ცოცხალი ისტორიები
ნიკოლოზ აფაქიძე - ფეხბურთელი
FaceBook Twitter
E-mail Print
ფეხბურთელი

 

 

...


ჩვეულებრივ დაიწყო ჩემი დილა. დავლიე ჩაი და „ფეისბუკთან“ ვზივარ. ვეცნობი ახალ ამბებს, თან სიმღერებს ვუსმენ. მომდის შეტყობინება „ლაივპრესის“ მენეჯერისგან, რომ მონაწილეობა მივიღო ძალიან საინტერესო რუბრიკაში „ლაივ ისტორიები“. თუმცა მაეჭვებს, რამდენად საინტერესო უნდა იყოს ჩემი შვიდი დღე მკითხველისთვის, მაგრამ დავთანხმდი ამ გამოწვევას. მოკლედ, დღეიდან 7 დღე ვაწარმოებ დღიურს. „ფეისბუკზე“ ვარ ისევ და ვიღებ მილოცვებს ( თამაში მოვუგეთ ტორპედოს 1-2, ეხვაიას დუბლით. მადლობა მას:)

 

ყველას უკვირს, თუ როგორ მოვიგეთ ამდენი ხნის შემდეგ პირველად სტუმრად. მოკლედ ყველა გახარებულია, თან გაკვირვებული. ორის ნახევარზე ვარჯიში მაქვს, უნდა გავიდე... დავბრუნდი. სასიამოვნოდ ჩაიარა ვარჯიშმა. მოგებულმა თამაშმა იცის ეგრე. ძალიან მშია. შევჭამ და დავისვენებ... დამირეკა აჩიმ და მითხრა, რომ ჩვენს ძმაკაცს თემოს მეორე ვაჟკაცი ეყოლება დღეიდან. მოკლედ გავედი ბიჭებთან. საერთოდ, ყველაზე მეტად დროის გატარება მინდორს გარეთ, მეგობრებთან და სახლში მიყვარს... აჩისთან ვართ (ჩვენი მეორე სახლი). დროის ყველაზე დიდ ნაწილს აქ ვატარებთ. თბილი ოთახი, WIFI და რაც ყველაზე მთავარია რუსკას უკრაინული სამზარეულო:)) დღეს უკრაინული ბორშჩით გაგვიმასპინძლდა. დიდი მადლობა მას, ჩვენ რომ გვიძლებს:)) ფილმს ვუყურებთ ერთად „the intouchables". კარგი ფილმია... ათზე სახლში მივდივარ. გარეთ ძალიან ცივა. თან საკმაო მანძილია რუსთაველის ქუჩიდან სახლამდე... ვიღებ ტელეფონს და ვსაუბრობ. სახლში მისვლამდე დრო უფრო ჩქარა გადის ეგრე:))) უკვე სახლში ვარ. ჩაის დავლევ და დავიძინებ. ხვალ ვარჯიში მაქვს. მოკლედ, პირველი დღე მაქსიმალურად აღვწერე, რაც იყო. აბა ხვალამდე:).

...


დღეს მსუბუქი ვარჯიში გვქონდა. თამაშის წინ ეგრე გვაქვს ხოლმე. ვარჯიშიც მორჩა და ჯორჯს ვთხოვე ქალაქში გაყვანა, ბუცები მქონდა შესაკეთებლად და უნდა წამომეღო. ხუთ საათზე უკვე ბაზაზე ვართ მთელი გუნდი. საღამოს ვახშმიდან ვბრუნდებით და შევდივართ ჩვენს ოთახში. მე, კანკო და ბუხო ერთად ვართ. დგეს ჯორჯი გვაკლია, ტრამვას იშუშებს და ხვალ ვერ დაგვეხმარება... ხოო, ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს. თუ მოვიგეთ, ბოლო ადგილს ავცდებით, რაც კარგი იქნება წინასაახალწლოდ და უფრო მეტი შანსი გვექნება, რომ ორი თვის ხელფასი და პრემიები დაგვირიგონ...მოკლედ, ვემზადებით ხვალისთვის მთელი შემართებით. ახლა „beats" გავიკეთებ და სიმღერების ფონზე ჩამეძინება...

 

...


