რეკლამა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია მსოფლიო ჩემპიონს დავით ქირიას შეხვდა
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუასთან და მერის მოადგილე მაიზერ ნანავასთან ერთად, მსოფლიო ჩემპიონს, დავით ქირიას შეხვდა - ამის შესახებ ინფრომაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, მერმა, სპორტსმენს გამარჯვება მიულოცა, ფულადი ჯილდო 2000 ლარი და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. მის მწვრთნელს ბაჩუკი ფარცვანიას კი საჩუქრად 1000 ლარი გადაეცა.

დავით ქირია ორგზის მსოფლიო ჩემპიონია გლორისა და საკატეს ვერსიით, ის ასევე ევროპის ჩემპიონია კარატეში.

სპორტსმენმა 2017 წლის 25 ნოემბერს პარიზში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ორი შეხვედრა გამართა, სადაც ფინალში დიდი უპირატესობით მოქმედი ჩემპიონი, ფრანგი ლუდოვიკ ნასიბოუ დაამარცხა და ფრანგულ კიკბოქსინგში მეორედ დაეუფლა მსოფლიო ჩემპიონის ქამარს.

ლაშა გოგიამ დავით ქირიას წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ სპორტსმენების ხელშეწყობა მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.