ცოცხალი ისტორიები
კონსტანტინე კაკავა - „ერთსულოვნების“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე
FaceBook Twitter
E-mail Print
კონსტანტინე კაკავა არის არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთსულოვნების“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

 


...


არ ვიცი რამდენად საინტერესო იქნება ჩემი კვირის დღიურები რეიტინგული სააგენტოს livepress.ge-ის მკითხველისათვის, მითუმეტეს დღიურის წერის არანაირი გამოცდილება არ მაქვს, თუმცა ვასრულებ გერონტის დავალებას და შევეცდები ჩემი კვირის მოვლენები გაგიზიაროთ.

კვირის ნებისმიერი დღე ძალიან მიყვარს, რადგან ყოველიდღე ახალი შესაძლებლობებისა და გამოწვევების, ბრძოლებისა და გამარჯვებების მომცემია, მაგრამ განსაკუთრებულად მიყვარს ორშაბათი. ჩემთვის, ორშაბათი ასოცირდება ცვლილებებთან, სიახლეებთან... ძალიან მიყვარს სიახლეები და ცვლილებები, მზად ვარ მივიღო, რადგან მჯერა, სიახლეები გარკვეული საწინდარია წარმატებებისათვის. ადამიანი უნდა იყოს გახსნილი სიახლეებისა და ცვლილებებისათვის, რაც მას მოუტანს პიროვნულ განვითარებას.

 

ყოველდილით ვცდილობ შევიქმნა პოზიტიური განწყობა, რათა დღის განმავლობაში სხვა ადამიანებზეც დადებითად იმოქმედოს ჩემთან ურთიერთობამ. როგორც წესი, დღის განმავლობაში ძალიან ბევრ ადამიანს ვხვდები და მნიშვნელოვანია, ეს შეხვედრები შედეგიანი იყოს. დილის განწყობის შექმნაში მეხმარება ჩემი 5 „მწვანე“ მეგობარი - ჯუჯა, ეკალა, მექსიკელი, ირემა და ლიმონა ეს ჩემი სახლის მცენარეებია. დილით, თავის მოწესრიგებისთანავე, მცენარეებთან მივდივარ, ვრწყავ, ვეფერები... ძალიან დიდ სიხარულს მგვრიან ჩემი მეგობრების, როცა იწყებენ ყვავილობას, განსაკუთრებულად მიყვარს ლიმონა. ზაფხულში, ბათუმის უღელტეხილზე ვიყიდე დეკორატიული ლიმონი, რომელსაც საგულდაგულოდ ვუვლიდი და შედეგიც სახეზეა - ლიმონამ ნაყოფი გამოიღო და ველოდებით მის დამწიფებას. რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია დილა ყავის გარეშე.

 

ორშაბათს, მოულოდნელად გავიგე, რომ თბილისში გამგზავრება მიწევდა. გადავწყვიტე საკუთარი მანქანით გავმგზავრებულვიყავი. თუმცა მანამდე, რამდენი ზარი განხორციელდა ჩემთან, საქმიანი ზარი... რამდენიმე მათგანი, არცთუ ისე სასიამოვნო იყო, მაგრამ ეს ჩემს ოპტიმისტურ ხასიათს ვერაფერს დააკლებდა და მეც უფრო დიდი შემართებით მოვაგვარე რამდენიმე საქმე. დაახლოვებით სამი საათისთვის, მე და ჩემი ახლობლები - მიქაიები გავემგაზვრეთ თბილისში.

 

გზად რამდენჯერმე შევჩერდით, ძალიან დამღლელია ჩემთვის დიდ გზაზე მანქანის ტარება და დღითიდღე ვრწმუნდები, რომ მძღოლობა ჩემი საქმე არაა. ამიტომაც, ჩემს უმცროს ძმას ვანოს დაჟინებით ვთხოვ მართვის მოწმობის აღებას. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი დადებითი მხარე და ჩვენც ვათვალიერებვდით გზისპირა ხედებს. თბილისშ მშვიდობიანად ჩავედით. ჩასვლისთანავე დავუკავშირდი მეგობრებს. მოვინახულე ირინა ყალიჩავა... ძალიან მიყვარს ეს ადამიანი, არამარტო იმიტომ რომ გემრიელ კერძებს ამზადებს, არა!! )) მართლა კარგი ადამიანია, მასთან საუბარი მამშვიდებს. ირინამ შემომთავაზა უკრაინული ბორშჩი, ნუ, რა თქმა უნდა, უარს ვერ ვიტყოდი. ნებისმიერ მზარეულს უყვარს, როცა მის მიერ მომზადებულ კერძს მოუწონებენ, თუმცა ეს ბორშჩი გულწრფელად მომეწონა და შევაქე ირინა.

