ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგური ავარიულად გამოირთო
დღეს, 20:11 საათზე, ავარიულად გამოირთო ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგური, რამაც გამოიწვია ენერგოსისტემაში ელექტროენერგიის დეფიციტი, რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონს და თბილისის ნაწილს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. სახელმწიფო ენერგოსისტემის ინფორმაციით, ამ დროისთვის თბილისის ელექტრომომარაგება სრულად აღდგენილია. რეგიონების ჩართვა ხორციელდება ეტაპობრივად, სისტემაში არსებული რეზერვის და იმპორტის ხარჯზე.