ცოცხალი ისტორიები
გოჩა ლაგვილავა - სამოქალაქო აქტივისტი
FaceBook Twitter
E-mail Print
გოჩა ლაგვილავა არის სამოქალაქო აქტივისტი.

 


...


„ლაივპრესის“ დღიურებს ყოველთვის ვკითხულობდი და გამოგიტყდებით, რომ მეც მინდოდა დამეწერა ერთ კვირაში ჩატეული ჩემი ცხოვრება, თუმცა როდესაც მივიღე წინადადება „ლაივპრესის“ მენეჯერისაგან, დავფიქრდი თქვენთვის რამდენად საინტერესო იქნებოდა ჩემი ცხოვრების რიტმი, მაგრამ მაინც ჩავრთე კომპიუტერი (კალამი მოვიმარჯვე) და ვიწყებ ბეჭვდას (წერას).

მიყვარს ყველა ორშაბათი... დღევანდელი განსაკუთრებით საინტერესოსთან ერთად მნიშვნელოვანიც იყო. შიდსთან ბრძოლის კვირეულითან დაკავშირებით კონფერენციაზე ვიყავი მიწვეული, სადაც რეგლამენტით ბოლო გამომსვლელი ვიყავი კვირეულის ფარგლებში ჩატარებული აქტივობები, რომ შემეჯამებინა. ჩვენი ქალაქი მეორე ადგილზეა აივ ინფექციით ინფიცირებულების მაჩვენებლით, ამასთანავე დიდია სტიგმისა და დისკრიმინაციის შემთხვევები, ამიტომ კვირეულის დაწყებამდე მაქსიმალურად ვცდილობდით ჩამერთო ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები ვინც ახორციელებს აივ/შიდსის პროექტებს. დღეს კი ყველას ერთად კონფერენციაზე დიდი მადლობა გადავუხადე თანამშრომლობისთვის, შიდსთან ბრძოლის კვირეულში აქტიურად ჩართვისთვის და პრობლემის ერთობლივი ძალებით შეჭიდებისათვის. ჩვენ ერთად შევძლებთ ამ ინფექციის სტატისტიკური მაჩვენებელი დავიყვანოთ ნულამდე! (ხმამაღალი ნათქვამია, თუმცა შესაძლებელი). კონფერენციის შემდეგ ბანკეტი გვქონდა, სადაც თამადა ვიყავი. ვაღიარებ, არ გამომდის კარგად თამადობა და არ გამოვირჩეოდი მჭერმეტყველური სადღეგრძელოებით.


საღამოს მარტო დავრჩი... გადავწყვიტე მარტო მესეირნა. ქალაქის ცენტრში საახალწლო გრილიანდებს ამონტაჟებდნენ. მიყვარს ახალი წლის მოახლოვების შეგრძნება და სამზადისის ყურება, მაგრამ დღეს ძალიან აცივდა და სახლში წასვლა ვარჩიე. გზაში პოლონელმა მეგობარმა გაბრიელამ მომწერა, რომ ხვალ შევხვდეთ და სადმე ყავა დავლიოთო, მეც დავთანხმდი.


...


ნახევარი საათია რაც სახლში მოვედი და ერთი სული მქონდა როდის დავიწყებდი დღიურის წერას. გარეთ გავიყინეთ მე და პოლონელი მეგობარი. მეგობრები გავაცანი და ერთად ერთ-ერთ ბარში ჩამოვსხედით. დღეს რამდენჯერმე დააპირა თოვა, მაგრამ ვერ გაბედა.


დილით დამეზარა ადრე ადგომა, დღის პირველი ნახევარი სახლში გავატარე. მერე კი მეორე სახლში „ათინათში“ წავედი. 15:00 საათზე შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდში სტაჟიორებთან შეხვედრა მქონდა დაგეგმილი, სტაჟიორების წარმატებით გავლისთვის სერთიფიკატები გადავეცი. ძალიან გამიჭირდა მათთან დამშვიდობება, ენერგიული და ნიჭიერი ახალგაზრდები არიან და მიხარია ჩემს ქალაქში რომ ცხოვრობენ. რუხის საჯარო სკოლის სამოქალაქოს მასწავლებელმა ხვალ ტრენინგის ჩატარება მთხოვა და დღიურის წერას დღეს მალე მოვრჩები, ტრენინგისთვის საჭირო მასალები, რომ მოვამზადო.