 

შემდეგ დავუკავშირდი ჩემს მეგობარს მიხეილ კუჭუხიძეს. გავუარე თამარაშვილზე, რის შემდეგაც გავედით „კოლმეურნეობის“ მოედანზე, სადაც მანქანა გავაჩერეთ და ფეხით გავისეირნეთ შარდენამდე. ჩამოვჯექით ერთ-ერთ კაფეში. დიდი ხანია მიშა არ მინახავს და ბევრი რამნ გვქონდა ერთმანეთისთვის სათქმელი. მიშა არის „ცოტნე დადიანის დარბაზის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და აქტიური წევრი, მისი გადაწყვეტილებები პირდაპირ აისახება ორგანიზაციის მომავალზე, წარმატებებზე. ჩვენ ვისაუბრეთ „დარბაზის“ საერთაშორისო მიმართულებით საქმიანობაზე. ამ მხრივ ორგანიზაციის საქმიანობა მეტნაკლებად აქტიურია, თუმცა ვგეგმავთ ინგლისში გამგზავრებას და სწორედ ამ საკითხზე ვიმსჯელეთ. ასევე, ვისაუბრეთ ლიდერობაზე, მენეჯმენტსა და მის მნიშვნელობაზე როგორც ადამიანისთვის, ასევე ორგანიზაციისათვის ზოგადად. ვისაუბრეთ, განათლების მნიშვნელობაზე - მე მთელი გულით მინდა წავიდე სასწავლებლად ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში პოლიტიკური მეცნიერების მიმართულებით, აუცილებლად მივაღწევ ამას. ერთი სიტყვით, მიშასთან საუბრით ყოველთვის დადებითი ენერგიით ვიმუხტები. მჯერა, რომ მიშა იქნება წარმატებული ადამიანი და მეიმედება არამარტო როგორც კარგი მეგობარი, არამედ კარგი საქმიანი პარტნიორიც მომავალში.

 

ბოლოს, გამოვედით კაფიდან, მივედით მანქანასთან და შევამჩნიეთ, რომ უკანა საბურავი დაშვებული იყო!!! ეს ჩემთვის ნამდვილი დარტყმა აღმოჩნდა )) გარდა ტარებისა, არაფერი გამეგება მანქანის. მიშამ მოძებნა საბარგულში ე.წ. „დანკრატი“, საბურავი, მოვხსენით ხუთი ბოლტი და გახარებული ვარ , უნდა მოვხსნათ დაშვებული საბურავი და დავაყენოთ ახალი..... თუმცა დისკი გაჭედილა ბუდეში და ვერ მოვხსენით!!! შემოვიკრიბა ტაქსის მძღოლები - მიშველეთ, არაფერი გამეგება ამის-მეთქი, ტაქისტებმა ჩახედეს მანქანას ქვემოდან, სცადეს მოხსნა, თუმცა ვერც მათ შეძლეს, ჩვენ შეგვიძლია დავარტყათ დისკს ჩაქუჩი და მოვხსნათო, მაგრამ დისკს დააზიაბესო. მათ მიმასწავლეს სადღეღამისო ავტომომსახურებას ლაგუნა ვერესთან. ასე, დაშვენული საბურავით გავიარე მთელი რუსთაველი, ჩავედი გმირთა მოედნით ლაგუნაზე, ვიპოვე სადღეღამისო ავტომომსახურება, სადაც გამომიცვალეს სავურავი ღამის ორისნახევარზე. ამის შემდეგ მიშა დავსვი სახლში, მე კი წავედი ჩემს ბავშვობის მეგობრებთა კოტე მიქაიასა და იკაკო შალამბერიძესთან სტუმრად, უფრო სწორედ მათთან ვიშოვე თავშესაფარი ღამის გასათევად.:))

 

26 ნოემბერი, სამშაბათი


სამშაბათს დილით ადრე ავდექი. იკაკო უკვე სამსახურში იყო წასული. მე და კოტემ ვისაუზმეთ. დავურეკეთ გიორგი ყალიჩავას და ვთხოვეთ ჩვენთან მოსულიყო საბურთალოზე, საიდანაც ერთად უნდა წავსულიყავით ჩვენი ბავშვობის ძმაკაცების ბაჩი და ნიკა ძალამიძეების ბიძის გასვენებაზე გლდანში. ნიკა წარმატებული და საკმაოდ ცნობილი ფეხბურთელია, რომელიც ამჟამად პოლონეთში მოღვაწეობს. გიორგიც მალევე მოვიდა და ერთად წავედით გლდანში.