დღევანდელი დილა ათის ნახევარზე გაღვიძებით დაიწყო.. ვისაუზმეთ და უკვე ოთახებში ვართ. ვემზადებით 2013 წლის ბოლო თამაშისთვის. თორმეტზე გავდივართ განმუხურში თამაშზე. მოკლედ, სტადიონისკენ მიმავალ გზაზე ვართ. ცოტა არ იყოს არაკომფორტულია მატჩის წინ 30 კმ სიგრძის გზაზე მგზავრობა. მადლობა ამისთვის მათ, ვინც ხელი შეუწყო სტადიონის დანგრევას ქალაქში:). განმუხურში თამაში ცუდია გულშემატკივართა დასწრების მხივ. მართლა რთულია ასეთ მანძილზე სიარული. ზოგს მგზავრობის ფულიც არ აქვს. მინდა ბიჭების სახელით დიდი მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც მხარს გვიჭერენ და რა თქმა უნდა ჩვენს ფანკლუბ „აბრაგებს“. უკვე კახათში ვართ, ჩვეულებრივ ყურთსასმენებში ვუსმენ სიმღერებს. განწყობას ვიქმნი. ნიაზ დიასამიძის „ჩვენს სამშობლოს გაუმარჯოს“ - მეხმარება ეგ სიმღერა.

 

უკვე ავტობუსში ვზივარ. განმუხურიდან ზუგდიდისკენ მოვდივართ. თამაში მოვიგეთ 1-0 შოთა ლომიას გოლით. რა მაგარი შეგრძნებაა გამარჯვება. თითქოს არც დავღლილვარ, არადა ძალიან რთული თამაში იყო. მოკლედ ცუდად დაწყებული 2013 წელი პოზიტიურად დავასრულეთ.

 

...


დღევანდელი ჩემი დილა ეკლესიაში წასვლით დაიწყო. ყველას გილოცავთ ნიკოლოზობას. სამწუხაროდ წელს არ ვეზიარები. ეკლესიაში „ქანთა" და მუხრან ქარჩავაც ვნახე. მერე მე და „ქანთა" წავედით გუჯესთან, პატარა ნიკუშა წამოვიყვანეთ ეკლესიაში და ვაზიარეთ. წირვის დამთავრების შემდეგ გუჯეც მოვიდა და „ქანთას“ გავყევით ტექნოლუქსში, განვადება უნდოდა მაცივრის, თუმცა დიდი ხნის ლოდინის მიუხედავად დღეს მაინც არაფერი გამოგვივიდა.

 

ორისთვის ბაზაზე წავედით მე აჩი და „ქანთა“. დუბლების თამაში იყო. მათ ტრილერი შემოგვთავაზეს და 3-1 მიუხედავად 4-3 შეძლეს გამარჯვება. ყოჩაღ ბიჭებს. საღამო აჩისთან გავატარეთ, შემდეგ კი „ქანთამ“ „სმარტი“ „მიჯიგრა“ თავისი ხელფასიდან (მომესწრო უკვე). ცოტა ხანი მანდ ვიყავით, მერე კი „ქანთასთან“ წავედი სახლში. ამაღამ ქანთარიების ოჯახში ვრჩები.

 

...


ორზე გავიღვიძეთ მე და „ქანთამ“, მერე ჩაი დავლიეთ და გავედით აჩისთან. აჩის საქმე ჰქონდა ქალაქში, გავედით, „კანკოც“ ვნახეთ და შაურმაც მივირთვით, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ძალიან ცუდი იყო. ხუთ საათზე მე და მამიდაჩემი მივდივართ ჩვენი დეიდაშვილების, გამსახურდიების ოჯახში ლამარა ბებოს წლისთავზე. შემდეგ გუჯეჯიანებთან წავედით, ბიჭები მივულოცეთ, პატარა ილიკოს დაბადება... მოკლედ სუფრა გაიშალა. ჩვენც ცოტა დავლიეთ და „ჰანგოვერის“ დროც დადგა... წავედით თბილიში მე, „ქანთა" და აჩი...

 

...


გაგვეღვიძა ჩვენი მეგობრის, ლაშა კიტიას ბინაში. არასახარბიელო მდგომარეობაში ვართ, თუმცა მაინც თერთმეტზე გავედით „თბილისი მოლში“. „ლიბერთი ბანკისგან მესიჯი მომდის, რომ საჩუქრად მივიღე 1 800 ლარის განვადება ნებისმიერ ნივთზე და მეც შევუდექი ძებნას, თუ რა მჭირდებოდა. არჩევანი „აიფონ 5 გოლდზე“ შევაჩერეთ „ქანთას" დაჟინებული მოთხოვნით, თუმცა ჩემი შერჩეული სამშაბათამდე არ იქნებაო მაღაზიაში და მეც ლოდინი ვამჯობინე...

