაქვს) ალბათ ერთადერთს შემომრჩა ეს ერთგული მსახური). ტელევიზორს შევავლე თვალი. ია ანთაძე გამოდის, ნიჭიერი ქალბატონია, მაგრამ მე მაინც მიმძიმს სიცოცხლე, რადგანაც წინ გორდიას გორგალი გვიდევს ქართველებს... მაგონდება სოხუმი. წვიმს... უსასრულოდ წვიმს...

...

 

ჩვეულებრივი დილაა. ვკითხულობ, ვსაუზმობ, ვვარჯიშობ, ისევ ვკითხულობ. დილიდან ცხელა. ერთი, ორი, მარჯვენა, მარცხენა. ნელ-ნელა წინ მივიწევ. სიარულს თავიდან ვსწავლობ ბავშვივით. სასაცილოა, რადგან უსუსური მგონია თავი. ფორიაქი მიმდინარე მოვლენებზე, საქართველოზე.

 

...

 

უძილო ღამე. ფიქრებმა გამიტაცეს. წლების წინ წერა არ მიჭირდა - მაქსიმალისტი. ახლა მიჭირს - პასუხისმგებლობა საკუთარი თავის წინაშე. წრიალი ლოგინში. რეკავს გენო (უფროსი ძმა) - მამხნევებს. მეუღლის სათნო ღიმილი - ისევ ვარჯიში და კითხვა, კითხვა და ვარჯიში - აი, ჩემი "დღიური" მენიუ. ფიქრების ჯარს მარჯვენათი ვიგერიებ. მარცხენა - დუმს.

 

...

 

საშინლად წვიმს. შინ და გარეთ. მახსენდება წვიმიანი, თბილი სოხუმი; სანაპირო, თოლიები, ჩემი ბიბლიოთეკა, ხელნაწერები, არქივი - უჟამო ჟამი... და სიკვდილი მინდა.

 

ტელეფონის ზარი. რეკავს შვილიშვილი (ხსნა) თომა პაპასქირი: "ბაბუ როგორ ხარ? არდადეგებზე ჩამოვალ, ბობოს დამალაპარაკე!" უჭკვიანესი ბავშვია, ნიჭიერი. ღმერთო კარგად მიმყოფე ყველა.

 

...

 

განწყობა? განწყობა უჟმური. სიკვდილი - ერთი ამოსუნთქვა, საფლავი - "იწრო". ცელიანო - პანღური - შენ, გაუმაძღარო! "... ვერ მომჭამ."

 

ხითხითი...

 

ერთი, ორი, მარჯვენა, მარცხენა. მეშლება. ისევ ხითხითი...

 

ფალოსოფოსებს ჩემი სალამი!

 

...

 

დღეს დილიდან ვაჟა ამეკვიატა: ვაჟა, ვაჟა. ნეტავი რატომ? ვფურცლავ ბორხესს. საოცარია, მაგრამ ვაჟა მაინც არ ამომდის თავიდან... ხვალ აღდგომაა.

 

...

 

ღამის სამი საათია და რეკავს ტელეფონი. შვილიშვილი და ქალ-ვაჟი, გიორგი და ნინო აღდგომის დღესასწაულს გვილოცავენ ეკლესიიდან დაბრუნებულები.

 

რიბი-რაბოა. ყავა მენატრება, ერთი ნაფაზით, მაგრამ ტვინში რეკავს ექიმი სლავა გვილიას სიტყვები: "დაივიწყე, დაივიწყე ცოტა ხნით მაინც!"

 

წითელი კვერცხები, მწვანე ჯეჯილი.

 

ქრისტე აღსდგა, ჭეშმარიტად აღსდგა!

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საბჭოთა რეპრესიები
ვიდეო
თხილი ხარისხით ფასდება [ვიდეო]
სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.
27 წლის თვითნასწავლი ოსტატი ურთიდან [ვიდეო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში
კოსმოსში გაფრენაზე მეოცნებე პლანეტების მოყვარული 9 წლის ბიჭი [ვიდეო]
კოსმოსი, პლანეტები, გალაქტიკა, უჩვეულო ღრუბელი
ვლაქერნობა ზუგდიდში [ვიდეო]
ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა ზუგდიდში ტრადიციულად მსვლელობით დაიწყო.
ფოტო
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მესტიელი გიდი ტურისტებს ქორულდის ტბებზე ეპატიჟება [ფოტო]
სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის „გაატარე ზაფხული
იდლიანი - სოფელი სვანეთში [ფოტო]
იდლიანი 150-კომლიანი თემია მესტიის მუნიციპალიტეტში.
გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტების ემოციები [ფოტო]
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეიდან დაიწყო.
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.