 

მე ხშირად მსმენია, რომ თბილისში რთულია მანქანით მოძრაობა, თუმცა ჩემთვის პირიქით აღმოჩნდა, ძალიან ვისიამოვნე. თუმცა „ლეგენდა“, რომ თბილისში დასწრებაზეა მანქანის ტარება, მართალი აღმოჩნდა  ორიდან ექვს საათამდე დავრჩით გასვენებაზე.

 

შემდეგ შევეხმიანე შოთა ნადარაიას. ამ ადამიანთან ერთად თბილისში ბევრი სასიამოვნო დრო გამიტარებია. შევთანხმდით შეხვედრაზე. შოთა, მე და კოკა ბუკია „პარასკევის ძმაკაცები“ ვართ, რა თქმა უნდა, სხვა დღეებშიც ვძმაკაცობთ, თუმცა რამდენიმე წელი ზედიზედ ყოველ პარასკევს ვხვდებოდით ერთამენთს დატვირთული სამუშაო კვირის შემდეგ და ხან მთაწმინდაზე, ხან ოქრო ყანაზე და ხან კიდევ სად ვქეიფობდით. ეს იყო ჩვენი ტრადიცია, იმჟამად მე სამ ტელევიზიაში ვმუშაობდი - პირველი არხი, მზე და ბოლოს იმედი, გადაცემა „ეტალონის“ პროდიუსერი ვიყავი, მადლობას ვუხდი გოჩა ტყეშელაშვილს. პარასკევი დღე ჩემთვის განტვირთვის დღე იყო. შოთას მეგობარ გოგოსთან ერთად საბურთალოზე შევხვდი, გავუარეთ მიშას, რომელთანაც რეზი დავითულიანი აღმოჩნდა და ერთად გავემართად თავისუფლების მოედნისკენ ბარ „დივანში“. შემოგვიერთდა კოლორიტი ზუგდიდელი - დიტო ჯიქიაც.  ვისაუბრეთ ბევრი, ცოტა დავლიეთ. მეგობრებმა დალიეს, მე მანქანა მიკრძალავს სმას რეზი „დარბაზის“ თავმჯდომარეა და მოკლედ დავსახეთ მომავალი გეგმებიც. მე ვამაყობ ჩემი მეგობრებით, განსაკუთრებით რეზი დავითულიანით, გიორგი ნარმანიათი , ამ ადამიანებს აქვთ საუკეთესო თვისებები, რა თქმა უნდა, ყველას აქვს მინუსი, მაგრამ ისინი არიან მომავალი მენეჯერები, მომავალი ლიდერები, საუკეთესო მეგობრები. ბოლოს, ყველე გავიყვანე სახლში. და კვალვ, თავშესაფარში გავემართე კოტესა და იკაკოსთან.

 

