ცოცხალი ისტორიები
კოკა გელენიძე - ოფთალმოლოგი, ქირურგი
FaceBook Twitter
E-mail Print
კოკა გელენიძე არის ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ოფთალმოლოგი, ქირურგი.

 


...

 

წინასწარ ვერ დაგეგმავ დღეს, ახალი დღე და წელიწადიც კი არაფერს მისცემს ადამიანს, თუ მას არაფერი აქვს თავის თავისთვის მისაცემი. ყოველი ახალი დღე ჩვენგან ელის თავის შინაარსს, ყოველი დრო ჩვენგან მოითხოვს ახალ სიტყვას და ახალ საქმეს. დრო თავისთავად ცარიელი სიტყვაა. იგი ჩვენს გარეშე არ არსებობს. დრო ცარიელი საწყაულია, რომელიც ჩვენგან ითხოვს მუდამ შევსებას. არა წელთა დაზიდულობა იძლევა წონას, არამედ შემოქმედების ხელმწიფეობა, თუმცა ვერ შეგპირდებით, რომ მე ყველაფერს სიმართლეს გეტყვით, რაც დღის განმავლობაში შეიძლება გადამხდეს, რადგან ეს დღიური ფართო მასებისთვის არის განკუთვნილი ჩემო გერონტი, და ვინაიდან და რადგანაც ადამიანს აქვს ყოველდღიურ ცხოვრებაში ის, რაც ფართო მასებისთვის არ არის განკუთვნილი, ბოდიში მომითხოვია :)

 

მოკლედ ასე:

08:10 am - ძალიან არ მინდა გავიღვიძო, მაგრამ სხვა გზა არ არის. ჩემი მაღვიძარა დაჟინებით მოითხოვს გავაკეთო ის, რაც ყველაზე ნაკლებად მინდა ამ მომენტისათვის, მაგრამ... 08:45 am გავედი სახლიდან (შინ აუცილებლად დავბრუნდები :) ) ჩავრთე black night (შავი ღამე) საყურისებში (ე.წ. ნაუშნიკები, რომლის გარეშეც ცხოვრება არ შემიძლია), თუმცა გარეთ სრულიად ნათელი და თეთრი დღეა. თოვლი მოსულა. ცხოვრებაში პირველად არ მინანია, რომ ფეხით დავდივარ სამსახურში, რადგან თოვლი ძალიან მიყვარს. ჩემი დღიურის პირველი დღეა და ალბათ ამიტომაც დეტალურად გიყვებით ყველაფერს, თუმცა გპირდებით, ხვალიდან შევამოკლებ და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ ორშაბათი არასაოპერაციო დღეა და მეტი დრო მრჩება წერისთვის.

 

09:10 am - დილის კონფერენცია - უნდა გავუფრთხილდეთ პაციენტებს, არაფერი განსხვავებული. კონფერენციის დასასრულს იგივე სიტყვები: „თუ რამე არ გნებავთ, დავამთავროთ“, თუმცა უკვე 10:15 am-ია, არც ისე უმნიშვნელო გამოდგა დღევანდელი კონფერენცია, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა. ოფთალმოლოგის კაბინეტთან საკმაოდ დიდი რიგი დამხვდა. უმეტესობა წინა კვირის ნაოპერაციევი პაციენტია. იმედი მაქვს, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, რადგან ჩემ დანახვაზე სახეზე ღიმილი ეტყობათ. მგონი მხედავენ. ერთად გავიარეთ შემოწმება: ხელოვნური ბროლი კაფსულაში, რქოვანა გამჭვირვალე, გუგა ცენტრალურად ე.ი. ჩვენ ვხედავთ მზეს, ეს ძალიან მახარებს. ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ გავეცით მთავარ კითხვას პასუხი: „ყოველს დღესა შენს თავს ჰკითხე, აბა დღეს მე ვის რა ვარგე“, პასუხი? „ყველა ადამიანი უნდა ხედავდეს მზეს“ (ვ.პ.ფილატოვი). კარგია, რომ ეს სიტყვები მართლდება.

 

...

 

ისევ მაღვიძარა, ისევ black night, ისევ დილის კონფერენცია (დრო იხილეთ ზემოთ). დღეს კვირის პირველი საოპერაციო დღეა. საოპერაციო ბრიგადა მზად არის. ვიწყებთ პაციენტების საოპერაციოდ მომზადებას. ამ საქმეს ღელვა ახლავს და მეც ცოტათი ვღელავ, თუმცა დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება. რაც შეიძლება სწრაფად მინდა შევიდე საოპერაციოში, იმისთვის, რომ დავმშვიდდე, ისევე როგორც მსახიობი თავისუფლდება ემოციებისაგან სცენაზე გასვლისას. ოპერაციებმა კარგად ჩაიარა, გართულებების გარეშე. რა თქმა უნდა დავიღალე, მაგრამ სახლში ჩემი ანტიდეპრესანტი, ჩემი შვილი - ლიზა მელოდება, ეს სრულიად საკმარისია, რომ რთული და გადატვირთული სამუშაო დღის შემდეგ აღვიდგინო ძალები. ზუგდიდის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო „რესპუბლიკა"-დან სახლში და - ლიზა. ყველაფერი რიგზეა. „ხვალემ იზრუნოს ხვალისა“. დღეს მხოლოდ ლიზაზე მეფიქრება.