 

ჩამოვჯექით იქვე, „Khachapuri hut-ში" და ლობიანი დავაგემოვნეთ. ჰმ, ლაღიძის წყლებიც კარგი გამოდგა... შემდეგ ქარვასლაში წავედით, მაგრამ ამაოდ. „ქანთას" შესაფერისი ფეხსაცმელი აქაც არ აღმოჩნდა, მაგრამ მე ვიხეირე. ჩვენი გუნდის მეგობარმა და მართლა კარგმა ადამიანმა ხვიჩა წულაიამ „Dsquared" ჯინსები მაჩუქა, მადლობა მას...

 

ამასობაში შემოგვაღამდა. დავბრუნდით ბინაში და დავიწყეთ ფიქრი, თუ როგორ, რა უნდა გვექნა ღამის თბილისში.

 

...


უკვე მეორე დღეა ჩემი დილა პირველ საათზე იწყება. დასვენების დღეებმა იცის. დაგვირეკა ჩვენმა ძმაკაცმა ნიკა კვეკვესკირმა. ველოდებით, უნდა გამოგვიაროს და ერთად ვაპირებთ სუპერ თასის თამაშზე წასვლას ლოკომოტივზე. „ჩიხურა“ „დინამოს“ წინააღმდეგ. მატჩზე ერთი საათით ადრე მივედით, თან გვშიოდა. „კვეკვემ“ მაკდონალდსი“ „იკისრა“ და ჩვენც უკვე მზად ვიყავით თამაშის საყურებლად, თუმცა ისეთი სიცივე იყო, მხოლოდ პირველ ტაიმს ვუყურეთ. დავბრუნდით ბინაში. ბიჭებმა „ჯოკერი“ ითამაშეს, მე „აიპადით“ ვუყურე შეხვედრის მეორე ნახევარს. „ჩიხურამ“ მოიგო 1-0 და დაეუფლა სუპერ თასს. ვულოცავ ყოფილ გუნდელებს - გიორგი სომხიშვილს და გიორგი გაბედავას ამ ტიტულს. დღემაც ასე ჩაიარა.

 

კვირის ბოლო დღეა. ვასრულებ დღიურის წარმოებას. ვცდილობდი მაქსიმალურად ამეღწერა ჩემი დღე. მართალია ყველაფერი არ ჩამიწერია, მაგრამ ძირითადად ასეთი იყო ჩემი კვირა. წინასაახალწლოდ ხელფასების დარიგებას ველოდებით და იმედია მომდევნო კვირა უკეთესი მექნება.

 

მინდა ყველას მივულოცო დამდეგი შობა-ახალი წელი და აგრეთვე წარმატებები ვუსურვო  „ლივეპრესს“. საინტერესო იყო ერთი კვირა „ლაივ ისტორიებთან“ ერთად.

 

მადლობთ.

 

P.S. ჩემებმა არ იციან თბილისში რომ ვარ. მალე ჩამოვალ. უბრალოდ ზოგჯერ კარგია დასვენება და გაქრობა:)

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ვიდეო
ჰოლანდიური ნესვის სათბური ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ ცაიშში 65 წლის გენო ასათიანს ნესვი მოჰყავს.
ზუგდიდის „საარჩევნო ტურიზმის“ მადლი [ვიდეო]
არჩევნები დასრულდა და ქალაქი ნელ-ნელა უბრუნდება ჩვეულ რიტმს.
დამკვირვებელი ქალი, რომელიც არჩევნებმა პოპულარული გახადა [ვიდეო]
63 წლის ქეთევან სორდია ზუგდიდის სოფელ კახათში ცხოვრობს.
ცირკი ცხოველების გარეშე - აქცია ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდში ცირკის ცხოველების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.
არის თუ არა შრომითი უფლებები დაცული - გამოკითხვა
1 მაისი მშრომელთა საერთაშორისო დღეა.
ფოტო
ქვეყნის დამოუკიდებლობის 101-ე წლისთავი ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდელები საქართველოს დამოუკიდებლობის 101-ე წლისთავს აღნიშნავენ.
ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩებში საცობებია [ფოტო]
ზუგდიდის ბულვართან ცენტარლური გზების ჩაკეტვამ ქალაქში
ქვეითთა შეზღუდული უფლებები ზუგდიდში [ფოტო]
ქვეითთა უფლებები ზუგდიდში ხშირად ირღვევა.
პროტესტი ვენეციის კომისიის სახელით [ფოტო]
უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ
ქვეითთა წაშლილი გადასასვლელები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრში, საავტომობილო გზებზე ქვეითთა გადასასვლელები
მზარეულის მაგიდა
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
ფარჯიანების კუბდარი [ვიდეო/ფოტო]
კუბდარი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სვანური კერძია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.