27 ნოემბერი, ოთხშაბათი


ოთხაბათს დილით ჩემს ნათესავებთან ბაღათურიებთან მივედი სტუმრად. ამ ადამიანებს აქვთ ავტონაწილების ბიზნესი, საბურავები და სხვა ნაწილები დააქვთ იაპონიიდან. როლანდი ძიამ წამიყვანა საკუთარ ავტომომსახურების ცენტრში, შევაკეთეთ ზემონახსნები დაშვებული საბურავი, გზა დამილოცა და მეც კმაყოფილი დფავემშვიდობე. ოთხაშაბთს გამოვემართე მშობლიურ ზუგდიდში, თუმცა წამოსვლამდე თბილისში ახალმშენებარე რამდენიმე ბინა დავათვალიერე, დიდი ხანია თბილისში გვნიდა ბინის შეძენა და უახლოეს მომავალში ეს საკიტხი გადასაწყვეტია. ასევე,  მე და მიშამ გავუარეთ ჩემს უსაყვარლეს ადამიანს ციცო დეიდას, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა საცხოვრებლად პეტერბურგიდან საქართველოში. ზოგადად,  ძალიან მიყვარს ადამიანებთან საუბარი, თუმცა არიან გამორჩეულად კარგი მოსაუბრეები, რომელთანაც საუბარი ძალიან ბევრის მომცემია. ასეთი ჩემი ციცო დეიდა!!! ვისაუბრეთ ადამიანზე, მის თვისებებზე, საქართველოზე, ყველაფერზე, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ციცო გაგვიმასპინძლდა ცნობილი ბელას ტორტით, მიყვარს ტკბილეული და განსაკუთრებვით უცნობი ბელას ტორტები  დავემშვიდობე ციცო დეიდასაც და წამოვედი ზუგდიდში.  როგორც კი გამოვცდი გორს, ძლიერი წვიმა დაიწყო... ძალიან მიყვარს წვიმაში ტარება, ჩავრთე პავაროტი, კარერასი, კლაპტონი, თუფაქი და მთელი გზა სიამოვნებით გამოვიარე. სენაკის შესასვლელთან დამირეკა მერაბ ქვარაიამ, მომიკითხა, მეც მოვიკითხე მერაბი და ბატონი მერაბის მეუღლე - უმშვენიერესი ქალბატონი ქეთი ყიფიანი, რომელიც ჩემი უფროსი მეგობარია. გამორჩეული, დახვეწილი ადამიანი. ხშირად მეუბნები მას, რომ მეგრელებს ორი გამორჩეულად კარგი რძალი გვყავს-მეთქი - ერთი ეკატერინე ჭავჭავაძე, მეორე ქეთი ყიფიანი. მერაბისა და ქეთისთან ერთად უკრაინაში ვიყავით ნომბრის შუა რიცხვებში, ძალიან სასიამოვნო დრო გავატარეთ - მოვილოცეთ სიწმინდეები, შევხვდეთ ქართულ სათვისტომოს. ქეთის მიერ ჩემდამი გამოჩენილი ზრუნვა, იყო დედაშვილური, რაც ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს - დედაჩემი რამდენიმე წელია საზღვარგარეთ არის წასული. ერთი სიტყვით, ვამაყობ ქეთისთან მეგობრობით, ბევრს ვსწავლობ მისგან.

 

დაახლოვებით ათი საათისთვის ჩამოვედი ზუგდიდში და პირდაპირ დასაძინებლად გავეშურე ))

28 ნოემბერი, ხუთშაბათი


ხუთშაბათის დილა მონატრებულ „მწვანე“ მეგობრებთან შეხვედრით დაიწყო. შემდეგ სკაიპით ვესაუბრე დედაჩემს, რომელიც პეტერბურგში ცხოვრობს დროებით. განვიხილეთ ბინის რემონტის საკითხები. დედაჩემი დარეჯან მესხი ზუგდიდში საკმაოდ ცნობილი პედაგოგია, ასწავლიდა ESM ზუგდიდის სკოლაში ათინათში, ასევე აფხაზეთის პირველ სკოლაში, თუმცა შემდეგ საზღვარგარეთ უნდა წასულიყო. უცხოეთში ცხოვრობს აგრეთვე ჩმი უფროსი ძმა დავითი, კერძოდ კი ლიტვაში - ვილნიუსში. მას ლიტველი მეუღლე ჰყავს - სანდრა ნავიცკაიტე. ძალიან მიყვარს სანდრა, საუკეთესო რძალია და ვამაყობ მისით. როგორც უკვე აღვნიშნე, დედაჩემი რამდენიმე წელია უცხოეთშია და ძირითად სკაიპით ვურთიერთობთ. დედას დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს განათლებაში, ახლაც ძალიან მეხმარება და მხარში მიდგას, ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის „ცოტნე დაიდანის დარბაზის“ დაფუძნებაში  მინდა ვუსურვო დედაცმს ჯანმრთელობა და ბედნიერება.

 