სამშაბათმა პოზიტიურად ჩაიარა, დღეს ალბათ ათასსზე მეტი მადლობა გადავუხადე ახლობელ ადამინებს. დილიდან უამრავი ზარი და სმს შეტყობინება მომივიდა, სოციალურ ქსელებზე ვირტუალურ საჩუქრებთან ერთად თბილი და სიყვარულით სავსე მოლოცვები მივიღე.
დღეს ჩემი დაბადების დღეა.

 

...


დილით ადრე ავდექი, წამებში ჩავიცვი და ტაძრისაკენ გავიქეცი. დღეს ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეა. საუფლო დღესასწაულია და გილოცავათ ყველას! გზაზე ბავშვები გაყინულ ორმოებს ფეხით ამტვრევდნენ და მეც ბავშვობა გავიხსენე და ერთი-ორჯერ მეც მივბაძე.


წირვის შემდეგ „ალილოში“ დავაპირე წასვლა, დრო მქონდა სანამ რუხის სკოლაში ტრენინგის ჩასატარებლად წავიდოდი. გზად, შადრევანზე შევამჩნიე ნაძვის ხის მონტაჟს იწყებდნენ, მეგონა წელსაც არ გაიმეორებდნენ ამ შეცდომას, მაგრამ რეალობა თვალწინ მედგა, ნაბიჯი ვერ გადავდგი. მოვიფიქრე, რომ ბ-ნი მერაბის ნომერი გამეგო, მალევე გავიგე, დავურეკე და ვუთხარი ჩემი წუხილი, იქნებ წელს მაინც არ დაედგათ ეროვნულ სიმბოლოზე ნაძვის ხე. ბ-ნი მერაბი თბილისში იყო და ბ-ნ გიზოსთან მირჩია მივსულიყავი. ბ-ნი გიზო გაგებით მოეკიდა პრობლემას, რამდენიმე თანამშრომელს დაუძახა და სთხოვა, ნაძვის ხის მონტაჟი შეეჩერებინათ და გადაედოთ ხვალისთვის. გამგეობის თანამშრომლებს მამა გიორგის აზრიც გავუზიარე ნაძვის ხის ალტერნატიული ადგილის (დადიანების სასახლის შესასვლელთან), სადაც ბევრად უკეთესი იქნებოდა საახალწლო ზეიმების გამართვა. ქ-ნ ლილისაც გადაურეკეს და თანხმობა მივიღეთ მისგანაც. ჩვენი ეპარქიისგან წერილის შემოტანა მთხოვეს დღესვე გამგეობაში, რადგან დაპირების განხორციელება ხვალიდან რომ შემდგარიყო. გამგეობის თანამშრომლებმა საუბარში აღნიშნეს, რომ შადრევანს რომელზეც ჩვენი ქვეყნის დროშაა გამოსახული დემონტაჟს გაუკეთებენ მომავალ წელს, რამაც ორმაგად გამახარა, რადგან მასზე ძალიან ბევრი მოქალაქე ფეხით გადადის და შეურაცხყოფას აყენებს ჩვენი ქვყნის და ჩვენი რელიგიის სიმბოლოს. ვფიქრობ, ჩემი ქალაქის განვითარებაზე ფიქრი ამ დიდი პრობლემის მოგვარების შემდეგ უნდა დაიწყოს.

 

რუხში დროზე ადრე წავედი, გავიცანი მასწავლებლები და დირექტორი. ტრენინგზე ბავშვებმა იაქტიურეს. დრო ისე მალე გავიდა არ მიგვრძნია დაღლა.


