რეკლამა
ფაროსანასთან საბრძოლველად წალენჯიხელ ფერმერებს იტალიელმა სპეციალისტებმა გამოცდილება გაუზიარეს
FaceBook Twitter
E-mail Print
აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში მონიტორინგის შედეგებისა და მავნებლის ბიოლოგიური ბუნების გათვალისწინების აუცილებლობაზე, წალენჯიხაში ფერმერებისთვის და აგრონომებისთვის სწავლება იტალიელმა სპეციალისტებმა ჩაატრეს.

ღონისძიებაში მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება და რეკომენდაციები წამყვანმა იტალიელმა პროფესორებმა ლუჩიანო ტაველამ და მატეო მასპელომ გაუზიარეს. იტალიაში სწორედ ისინი ახორციელებენ აზიური ფაროსანას მონიტორინგის პროგრამას.

სპეციალისტების თქმით, ბაღლინჯოს პოპულაციის შესამცირებლად და შესაბამისი სამუშაოების დასაგეგმად აუცილებელია მონიტორინგის შედეგების გათვალისწინება, რადგან შედეგები ასახავს რეალურ სურათს.

სწავლების პარალელურად, აზიური ფაროსანას მონიტორინგის პროექტის ფარგლებში დაგეგმილია პრაქტიკული სამუშაოებიც.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მავნებელთან ბრძოლის მეთოდებთან და თანამედროვე მიდგომებთან დაკავშირებით მუდმივად მიმდინარეობს სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, სამეცნიერო წრეების მონაწილეობით იმართება კონფერენციები და შეხვედრები, რაც მავნებელთან ბრძოლის მეთოდების დანერგვას და გამოყენებას უზრუნველყოფს.

წალენჯიხელ ფერმერებთან სასწავლო შეხვედრა, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა.

სტატია მომზადებულია "ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის" EBRD-ის მხარდაჭერით "ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას" პროექტის ფარგლებში, რომელსაც "ჟურნალისტიკის რესურსცენტრი" – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.