დღის მეორე ნახევარში გიორგი წიფუას შევხვდი, რომელსაც ძალიან კარგი პროექტი აქვს ზუგდიდის მუნიციპალიტეტთან დაკავშირებით. იგი GIS-ის სპეციალისტია და  უნდა შექმნას გარკვეული მონაცემთა ბაზა ზუგდიდის შესახებ. ამ პროექტის შესახებ ვესაუბრეთ ანა ქოჩუას „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის წარმომადგენელს. ანიც ჩემი მეგობარია, ჩემი ძმაკაცის გიორგის და  შემდეგ ავედით ბატონ მერაბ ქვარაიასთან სამსახურში და გიორგიმ მოკლედ გააცნო პროექტის არსი. ბატონმა მერაბიმ მოიწონა და გარკვეული რჩევები მოგვცა. ამ პროექტს მივაბამთ ზუგდიდის განვითარების ფონდს და იმედია გამოგვივა. ახლად დაფუძნბებული ზუგდიდის განვითარების ფონდი გადის საორგანიზაციოს საკითხების მოგვარების პროცესს და ძალიან მალე ზუგდიდელი საზოგადოება  დაინახავ ზუგდიდის განვითარების ფონდის კარგ, სასიკეთო საქმეებს. მერაბი, გიზო სართანია და ქალაქის სხვა მესვეურები მხარში უდგანან ფონდს, როგორც მთელი საზოგადოება, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ზუგდიდის გაანვითარება. ფონდის საქმიანობა ყოვლისმომცვლელი იქნება - ქველმოქმედება, დაგეგმარება და ა.შ. ფონდს ყავს კარგი მენეჯმენტის ჯგუფი - დავით შამათავა, თაზო ფაცაცია, გიორგი ჩიქოვანი, სიმონ პეტრიდის , მერი შენგელაია, გვანცა ბერიშვილი და ა.შ. მერაბისთან ასევე ვისაურბეთ სხვა თემებზეც. ამ ადამიანს უყვარს ზუგდიდი და მახსანდება აბრაამ ლინკოლნის სიტყვები - "მიყვარს იმ კაცის ნახვა ვინც ამაყობს იმ ადგილით, სადაც თავად ცხოვრობს. მიყვარს იმის ყურებაც, როცა თავად ადგილი ამაყობს მისი გაზრდილი კაცით." მერაბი ჩემი „მასწავლებელია“ ხშირად ვეკითხები რჩევებს, როგორც ახალგაზრდა ადამნიანს მასთნ ურთიერთობა, ჩემთვის უდიდესი გამოცდილების მომცემია და ამიტომაც, რითაც შემეძლება მეც  ვუდგავარ მხარში. მოკლედ, დავემშვიდობეთ მერაბის. გიორგი გახარებული იყო შეხვედრის შედეგებით და პროექტს საბოლოო სახეს მისცემს.

 

დღის ბოლოს, სახლში მოვიდნენ ჩემი უმცროსი მეგობრები. ძალიან მიყვარს ბავშვებთან ურთიერთობა. ბავშვები ყოველთვის გულწრფელად მესალმებიან და მეც სიყვარულით ვიხუტებ მათ. გვიან ღამამდე ვმუშაობდი პროექტზე „ლიდერთა საკვირაო სკოლა.“ ზუგდიდის წარმატებულ მოსწავლეებთან ერთად გვინდა დავაფუძნოთ, პირობითად, „ლიდერთა ლიგა“  და გავაერთიანოთ ჩვენი ქალაქისა და რეგიონის აქტიური ახალგაზრდები, შევქმნათ გარკვეული ინტელექტუალური ბირთვი, რომელიც მიმართული იქნება განვითარებისენ, კეთილდღეობისკენ. ამ საქმეს სათავეში უდგანან გუკა ბაძაღუა, ილო ვიჩია, ელენიკო კიკალია და სხვა წარჩინებული ახალგაზდრები. მჯერა, რომ ეს საქმე გამოგვივა.

29 ნოემბერი, პარასკევი

 

პარასკევს, შედარებით გვიან, 10 საათზე დაიწყო ჩემი დღე  რა თქმა უნდა, ყავით... ყავა - ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, შეიძლება ითქვას, ენერგიის ელექსირი  პარასკევს, გავისეირნე დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ას არის ჩვენი სავიზიტო ბარათი, ჩვენი - ხალხის მემკვიდრეობა! მე ვამაყობ, რომ ჩემს ქალაქში ასეთი საგანძურია და ის უნდა იყოს საერთო, სახალხო საკუთრება. ჩვენი მემკვიდრეობაა, რომლის მოვლაც თითოეული ჩვენგან მოვალეობაა... მიყვარს შემოდგომის ზუგდიდი, ქალაქის, ბოტანიკური ბაღის უზარმაზარი გაყვითლებულ-გაწითლებული ხეები, ფოთლების ხალიჩა ბოტანიკურ ბაღში - არის ამაში რაღაც განსაკუთრებულად ლამაზი ))

 

სახლში დაბრუნებულს, მომიწია სადილის მომზადება. სხვათაშორის, მიყვარს მზარეულობა, ძალიან ვერთობი ამ საქმიანობით. მეგობრებმაი იციან, რომ საკაომდ კარგადაც გამომდის მზარეულობა, მიყვარს ეგზოტიკური, უცხო კერძების მომზადება, ზაფხულში უფროსმა ძმამ მასწავლა ევროპული კერძების მომზადება და მეც ვამზადებ, რა თქმა უნდა, ჩევენებური კერძების მომზადებაც ვიცი)) შესამოწმებლად უნდა დავპატიჟო LIVEPRESS-ის სარდაქციო ჯგუფი.

