რეკლამა
სამეცნიერო კვლევითი ცენტრი აზიური ფაროსანას საქართველოში აღმოჩენილ შესაძლო ბუნებრივ მტერზე [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრში აცხადებენ, რომ აზიური ფაროსანას ბუნებრივი მტრის შემოყვანის პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს უკვე არსებულ მწერებზე დაკვირვება. ზურაბ ხიდაშელი განმარტავს, რომ ექსპერიმენტები მსგავსი შედეგის იმედს იძლევა. მეცნიერი აღნიშნული მწერის შესახებ საუბრობს, თუმცა, დასძენს, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დაკვირვების რამდენიმე ეტაპია გასავლელი.

იმ შემთხვევაში, თუკი დადასტურდება, რომ მწერი მართლაც შეიძლება განვიხილოთ აზიური ფაროსანას ბუნებრივ მტრად, ხიდაშელი ამბობს, რომ უნდა დადგინდეს, რა ოდენობისაა იგი საქართველოში და შემდეგ ბიოფაბრიკებში მის ხელოვნურ გამრავლებაზე ვიზრუნოთ.

მეცნიერი განმარტავს, რომ გასარკვევია პარაზიტის ზემოქმედება სხვა მწერებზეც.

მომზადებულია "ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის" EBRD-ის მხარდაჭერით "ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას" პროექტის ფარგლებში, რომელსაც "ჟურნალისტიკის რესურსცენტრი" – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.