რეკლამა
ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად იგებს საპრეზიდენტო არჩვენებს,რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძეს, მან შეიძლება მეორე ადგილიც ვერ დაიკავოს
FaceBook Twitter
E-mail Print
„ყველა პარტია ატარებს თავის შიდა კვლევებს, ჩვენც გვაქვს ჩვენი შიდა კვლევები და ზუსტად ამ კვლევებზე დაყრდნობით განვაცხადე მე დღეს, რომ სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად იგებს საპრეზიდენტო არჩვენებს, რაც არავისთვის არ არის სიურპრიზი. რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძეს, მან შეიძლება მეორე ადგილიც ვერ დაიკავოს ამ არჩევნებში.“ - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, ეს არის დღვანდელი მდგომარეობა, არასაც ადასტურებს შიდა კვლევები.

„ჩვენ არცერთხელ არ გვიკადრებია საზოგადოებისთვის ჩვენი შიდა კვლევების გარეთ გამოტანა, რაც გააკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ე.წ. Edison Research-ის კვლევების საშუალებით. ეს არის რეალური სურათი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად იგებს ამ არჩევნებს, რაც საზოგადოებისთვის არ არის გასაკვირი და ყველასთვის ბუნებრივი მოვლენაა. რაც შეეხება ვაშაძეს, ეს არის ბოლოდროინდელი ტენდენცია, ის შეიძლება მეორე ადგილზეც ვერ გავიდეს ამ არჩევნებში და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ დარწმუნებული ვარ, ამას უკავშირდება ის ისტერიული ფონი, რომელ ფონზეც გააკეთა ნიკა გვარამიამ ეს ფაშისტური განცხადება.

შეკითხვაზე, რატომ არ ასაჯაროვებს „ქართული ოცნება“ შიდა კვლევებს, ირაკლი კობახიძემ უპასუხა: „როდესაც პოლიტიკური პარტია ატარებს თავის შიდა კვლევას, ბუნებრივია, ეს არის პარტიის კვლევა და შესაბამისად, ამის საზოგადოებისთვის წარმოჩენა ნიშნავს იმას, რომ შენ შენს შიდა სამზარეულოს გაიტან გარეთ, რაც არ არის სწორი და ბუნებრივია, ნდობა ვერ იქნება პარტიული კვლევის მიმართ მაღალი და ამიტომ არ არის Edison Research-ის კვლევის მიმართაც ნდობა მაღალი, იმიტომ, რომ ყველამ იცის, რომ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ კვლევა. ყველა პარტიამ თავის შიდა კვლევა უნდა შეინახოს თავისთვის. ეს შიდა კვლევები ტარდება იმისთვის, რომ ჩვენ სწორად დავგეგმოთ საარჩევნო კამპანია. სწორად გავაკეთოთ საჯარო განცხადებები. ჩვენ ვიცით რა შედეგს ველოდებით ამ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, ვიცით, რომ სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, ვიცით დაახლოებით როგორ გადანაწილდება მეორე მესამე ადგილები და სერიოზული რისკი აქვს ნიკა გვარამიას და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს იმისა, რომ ის ვერ გავა საერთოდ მეორე ადგილზე და ეს ქმნის იმ ისტერიულ ფონს, რა ფონზეც გაკეთდა ნიკა გვარამიას განცხადება “ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.