ცოცხალი ისტორიები
მაია ღურწკაია - ზუგდიდის გამგებლის პრესსპიკერი
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი

 


...


ვერ ვიტყვი, რომ წერა ჩემი სტიქიაა, მაგრამ თუ დავიწყე, ძალიან ვრცელი და მსუყე სტატიები გამომდის. ამას ახლა, რასაც ყოველ დღე დღიურის წარმოება ეწოდება, პაატას თხოვნით ვაკეთებ. წინა საახალწლო პერიოდია და ძალიან დაძაბული ტემპია. ისე სხვათა შორის, ეს ბოლო პერიოდი მგონი დედამიწამაც ტემპს მოუმატა და უფრო ჩქარა ტრიალებს.

ჩხოროწყუში მედოსთან ვიყავით, ვიქეიფეთ, თან ღომი ჩავზილე და ამ კადრმა ასახვა ჰპოვა სოციალურ ქსელში. (მედიასაშუალებებმა ივარგეს) ამ ფოტომ დაამსხვრია მითი, რომ ღურწკაია არ დიასახლისობს. თან თავიდანვე გავაკეთე ფოტოზე მინაწერი - ნუღარ გაიმეორებენ მოძველებულ, სტერეოტიპულ ფრაზას - „ქალი ვიცი მე კუხნაში“. მართლაც არ ყოფილა პოლემიკა ამ ფოტოზე ქალის როლზე კუხნაში და მის შესაძლებლობებზე კულინარიაში. სუფრაზე ხომ ტვინი შევუჭამე პატარა პარიზელებს, - ჩვენ ზუგდიდში 280 ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელეთ ერთი წლის მანძილზე და ყინულის სახლი დაუბრუნეთ ბავშვებს.

 

ორშაბათი, ახალი ენერგია და ახალი ამბები. ეს დღე მიყვარს იმიტომ, რომ ორდღიანი დასვენების მერე ყველანი კარგად გამოიყურებიან. ჩვეულებად მაქვს მაიკო და ნინიკოს მოვიკითხავ და ვკითხულობ ხელმძღვანელი პირები ვინ იმყოფებიან.

 

საახალწლო სამზადისია შინ და გარეთ. დავალება მაქვს, ჩამოვწერო ვის მივულოცოთ ახალი წელი გამგეობამ. გადავწყვიტე ძალიან ბევრი ბარათი დავარიგოთ და ამით მცირედი სიხარული მივანიჭოთ ჩვენს თანაქალაქელებს. აქ გავითვალისწინე ყველა, მედია, ენჯეო, ცენტრალური მთავრობა და ყველა.ბარათიც ყველაზე ორიგინალური შევარჩიე, ბევრი ვაწვალე ფავორიტის გოგო, მაგრამ ძალიან მომწონს.

 

დღე სრულდება კოელიოთი.

 

...


ყველა დილა ერთნაირად იწყება. ნია მუდმივად იძლევა შოკოლადების შეკვეთებს და მობრუნებულზე შემოსვლისთანავე კითხულობს რა მოუტანე.

 

დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია. წლის ბოლო თათბირია. შევაჯამეთ ერთი წლის გაწეული სამუშაოები. იყო საყვედური, წყენა და მოფერება. საერთო ჯამში წელი დადებითად შეფასდა. ცოტა საქმე კი არ არის ერთ წლის მანძილზე 280 პროექტი განახორციელო, - ააშენო ხიდები, დააგო ასფალტები, გაანათო ქუჩები. სანიაღვრეები, ნაპირსამაგრები. სახურავების შეცვლა. ბოლო ბოლო ამდენი სტიქია და ყველაზე საუკეთესო ოლიმპიური სტანდარტის ყინულის სახლი თავისი ფიტნეს დაწესებულებებით. მოკლედ ვამაყობ ჩემი გამგეობის გუნდით. ასეთები მიყვარხართ.

