რეკლამა
სალომე ზურაბიშვილი სამცხე ჯავახეთში მოსახლეობას ხვდება
FaceBook Twitter
E-mail Print
საქართველოს დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი რეგიონებში მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს.

დღეს, სალომე ზურაბიშვილი სამცხე ჯავახეთში რეგიონში, ნინოწმინდაში, ახალქალაქში და ასპინძაში მცხოვრებ მოსახლეობას ხვდება. ნინოწმინდაში მოსახლეობასთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლა სალომე ზურაბიშვილმა სამძიმრით დაიწყო.

"დღევანდელი დღე საფრანგეთში გლოვის დღედ არის გამოცხადებული. ვიცი, რომ ასევე არის სომხეთში და ასევე არის ამ რეგიონში, საიდანაც წავიდა შალვა აზნაურის მამა. ტყუილად არ დავიწყე შალვა აზნაურისგან, რადგან ის იყო იმ ემიგრაციის ნაწილი, რომელიც თავს იყრიდა საფრანგეთში 30-იან წლებში”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

„მე, ვიქნები საქართველოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტი. სწორედ იმიტომ, რომ დაბადებული ვარ საფრანგეთში შეიძლება უფრო კარგად მესმის თუ რას ნიშნავს მოქალაქეობა. ეს ნიშნავს, რომ ყველას ერთნაირი უფლება გააჩნია მიუხედავად რელიგიისა, წარმოშობისა, კულტურისა და ენისა. ამ ყველაფერს არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ყველა არის ქვეყნის თანასწორი მოქალაქე. მე, ვიქნები ამ თანასწორი მოქალაქეების პრეზიდენტი. ერთმა პრეზიდენტმა ძალიან ბევრი მოქალაქეობა დაურიგა თურქებს, რომლის წარმომადგენელიც დღეს არის ჩემი ერთ-ერთი ოპონენტი, მაგრამ თქვენ არ მოგცათ მოქალაქეობა. მე, სანამ გავხდებოდი მაჟორიტარ დეპუტატი დავიწყე მუშაობა ორმაგ მოქალაქეობის კანონზე. ვიცი, რომ მთელ ევროპაში ეს არის მიღებული ფორმა, რომ ორმაგი მოქალაქეობა თუ არ არის ოფიციალურად მიღებული, იყოს ნებადართული და დაშვებული. ამიტომ, წელს მივიღეთ კონსტიტუციაში ცვლილებები, რის შედეგადაც საქართველოში აღარ არის აკრძალული ორმაგი მოქალაქეობა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ნინოწმინდის მოსახლეობასთან შეხვედრისას.

შეხვედრას პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი და უმრავლესობის სხვა წევრები დაესწრნენ.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.