რეკლამა
საქართველოს დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გარდაბანში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა
FaceBook Twitter
E-mail Print
„ახლოვდება არჩევნების დღე. ეს, ნამდვილად, არჩევანის დღეა და ეს არჩევანი მხოლოდ თქვენი გასაკეთებელია. თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, როგორი პრეზიდენტი გინდათ. გსურთ პრეზიდენტად რომელიმე პარტიის ლიდერი, რომელიც პარალელურად ზეპარტიულობას ირწმუნება? გინდათ პრეზიდენტი, რომელიც სიძულვილს სთესავს, ტყუილ დაპირებებს გაძლევთ, როცა იცის რომ მათი შესრულება პრეზიდენტის კომპეტენციაში არ შედის და მაინც გპიდებათ რაღაცეებს?

გინდათ პრეზიდენტი, რომელიც აგრძელებს იმ წარსულს, რომელშიც ვიყავით ჩაფლული და რომლიდანაც გამოვედით და გვინდა, რომ მთლიანად გამოვიდეთ.? როგორი პრეზიდენტი გინდათ ეს არის თქვენი გადასწყვეტი და არა ჩემი. მე, მოვდივარ თქვენთან როგორიც ვარ, არც გატყუებთ, არც ზედმეტს გეუბნებით. კახელი ვარ მიყვარს სიმართლის თქმა, ზოგჯერ მწარე სიმართლის, ზოგჯერ პირდაპირი სიმართლის და ზოგჯერ ჯიუტი სიმართლის“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მიმართულების ხელმძღვანელი, სოზარ სუბარი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სავალან მირზოევი დაესწრნენ.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.