რეკლამა
GHGA-ის თხილის საშრობი და საწყობი ცენტრი სრული დატვირთვით ფუნქციონირებს
"საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის" (GHGA) თხილის საშრობი და საწყობი ცენტრი, რომელიც მიმდინარე თვის 8 აგვისტოს გაიხსნა ამ ეტაპისათვის სრული დატვირთვით ფუნქციონირებს, ინტენსიურად მიმდინარეობს თხილის გარჩევის, შრობის და დასაწყობების პროცესი. ამასთან ასოციაციამ ფერმერებს გადასცა ჯვალოს (ჯუთის) ტომრები რომელთა გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს მოსავლის გაფუჭების რისკს ტრანსპორტირებისა და შენახვის ეტაპებზე.

ცენტრში წარმოდგენილია თანამედროვე ლაბორატორია სადაც მიღებულ თხილს მაქსიმალური სიზუსტით უტარდება ანალიზი და დგინდება ხარისხი. ცენტრის მომსახურებით ამ დროისათვის ისარგებლა რამოდენიმე ასეულმა ადგილობრივმა ფერმერმა.

GHGA თხილის საშრობი და საწყობი ცენტრი მდებარეობს ზუგდიდის მინიციპალიტეტის სოფ. კორცხელში, ზუგდიდი-წალენჯიხის გზის მე-11 კილომეტრზე, ცენტრი სეზონზე უზრუნველყოფს 1000 ტონა თხილის გაშრობას და 500 ტონა თხილის მუდმივ რეჟიმში შენახვას სტანდარტების სრული დაცვით.

ცენტრი შეიქმნა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), FERRERO-სა და CNFA-ს „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ (G-HIP) მხარდაჭერით.