საღამო დიდი ხნის უნახავ მეგობართან გიორგისთან ერთად კაფეში გავატარე, ჭიქა ყავასთან ერთად ბევრ საჭირბოროტო საქმეებზე ვისაუბრეთ.

 

...


ტელეფონის ხმამ გამაღვიძა, ჩემი ნათლულის - ანასტასიას მამა მსაყვედურობს გუშინ, რომ არ ვნახე. მეც მალე გამოვასწორე გუშინდელი „დანაშაული“ და მის სამსახურში „სმარტში“ წავედი. აქ ყოველთვის მიხარია მისვლა, დღეში რამდენჯერმე, რომ მივიდე ყველა დიდი სითბოთი მომიკითხავს, რაც ძალიან მსიამოვნებს ყოფილი თანამშრომლების მხრიდან. ამ ადგილს ერთ-ერთ ნათელ წერტილს ვეძახი ჩემს ქალაქში.


შ.დ.დ. ფონდის - კონსულტანტ-ტრენერი ირმა მირეკავს და ფონდში სასწრაფოდ მისვლას მთხოვს, ხელშეკრულებას ხელი უნდა მოვაწერო რომ მერე თბილისში გააგზავნოს. ფონდში რამდენიმე საათი დავრჩი. ტრენინგისთვის საჩვენებელი მასალები სხვანაირად გადავაკეთე და „ათინათში“ წავედი. 17:00 საათზე სხვადასხვა საჯარო სკლის მოსწავლეებს სემინარი „აივ/შიდსი და მიგრაცია“ ჩავუტარე ასოციაცია „ათინათისა“ და „PH INTERNATIONAL“-ის „სამოქალაქო განვითარებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ ფარგლებში.


სახლში წასვლამდე დადიანების სასახლის ეზოში შევიხედე, საახალწლო ნაძვის ხის მონტაჟი დაწყებული იყო...


...


სახლში ინტერნეტი არ არის, ტელეფონიც გამორთულია, რომ დავრეკო ოპერატორთან და გაასწოროს ხაზი. მოსაყოლიც ბევრი არ მაქვს. დღეს ოთხდღიან ტრენინგზე სიღნანღში დასწრება შემომთავაზეს, მაგრამ უარი ვთქვი, ჩემი ძმა და რძალი კიევში მიფრინავს და მინდა გავაცილო. დღის ქრონოლოგიას 15:00 საათიდან დავიწყებ. პოლონელმა მეგობარმა არასამთავრობო ორგანიზაცია „მერკურში“ დამპატიჟა, სადაც ოჯახურ ძალადობაზე ფილმის ჩვენება იყო დაგეგმილი. ესპანური ფილმი ძალიან მომეწონა და გამიჩდა სურვილი იუსტიციის სახლში, როცა ახლადაქორწინებულებს ულოცავენ ოჯახის შექმნას, საჩუქრად ეს ფილმი გაატანონ.


დღის ბოლოს ფიტნეს კლუბში წავედი და რელაქსაციისთვის საუნაშიც შევედი. ბოლო ორი თვეა რაც კლუბში დავდივარ და როცა თავისუფალი დრო მაქვს ყოველთვის იქ მივდივარ.


სახლში მისული ძმას და რძალს რჩევებს ვაძლევ კიევში, რომ ჩავლენ პირველრიგში სად წავიდნენ.

 

...


ჩემები (ძმა და რძალი) ბედნიერად ჩავიდნენ კიევში. ასევე ბედნიერად, მშვიდობიანად და იმ მიზნის ასრულებას (ევროკავშირში გაწევრიანებას) ვუსურვებ უკრაინელ ხალხს, ჩემ უკრაინელ მეგობრებს, რის გამოც რამდენიმე დღეა დგანან დამოუკიდებლობის მაედანზე და მშვიდობიან აქციებს მართავენ.