 

...

 

დილით გუშინდელი ნაოპერაციევი პაციენტები დამხვდნენ. როგორც წესი დათქმულ დროზე ადრე მოდიან, იმის მოლოდინში, რომ რაც შეიძლება ადრე მოვხსნა საფენი თვალიდან, რათა „ახალი თვალებით“ შეხედონ სამყაროს :) ზოგი ემოციურად გამოხატავს სიხარულს, ზოგს ემოცია არ ეტყობა, თუმცა მადლობა ღმერთს ყველაფერი რიგზე და თავის ადგილზეა. პოსტოპერაციული დანიშნულება ყველას მივეცი და შინ გავუშვი. ამასობაში დღევანდელი საოპერაციო პაციენტები მედდებმა საოპერაციოსკენ გააქანეს. მალე ოპერაციებს დავიწყებთ. შემოგვაღამდა საოპერაციოში, თუმცა ვიმედოვნებ, ხვალ ყველა პაციენტი კარგად იქნება. ახლა უკვე თავისუფლად შეიძლება კარგი ლუდის დალევა :) კარგი ცოცხალი მუსიკის მოსმენა, რომ სადმე შეიძლებოდეს ჩვენს ქალაქში სიამოვნებით წავიდოდი, (იმედია მალე გვექნება ასეთი ადგილი) მაგრამ ამჯერად მხოლოდ ლუდს უნდა დავჯერდე მეგობრებთან ერთად.

 

...

 

ოთხშაბათის ოპერაციებიც საკმაოდ წარმატებული გამოდგა. კარგად მხედავენ. ბრიგადა ისევ მზად არის... ჩემ ერთ-ერთ პაციენტს ორივე თვალზე კატარაქტა აქვს. თითქმის საერთოდ ვერ ხედავს. დავიწყეთ ოპერაცია... რამდენიმე წუთი და შედეგს ალბათ მივიღებთ. ოპერაციის პროცესმა კარგად ჩაიარა. ოპერაციიდან ნახევარ საათში თვალის საფენი მოვუხსენი და მოხუცის ემოციებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მე დღეს კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ ყველა ადამიანი ნამდვილად უნდა ხედავდეს მზეს. კიდევ ერთხელ დავამარცხე სიბნელე (რომელსაც ყოველდღიურად ვებრძვი, როგორც ადამიანების თავებში, ასევე ადამიანების თვალებში :) ) და კიდევ ერთხელ გავიარე დერეფანი ჩემი კაბინეტისკენ გამარჯვებულმა. სულ ასე გამარჯვებულებს გევლოთ ჩემო ბრიგადის წევრებო. მე თქვენს გარეშე ვერაფერს შევძლებდი.

 

...

 

დილით ჩემი თელაველი კოლეგის ზარი შემოვიდა. თელავში ბევრი პაციენტი დაგროვილა. მომავალ კვირას მე და ჩემი ბრიგადა თელავში უნდა წავიდეთ ოპერაციების ჩასატარებლად. ყველაფერი შეთანხმებულია, თუ უგზოობამ ხელი არ შეგვიშალა. თურმე რიკოთზე და გომბორზე დიდთოვლობაა. დღეს შედარებით მსუბუქი დღეა. ოპერაციები არ გვაქვს, თუმცა ხვალინდელ პაციენტებს ვამზადებთ. ერთ-ერთმა პაციენტმა ძალიან გამახალისა, კლინტ ისტვუდს ჰგავს ძალიან, თუმცა ერთი განსხვავებით, ის ჰოლივუდშია, ეს კი ხვალ ჩემთან საოპერაციოში წამოვა, თანაც პირველი.

 

დღის მეორე ნახევარში რთული პაციენტი შემომივიდა ოკუპირებული აფხაზეთიდან, აფხაზი ეროვნების სოხუმელი ახალგაზრდა კაცი. სასწრაფოდ დავიწყეთ მკურნალობა, ალბათ დაახლოებით ორი დღით დარჩენა მოუწევს. ძალიან თბილი საუბარი გამოგვივიდა. აღმოჩნდა, რომ ძალიან ვგავართ აფხაზები და ქართველები ერთმანეთს. ბევრ რამეზე ვისაუბრეთ, მათ შორის აფხაზეთში არსებულ მედიცინის სფეროს დღევანდელ მდგომარეობაზე, თურმე მედიკამენტების პრობლემაც აქვთ, მაგრამ ეს არ არის პრობლემა, ჩვენ გავატანთ.

