რეკლამა
როგორია აზიური ფაროსანას გავლენა თხილის მოსავლის ხარისხზე
FaceBook Twitter
E-mail Print
„წელს, აზიური ფაროსანას წილი თხილის მოსავლის დაზიანებაში დაახლოებით 10%-ია", - განაცხადა სოფლის მეურნეობის კვლევითი ცენტრის მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის დეპარტამენტის უფროსმა. ზურაბ ხიდაშელის ინფორმაციით, მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბმა დასავლეთ საქართველოში თხილის 8 000-ზე მეტი ნიმუში შეაგროვა.

მეცნიერი განმარტავს, რომ ფიტოსანიტარული მდგომარეობის შესწავლით დადგინდა, თუ რამდენად დიდი იყო განსხვავება შეუწამლავ და აგროკალენდრის წესებით გათვალისწინებული ღონისძიებებით დაცულ მოსავალს შორის. ხიდაშელის თქმით, დაზიანებულ თხილის ნიმუშებში გამომწვევი მიზეზის დადგენა მიმდინარეობს. მეცნიერი ამბობს, რომ წინასწარი მონაცემებით, თხილის კულტურა წელს ძირითადად სოკოვანმა დაავადებებმა დააზიანა.

ნიმუშებზე დაკვირვება ამჟამადაც მიმდინარეობს, საბოლოო პასუხებს კი სამეცნიერო კვლევით ცენტრში ოქტომბრის დასაწყისში გაგვაცნობენ.

მომზადებულია "ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის" EBRD-ის მხარდაჭერით "ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას" პროექტის ფარგლებში, რომელსაც "ჟურნალისტიკის რესურსცენტრი" – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.


Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.