რეკლამა
სალომე ზურაბიშვილი: თუ ვინმე იმისთვის შემოვიდა, რომ მერე თქვას და დაწეროს, რომ არ მიჭერს მხარს და შექმნას პრობლემა, ესეც არ გამიკვირდება
ექიმების მიერ ჩემს ფონდში თანხის გადმორიცხვაზე აუდიტის სამსახურმა გამოძიება დაიწყო, რადგან ამის შესახებ გარედან შემოსული იყო კითხვები, აუდიტი თავის მოვალეობას ასრულებს, რაც სრულიად ნორმალურია. ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

„აუდიტმა დაიწყო გამოძიება, რადგან ამის შესახებ გარედან შემოსული იყო კითხვები და აუდიტი თავის მოვალეობას ასრულებს, რაც სრულიად ნორმალურია. მიმაჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში, როცა გარედან შემოსულია კითხვები, აუდიტის ჩატარება ნორმალურია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, ხომ არ ფიქრობს, რომ ლოგიკურ ეჭვს აჩენს ექიმების მიერ მის ფონდში თანხის გადარიცხვა, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ცალკე კატეგორიების გამოყოფა არის ძალიან არასწორი და შეურაცხმყოფელი. როგორც პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა აღნიშნა, მისთვის ღირებულია ყველა ადამიანი, ვინც ამ ფორმით უჭერს მხარს.

„მაშინ ეს უნდა ჰკითხოთ იმ ექიმებს, რომლებმაც თანხა გადმორიცხეს. ჩემთვის არის ძალიან ლოგიკური. ზოგადად, ლაპარაკი ექიმებზე, სხვათა შორის სტალინის დროს იყო ხომ ექიმების საქმე. ასე კატეგორიების გამოყოფა არის ძალიან არასწორი და შეურაცხმყოფელი. ყველა, ვინც მხარს მიჭერს ამ ფორმით, ჩემთვის ძალიან ღირებულია. თუ ვინმე იმისთვის შემოვიდა, რომ მერე თქვას და დაწეროს, რომ არ მიჭერს მხარს და შექმნას პრობლემა, ესეც არ გამიკვირდება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.