რეკლამა
ზურა ყიფშიძე: სალომე ზურაბიშვილი არაჩვეულებრივად განათლებული და ჭკვიანი ქალბატონია
FaceBook Twitter
E-mail Print
ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა კარგად იცის, რა ხდება ქვეყანაში, მსოფლიოში, ევროპაში, ძალიან კარგად. ძალიან ბევრი ნაბიჯი გადაუდგამს ისეთი, რასაც ყველა ვერ გააკეთებდა. მან ძალიან კარგად იცის იმ ადამიანების ბედი, გრძნობები, რომლებიც სამშობლოს გარეშე ცხოვრობენ დიდი ხანია საზღვარგარეთ. ყველაფერი ესმის. ძალიან ბევრი უნდა დავინახოთ და უნდა დავაფასოთ. ძალიან დიდი დამსახურებაა მისი, რომ ემიგრანტებმა დაიბრუნეს, ასე ვთქვათ, საქართველოს პასპორტები ოფიციალურად. ძალიან დიდი დამსახურებაა, რომ ისეთ მომენტებში, როცა უნდა ეთქვა თავისი სიტყვა, თქვა. არავისი არ მოერიდა. არის პირდაპირი, არაჩვეულებრივად განათლებული და ჭკვიანი ქალბატონი. მე მინდა წარმოგიდგინოთ საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი.

აღნიშნული განცხადება მსახიობმა რუსთაველის თეატრში, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წარდგენის ღონისძიებაზე გააკეთა.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.