 

პარასკევ დღეს, დილიდანვე შევამჩნიე, რომ თავისუფალი დრო ბევრი მექნებოდა. მიუხედავად მოღრუბული და წვიმიანი ამინდისა, მანქანა წავიყვანე გასარეცხად. სადაც დამყავდა ხოლმე, ის სამრეცხაო დაკეტილი იყო და სხვაგან მივედი. გავესაუბრე სამრეცხაოს თანბამშრომელს, ვისაუბრეთ ბევრი. საუბარში მეუბნებოდა, მეცნობი, მაგრამ ვერ ვიხსენებ საიდანო. ბოლოს გაახსენდა - ტელეკომპანია „ოდიშიდან“ ვეცნობოდი გამომომკითხა ყველაფერი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. მეც გავუზიარე ჩემი აზრი, საკმოდ კმაყოფილი ჩანდა და ბოლოს, ალბათ, ნიშნად პატივისცემისა თანხის ნახევარი გამომართვა.

 

სახლში დაბრუნებისთანავე, ავიღე წიგნი და შევუდექი კითხვას. კითხვისას, ადამიანი სულ სხვა სამყაროში გადადის, თავისუფლდება ყოველგვარი ამქვეყნიური, უფროსწორედ მის გარშემო არსებული პრობლემებისგან. ეს ტრანსფორმაცია, აძლევს ადამიანს საშუალებას გახდეს უფრო ძლიერი, გონიერი. ვეთანხმები აზრს, რომ ყველაზე დიდი იარაღი განათლებაა. მოვუწოდებ ყველას განთლების დაუფლებისკენ, კითხვისკენ, თვითგანვითარებისკენ. ბოლო პერიოდში, ვკითხულობ უფრო სამეცნიერო ლიტერატორას, განსაკუთრებით პოლიტოლოგიის სფეროდან.

 

დღის ბოლოს, ინტერნეტით ვუყურე ჩემს საყვარელ NATIONAL GEOGRAPHIC-ის დოკუმენტურ ფილმებს.

 

30 ნოემბერი, შაბათი

შაბათს, დილიდანვე გადავწყვიტე, რომ დღე ნაყოფიერად უნდა გამეტარებინა. დავიწყე პროექტებზე მუშაობა. რამდენიმე ადამიანისგან მივიღე შენიშვნა, რომ არ ვაქტიურობთ ძველებურად სკოლებთან ურთიერთობებში. მათ შორის იყო, ნანა ქობალია. ნანასთან ხშირად ვსაუბრობ განათლებაზე, კულტურულ ღონისძიებებზე და ა.შ. ვერ დაასახელებს ადამიანი წიგნს, რომელიც ნანა არ ჰქონდეს წაკიტხული ))  საკმაოდ კარგი პროექტები ჩავატარეთ სკოლებში, მარავალი სემინარი, ტრენინგი. არ გვინდა განვიმეოროთ და ახალ პროექტებზე ვმუშაობთ.

 

საახალწლოდ დარბაზმა უნდა ჩაატაროს გაფართოვებული სხდომა. ზუგდიდის კულტურისა და განათლების სფეროში მოღვაწე ადამიანებს მოვიწვევთ, გავაცნობთ ერთწლიან სამუშაო კონცეფცია, ჩავაბარებთ გასული წლის ანგარიშს. სამუშაო ბევრი, აუცილებლად უნდა მოვიწვიოთ მამუკა ჩარკვიანი, შევპირდი ზუგდიდელებს და უნდა შევასრულო.

 

მოკლედ, მთელი დღე ვმუშობდი და საღამოს მომაკითხა ნადირობიდან დაბრუნებული ლექსო გოგოხია, წამიყვანა სახლში, სადაც მეგობრები დაგხვდნენ და გაიშალა ქართული სუფრა )) ბიჭებმა ვერაფერი მოინადირეს. ზოგადად, მიყვარს, რასაკვირველია, ქართული სუფრა, ქართული ქეიფი, მაგრამ ზომიერება არ ვიცით ამ საქმეში. ზომიერება ყველაფერშია საჭირო, თუ ადამიანს უნდა თავი კომფორტულად იგრძნოს. კარგი სადღეგრძელოები წარმოთქვა თამადამ, ლექსები და სიმღებიც არ დავაკელით. ერთი სიტყვით ყველაფერი კარგად, სასიამოვნოდ დამთავრდა. შევთანხმდით, რომ ხვალ სანადიროდ წავალთ.