 

მე და ნია წავკამათდით და ამიკრძალა მის ზეიმზე მისვლა.

 

...


ერთი საინტერესო ქალბატონი გავიცანი. ომის მონაწილე ბრიგიტა შიუკაშვილი. საინტერესო ისტორიები მოჰყვა. მეგონა აფხაზეთიდან იყო ასეთი ახალგაზრდა, რომ თავგამოდებით იბრძოდა ომში. აი ქალი და ქალის შესაძლებლობები, სრულიად ახლგაზრდა ომსაც არ უშინდება.

 

...


სამოქალაქო მონიტორინგის კვლევის ცენტრმა ანგარიში წარმოგვიდგინა. სულ ჩვენი საქმეები უკეთებია. ხომ საინტერესოა რინგზე ხარ, დგახარ ძალოსანი, უნდა ასწიო „შტანგა“ და ამას შენს მაგივრად სხვა აკეთებს. - აფერუუუუმ.

 

...


ამ კვირას გენდერს არ შეუწუხებივარ.

 

პაატას ხათრი რომ არ მქოდეს, ამისთვის სად მცხელა.

 

ბაღები ზეიმობენ ახალი წელი მოსულა თურმე, რესპუბლიკელებმა გამომიგზავნეს მოკლე ტექსტური შეტყობინება, (ქართული ტერმინებით ვწერ ამ ბოლო დროს, ხომ შეამჩნიეთ.) ახლა ვხვდები, რომ ახალი წელი მოვიდა.

 

...


ნიამ ისევ მიმიწვია თავის ზეიმზე. ძალიან კარგი დრო გავატარეთ დიდებმაც და მშობლებმაც. თოვლის ბაბუა მომეწონა თავისი ცოტა „ბლატნოი“ ცეკვებით.

 

...


ქართულმა ხმებმა არაჩვეულებრივი საახალწლო განწყობა შეგვიქმნა. დღეს მართლა ვიგრძენი დღესასწაულის მოახლოება. კალენდარი მთავდრება და დასვენება როდის უნდა მქონდეს, არ ვიცი. თავბრუ დამეხვა მეც და დედამიწასაც მე მგონი.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ვიდეო
ჰოლანდიური ნესვის სათბური ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ ცაიშში 65 წლის გენო ასათიანს ნესვი მოჰყავს.
ზუგდიდის „საარჩევნო ტურიზმის“ მადლი [ვიდეო]
არჩევნები დასრულდა და ქალაქი ნელ-ნელა უბრუნდება ჩვეულ რიტმს.
დამკვირვებელი ქალი, რომელიც არჩევნებმა პოპულარული გახადა [ვიდეო]
63 წლის ქეთევან სორდია ზუგდიდის სოფელ კახათში ცხოვრობს.
ცირკი ცხოველების გარეშე - აქცია ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდში ცირკის ცხოველების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.
არის თუ არა შრომითი უფლებები დაცული - გამოკითხვა
1 მაისი მშრომელთა საერთაშორისო დღეა.
ფოტო
ქვეყნის დამოუკიდებლობის 101-ე წლისთავი ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდელები საქართველოს დამოუკიდებლობის 101-ე წლისთავს აღნიშნავენ.
ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩებში საცობებია [ფოტო]
ზუგდიდის ბულვართან ცენტარლური გზების ჩაკეტვამ ქალაქში
ქვეითთა შეზღუდული უფლებები ზუგდიდში [ფოტო]
ქვეითთა უფლებები ზუგდიდში ხშირად ირღვევა.
პროტესტი ვენეციის კომისიის სახელით [ფოტო]
უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ
ქვეითთა წაშლილი გადასასვლელები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრში, საავტომობილო გზებზე ქვეითთა გადასასვლელები
მზარეულის მაგიდა
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
ფარჯიანების კუბდარი [ვიდეო/ფოტო]
კუბდარი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სვანური კერძია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.