რეკლამა
აზიური ფაროსანას გავლენა სიმინდის მოსავალზე [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
აბაშის მუნიციპალიტეტში, სიმინდის საყანე ფართობებში მოსავლის აღება მიმდინარეობს. ეგრეთ წოდებულ ანჯელის მასივში სიმინდის ნათესები 6500-მდე ჰექტარ ფართობზეა გაშენებული.

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დიდი მასივები, იქ სადაც შესაძლებელი იყო, სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენება, ცივი შესხურების ტექნოლოგიით დაამუშავა. სპეციალისტები ამბობენ, რომ შედეგად მოსავლის დაზიანება მნიშვნელოვნად შემცირდა.

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები მავნებელთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიის შესაბამისად მიმდინარეობს. სეს-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის სახელმწიფოს მიერ თერმული ნისლის ტექნოლოგიით და ცივი შესხურებით დამუშავებულია 573 ათასი ჰექტარი ფართობი სამეგრელოს, გურიის, იმერეთისა და აჭარის რეგიონებში.

მედიაპროდუქტი მომზადებულია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ - JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.