 

1 დეკემბერი, კვირა


დადგა ზამთარი... იმედია წვიმა ნაკლებად იქნება, უფრო მზიან დღეებს ვისურვებდი, თუმცა, რა თქმა უნდა, ზამთარში თოვლი ყველას გვახარებს და იმედია, თოვლიც იქნება ))

 

დღეს შიდსთან ბრძოლის დღეა! ზუგდიდში არის აქტიური არასამთავრობო ორგანიზაცია „ქსენონი“, რომელიც საკუთარი აქტივობებით ყველაფერს აკეთებს ჩვენ საზოგადოებაში შიდსით დაავადებულთან მიმართ არსებული სტიგმის დასამსხვრელად. შიდსი საერთო პრობლემაა და მიუხედავად იმისა არის თუ არა ადამიანი ამ სენით დაავადებული, უნდა იბრძოლოს მისი დამარცხებისათვის. გისურვებთ ჯანმრთელ და დღეგრძელ სიცოცხლეს!

 

კვირა დღე მძიმედ დაიწყო... )) წინა დღის ქეიფი, ყოველთვის ტოვებს კვალს, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, ჩემთვის არცთუისე სასიამოვნოა. გადავწყვიტე გადამედო სანადიროდ წასვლა და სახლში დამესვენა. ლექსომ მომაკითხა, წავიდეთო დღეს მოვინადიროთო რამე და დღის ბოლოს კვლავ ვიქეიფოთო. ჩვეული დიპლომატიით, ლექსოს უარი ვუთხარი და წარმატებული  ნადირობა ვუსურვე. ნაბახუსევზე, ყველაზე კარგი „წამალი“ ჩემი გამოცდილებით სოკოს სუპია. არ დავაყოვნე და ერთ-ერთი რესტორანში შუვუკვეთე, თავიც მალევე უკეთ ვიგრძნი))

 

დღეს, ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ვიდეორგოლი ვნახე, სადაც ცნობილი სპოტრსმენები სიკეთეებს აკეთებენ. ძალიან შთამბეჭდავი კლიპია. ადამიანურობა ადამიანმა ყოველთვის, ყველა საქმეში უნდა გამოავლინოს. მე მწამს ადამიანის კეთილი ბუნებს, მწამს, რომ ადამიანი კეთილი საქმეების კეთებისათვისაა შექმნილი. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ შემოქმედები, ჩვენზეა არჩევანი - გავაკეთებ სიკეთეს თუ პირიქით. წრფელი, გაუაზრებელი სიკეთე, ასწილ უფრო აღმაფრთოვანებელია. უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რომ ჩვენ გარშემო ძალიან ბევრ ადამიანს სჭირდება ჩვენი კეთილი საქმე, თუნდაც სიტყვა, რათა თავი უკეთესად იგრძნოს. არ უნდა დავიშუროთ არც ენეგრია, არც ნებისმიერი სახის რესურსი ადამიანზე ზრუნვისათვის.

 

დღესაც ძირითადი დრო კითხვას დავუთმე. ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფალი აზროვნება, განსაკუთრებით ჩვენი საზოგადოებისა და ახალგაზრდების პიროვნული ზრდისთვის. ჩვენზე, ახალგაზრდებზე ბევრი რამაა დამოკიდებული. ამიტომაც, ვფიქრობ, უნდა ვიყოთ ინტელეტუალურად ძალიან ძლიერები, რათა შევძლოთ ფეხის აწყობა მუდვიმად განვითარებად თანამედროვე სამყაროსთვის. სამწუხაროდ, ახალგაზრდები ბევრ დროს უქმად ვკარგადთ, არადა შეიძლება მყარი ფუნდამენტი ჩავუყაროთ ჩვენს წარმატებას, საბოლოო ჯამში საზოგადოებისა და ქვეყნის წარმატებას. ძლიერი, წარმატებული მოქალაქეები ძლიერი სახელმწიფოს სტრუქტურული ნაწილები არიან. პასუხილმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქე, თავისუფალი აზროვნებით დაჯილდოვებული ახალგაზრდრა ადამიანებმა საკუთარი წვლილი უნდა შეიტანონ საზოგადოებრივ განვითარებაში. ამიტომაც უნდა დავძლიოთ სიზარმაცე და განათლებას მივაქციოთ დიდი ყურადღება.