 

დღის ბოლოსკენ ლიზამ დამირეკა თავისი მენიუთი, რომელშიც პირველ ადგილზე „ემენდემსია“ :). შევპირდი, რომ ძალიან მალე მოვალ.

 

...

 

დღეს 6 ოპერაცია გვაქვს დანიშნული. დღევანდელი კონტიგენტი ძალიან რთულია. ჰიპერტონიკებით (მაღალწნევიანები) არის დაკომპლექტებული. ნებისმიერ დროს შეიძლება წნევამ პრობლემები შეგვიქმნას. დღეს ძალიან ბევრია დამოკიდებული ტატოზე, რომელმაც პაციენტების წნევა უნდა დამირეგულიროს. მის გარეშე ფეხს არ შევდგამ საოპერაციოში.

 

ოპერაციის დაწყებისთანავე მედდა გამომეცალა ხელიდან. მისი შვილიშვილი იბადება, თუმცა ქალბატონი სვეტას მაგივრობას ქალბატონი ეკა და ამინა გამიწევენ. ამინა მსოფლიოში სუპერ საოპერაციო მედდაა. მოკლედ, DREAM TEAM-ის გარემოცვაში ვარ და იმედია წნევებიც ვერაფერს დაგვაკლებს. მათი დახმარებით დღესაც, როგორც ყოველთვის, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ახლა მართლა შეგვიძლია დავისვენოთ. დღე ტატოსთან და გიოსთან რესტორანში დავასრულეთ. დიმამ კარგი გემრიელი ბლუზით გაგვახალისა.

 

...

 

დღეს კვირაა. სამსახურში 12 საათზე მივდივარ, გუშინდელი პაციენტები მელოდებიან და მერე დავისვენებ. დღემ გართულებების გარეშე ჩაიარა, მაგრამ ზუსტად ამ დღიურის წერის დროს ჩემმა ტელეფონმა კიდევ ერთხელ დარეკა და ჩემმა კოლეგამ ცუდი ამბავი მამცნო, ნეიროქირურგიის კორიფე ბატონი სლავა სექანია მოულოდნელად გარდაიცვალა, ძალიან შევწუხდი. მინდა მივუსამძიმრო მის ოჯახს და მთელ ზუგდიდს დიდი ადამიანის დაკარგვა.

 

ესეთი იყო ჩემი ერთი კვირა თავის ავით და კარგით, ერთფეროვნებითა და მრავალფეროვნებით, თუმცა მე კმაყოფილი ვარ. ყველაფერი რაც მოხდა, ალბათ უნდა მომხდარიყო, უბრალოდ ხომ არაფერი ხდება. ყველაფერს თავისი დრო აქვს.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ვიდეო
ჰოლანდიური ნესვის სათბური ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ ცაიშში 65 წლის გენო ასათიანს ნესვი მოჰყავს.
ზუგდიდის „საარჩევნო ტურიზმის“ მადლი [ვიდეო]
არჩევნები დასრულდა და ქალაქი ნელ-ნელა უბრუნდება ჩვეულ რიტმს.
დამკვირვებელი ქალი, რომელიც არჩევნებმა პოპულარული გახადა [ვიდეო]
63 წლის ქეთევან სორდია ზუგდიდის სოფელ კახათში ცხოვრობს.
ცირკი ცხოველების გარეშე - აქცია ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდში ცირკის ცხოველების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.
არის თუ არა შრომითი უფლებები დაცული - გამოკითხვა
1 მაისი მშრომელთა საერთაშორისო დღეა.
ფოტო
ქვეყნის დამოუკიდებლობის 101-ე წლისთავი ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდელები საქართველოს დამოუკიდებლობის 101-ე წლისთავს აღნიშნავენ.
ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩებში საცობებია [ფოტო]
ზუგდიდის ბულვართან ცენტარლური გზების ჩაკეტვამ ქალაქში
ქვეითთა შეზღუდული უფლებები ზუგდიდში [ფოტო]
ქვეითთა უფლებები ზუგდიდში ხშირად ირღვევა.
პროტესტი ვენეციის კომისიის სახელით [ფოტო]
უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ
ქვეითთა წაშლილი გადასასვლელები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრში, საავტომობილო გზებზე ქვეითთა გადასასვლელები
მზარეულის მაგიდა
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
ფარჯიანების კუბდარი [ვიდეო/ფოტო]
კუბდარი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სვანური კერძია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.