დღისით წინასწარ დაუგეგმავად ავღმოვჩნდი მეოთხე საჯარო სკოლაში, სადაც „ათინათს“ ფორუმი სახელწოდებით „ჩვენ ერთად შევძლებთ“ ჰქონდა. ფორუმის მიზანი მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობა თემის ადგილობრივი საჭიროებების კვლევა, პრობლემის გადაჭრის გზების მოძიება იყო. ფორუმის შემდეგ ქ-ნმა რუსუდანმა და ბ-ნმა გიამ სახლში დაგვპატიჟა. მიყვარს ათინათელებთან ყოფნა. დიდხანს ვერ დავრჩი სტუმრად, რადგან 18:00 საათისთვის სტაჟიორებთან, ჩემ უმცროს მეგობრებთან ერთ-ერთ ბარში შეხვედრა გვქონდა დაგეგმილი და მათ შევუერთდი.

 

ლაშამ, ნიკუშამ და სალომემ (გვაჯაიებმა) მანქანით გამომიარეს და მათთან სახლში წამიყვანეს. სახლში პატარა ქალბატონი, ჩემი ნათლული ანასტასია მღვიძარე დაგვხვდა. ბევრი ვკოცნე და ვეთამაშე, მერე ბედნიერი და გახარებული დავბრუნდი სახლში.


...


დღეს აღდგომის ტოლფასი დღე - კვირაა და მთავრდება ჩემი კვირის ჩანაწერებიც. დილით 09:30 გავიღვიძე და ივერიის ღმრთისმშობლის მშენებარე ტაძარში წირვაზე წავედი. წირვის შემდეგ მეორადი ტანსაცმლების მაღაზიებში შევედი, რამდენიმე დღეში სვანეთში ვაპირებ წასვლას და მინდოდა მეყიდა თბილი ფეხსაცმელი და ქურთუკი, მაგრამ ვერაფერი შევარჩიე.


მთელი დღე არაფერი გამიკეთებია ძილის, ტელევიზორის ყურების და კითხვის გარდა. ამინდსაც არაფერი გაუკეთებია წვიმის გარდა.


მინდა რომ ჩვენ, ადამიანებს სიყვარულის, წრფელი გულით ღიმილის და ერთგულება შეგვეძლოს ერთმანეთის მიმართ.
გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!


p.s. ვეცადე გულახდილი ვყოფილიყავი.


p.s. ტყუილად ვუსაყვედურე ამინდს - გარეთ ბარდნის...

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ვიდეო
ჰოლანდიური ნესვის სათბური ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ ცაიშში 65 წლის გენო ასათიანს ნესვი მოჰყავს.
ზუგდიდის „საარჩევნო ტურიზმის“ მადლი [ვიდეო]
არჩევნები დასრულდა და ქალაქი ნელ-ნელა უბრუნდება ჩვეულ რიტმს.
დამკვირვებელი ქალი, რომელიც არჩევნებმა პოპულარული გახადა [ვიდეო]
63 წლის ქეთევან სორდია ზუგდიდის სოფელ კახათში ცხოვრობს.
ცირკი ცხოველების გარეშე - აქცია ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდში ცირკის ცხოველების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.
არის თუ არა შრომითი უფლებები დაცული - გამოკითხვა
1 მაისი მშრომელთა საერთაშორისო დღეა.
ფოტო
ქვეყნის დამოუკიდებლობის 101-ე წლისთავი ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდელები საქართველოს დამოუკიდებლობის 101-ე წლისთავს აღნიშნავენ.
ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩებში საცობებია [ფოტო]
ზუგდიდის ბულვართან ცენტარლური გზების ჩაკეტვამ ქალაქში
ქვეითთა შეზღუდული უფლებები ზუგდიდში [ფოტო]
ქვეითთა უფლებები ზუგდიდში ხშირად ირღვევა.
პროტესტი ვენეციის კომისიის სახელით [ფოტო]
უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ
ქვეითთა წაშლილი გადასასვლელები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრში, საავტომობილო გზებზე ქვეითთა გადასასვლელები
მზარეულის მაგიდა
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
ფარჯიანების კუბდარი [ვიდეო/ფოტო]
კუბდარი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სვანური კერძია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.