რეკლამა
ლალი ბადურაშვილი: ემიგრაციაში დაბადებულებს საქართველოს სიყვარული გამძაფრებული აქვთ, ამიტომ ვუჭერ მხარს სალომე ზურაბიშვილს
FaceBook Twitter
E-mail Print
ვინც ემიგრაციაშია დაბადებული და გაზრდილი იმათ გამძაფრებული აქვთ საქართველოს სიყვარული ათჯერ მეტად ვიდრე ჩვენ და აი ამიტომ ვუჭერ მხარს სწორედ მას, - განაცხადა მსახიობმა ლალი ბადურაშვილმა რუსთაველის თეატრში, სადაც პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ამომრჩევლებს ხვდება.

„ქალი ვარ და სოლიდარობას ქალს ვუცხადებ. ათას სისულელეს ლაპარაკობენ ქალბატონ სალომეზე, რომელიც, სადაც იყო ყველგან არაჩვეულებრივი იყო და იცით რა მინდა გითხრათ, ჩვენ ხომ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა აქ დაბადებულებს, გაზრდილებს, ვინც ემიგრაციაშია დაბადებული და გაზრდილი იმათ მეტად გამძაფრებული აქვთ სიყვარული საქართველოსი ათჯერ მეტად ვიდრე ჩვენ და აი, ამიტომ ვუჭერ მას სწორედ მხარს“, - აღნიშნა ბადურაშვილმა.

რაც შეეხება, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის წინააღმდეგ შავ პიარს, როგორც ლალი ბადურაშვილმა განმარტა, აღნიშნული კამპანია ჯანსაღი კრიტიკის საზღვრებს სცდება.

„მესმის, რომ როცა წინასაარჩევნო კამპანიაა არსებობს მოწინააღმდეგეც, მაგრამ ზღვარს გადასვლა ეს აღარც კრიტიკაა და არც არაფერი არაა. გამოვალ და რასაც მინდა ვილაპარაკებ შენზე დაუსჯელობის სინდრომია. მაგათ ხომ მერე მუხრუჭი არა აქვთ. ყველაფერს იტყვიან მოგიგონებენ, არ შერცხვებათ, დაგაბრალებ, რომ შენ მე ვარ და ასეთ ხალხთან რა უნდა ილაპარაკო, ყველაფერს მიღმა არიან გაცდენილები ჩემი აზრით „ნაციონალები“, ეს რაღაცა არ ვიცი, ღვთის რისხვა კიდია საქართველოს. ზღვარი ხომ არსებობს არა? რასაც მინდა ვილაპრაკებ, ასე არ ხდება, სექტა მკვლელების“, - განაცხადა ლალი ბადურაშვილმა.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.