 

მთელი კვირის განმავლობაში, ჩვენი საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდა - მოხდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება. მინდა, ვუსურვო საქართველოს ევროპულ ოჯახში ღირსეული ადგილის დამკვიდრება. ევროპასთან კულტურული, ეკონომიკური, სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობების დამყარებას საქართველო ისტორიის განმავლობაში არაერთხელ ცდილობდა, ამის მტკიცებულებებად უნდა მივიჩნიოთ ფარსმან ქველის ვიზიტი რომში, ქართველი მეფეების წერილები ევროპელი მონაქრებისადმი, სულხან-საბას ვიზიტი ევროპაში, ცნობილია, რომ ევროპული ტიპის მმართველობის შემოღებას არაერთი ქართველი მმართველი ცდილობდა საქართველოს რეალობაში. მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა საზოგადოებამ მოახდინოს გარკვეული სინთეზი, შერწყმა წარსულისა და თანამედროვეობის, ეროვნული იდენტობის შენარჩუნებით,  თანამედროვეობის მიღწევების დამკვიდრება. ამას კარგად ამჩნევდა ნიკო ნიკოლაძე, რომელიც მიიჩნევდა,  რომ „ევროპის მოწინავე ერები განვითარების ეროვნულ მოდელს ჰქმნიდნენ, ამასთან ითვალისწინებდნენ უცხოურ დადებით გამოცდილებასაც.“ ცნობილია უდიდესი ქართველის ილია ჭავჭავაძის დამოკიდებულება საქართველოს „ევროპეიზაციის“ შესახებ. ვგრძნობ, რომ გადავუხვიე გენკას თხოვნას, მაგრამ ეს არის ჩემი დღევანდელი ფიქრი)) ზოგადად, მიყვარს ფიქრი) ერთი სიტყვით, ვუსურვებ საქართველოს, ქართველ საზოგადოებას მხოლოდდამხოლოდ წინ სიარულს, ვულოცავ ნაბიჯს ევროპისკენ, ეს მართლაც ქართველთა ისტორიული არჩევანია.

 

საღამოსკენ  ჩემი მეგობარი თაზო ფაცაცია მესტუმრა... ბევრი ვისაუბრეთ, ძირითადად ზუგდიდის განვითარების ფონდის შესახებ. დავსახეთ გეგმები, რამდენიმე პროექტის მონახაზი შევქმენით.

 

ასეთი იყო ჩემი ერთი კვირა. მინდა გითხრა ძვირფასო მკითხველო, რომ ეს კვირა ჩემთვის უჩვეულოდ მშვიდი აღმოჩნდა, თუმცა ზოგჯერ ადამიანს ენატრება სიმშვიდე. პირველად დავწერე დღიური, მომეწონა ეს გამოცდილება. ვფიქრობ, ჩვევად მექცევა და მომავალშიც დავწეწერ ჩემთვის დღიურს.

 

გისურვებთ ყველაფერ საუკეთესოს! იყავით ბედნიერები, დაისახეთ მიზნები და იშრომეთ, რომ ღირსეულად მიაღწიოთ მათ! წარმატება თავდადებით მოიპოვება, იყავით გამორჩეულები და წარმატებულები!

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საბჭოთა რეპრესიები
ვიდეო
თხილი ხარისხით ფასდება [ვიდეო]
სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.
27 წლის თვითნასწავლი ოსტატი ურთიდან [ვიდეო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში
კოსმოსში გაფრენაზე მეოცნებე პლანეტების მოყვარული 9 წლის ბიჭი [ვიდეო]
კოსმოსი, პლანეტები, გალაქტიკა, უჩვეულო ღრუბელი
ვლაქერნობა ზუგდიდში [ვიდეო]
ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა ზუგდიდში ტრადიციულად მსვლელობით დაიწყო.
ფოტო
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მესტიელი გიდი ტურისტებს ქორულდის ტბებზე ეპატიჟება [ფოტო]
სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის „გაატარე ზაფხული
იდლიანი - სოფელი სვანეთში [ფოტო]
იდლიანი 150-კომლიანი თემია მესტიის მუნიციპალიტეტში.
გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტების ემოციები [ფოტო]
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეიდან დაიწყო.
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.