რეკლამა
შეხვედრა ანაკლიაში - „დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფა და ეკონომიკური ინტეგრაცია - გამოწვევები და შესაძლებლობები [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
გთხოვთ იხილოთ ბორჯომში ხანძთელის ქუჩაზე მცხოვრები დევნილების მიერ დასახელებული პრობლემის ირგვლივ მომზადებული ადვოკატირების ვიდეო რგოლი.

26-27 ივლისს ანაკლიაში, სასტუმრო „ოქროს საწმისში“ ლტოლვილთა დანიის საბჭოს ორგანიზებით გაიმართა მრგვალი მაგიდის შეხვედრა თემაზე „დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფა და ეკონომიკური ინტეგრაცია - გამოწვევები და შესაძლებლობები.

შეხვედრა გაიმართა პროექტის “დევნილთა თემების გაძლიერება და საკოორდინაციო მექანიზმების დახვეწა მუნიციპალურ დონეზე ინტეგრაციის შესანარჩუნებლად” ფარგლებში, რომელიც 2017 წლის სექტემბრიდან მიმდინარეობს და ითვალისწინებს შვიდ სამიზნე მუნიციპალიტეტში (გარდაბანი, ბორჯომი, ხაშური, ზუგდიდი, წალენჯიხა, წყალტუბო და ქუთაისი) მდებარე დევნილთა დასახლებებში იდენტიფიცირებული პრობლემების წინ წამოწევას და გადაჭრის შესაძლო გზების მოძიებას.

შეხვედრის მეორე დღე, 27 ივლისი დაეთმო დევნილთა ინტეგრაციის შემაფერხებელი ფაქტორების, გამოწვევებისა და პრობლემების განხილვას. მრგვალი მაგიდის ძირითადი ნაწილი მიეძღვნა პროექტის ადვოკატირების კომპონენტსა და მის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებს ასევე, პროექტის სამიზნე დასახლებებში გამოვლენილი პრობლემების ანალიზს. დევნილებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ დისკუსიებში, ესაუბრათ საკუთარ თემში არსებული პრობლემების შესახებ და კითხვები დაესვათ სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებისთვის. დევნილთა აღნიშნულ დასახლებებში იდენტიფიცირებული პრობლემების უკეთ წარმოჩენის მიზნით მოეწყო ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში მომზადებული შვიდი ვიდეო რგოლის ჩვენება, რომელიც პროექტის სამიზნე დევნილთა დასახლებების ძირითად პრობლემებს ასახავს, მათ შორის:

ბორჯომში - სამედიცინო გაერთიანებაში, ხანძთელის ქუჩა #30-ში მცხოვრები ბავშვებისთვის სათამაშო მოედნისა და ეზოს მოწყობა;

ხაშურში - ყოფილი პროფსასწავლებლის შენობაში, ბორჯომის ქუჩა #12-ში დაზიანებული სახურავის პრობლემა, რის გამოც წყალი კედლებში ჟონავს და აქ მაცხოვრებლების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

გარდაბანში - ყოფილი სამხედრო დასახლება, აღმაშენებლის ქუჩა #23-ში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი 22 ოჯახის სასმელი წყლით უწყვეტი მომარაგების პრობლემა;

წალენჯიხაში - ფოცხო-ეწერის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის, რომლებიც კილომეტრებით არიან მოწყვეტილი ქალაქის ცენტრს და შესაბამისად განიცდიან საგანმანათლებლო, შემეცნებით-კულტურული ხასიათის შესაძლებლობების არქონას სათემო ცენტრის შექმნა;

ზუგდიდში
- ზედაეწერის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ბავშვებისთვის, რომლებსაც არანაირი გასართობი საშუალება არ გააჩნიათ სათამაშო მოედნის მოწყობა;

წყალტუბოში - კოპიტნარის, ყოფილ სამხედრო დასახლებაში სამედიცინო ამბულატორიის მოწყობა რათა აქ მცხოვრებ დევნილებს სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში აღარ მოუწიოთ შორს მანძილზე მგზავრობა - ქუთაისისა და წყალტუბოს კლინიკებში წასასვლელად;

ქუთაისში - დევნილთა ახალ ჩასახლებში შერვაშიძის ქუჩაზე ბავშვებისთვის სათამაშო მოედნის გაკეთება რათა შეძლონ უსაფრთხოდ თამაში და დროის მხიარულად გატარება.

ღონისისძიებას ესწრებოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბატონი მურად აბლოთია, რომელმაც ისაუბრა სამინისტროს ირგვლივ განხორციელებულ ცვლილებებსა და მათი გავლენის შესახებ იძულებით გადაადგილებულ პირებზე. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ სსიპ „საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს“, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. ასევე, საერთაშორისო და ეროვნული არასამთავრობო ორგანიზაციების (წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, „ადამიანი გაჭირვებაში - PIN საქართველო, დევნილ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“, ასოციაცია ათინათი, და საუნჯე) ადგილობრივი წარმომადგენლები.

ავტორი: ლტოლვილთა დანიის საბჭო
კადრი: ქვემო ქართლის ტელევიზია (TV 4)

Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.