რეკლამა
მამუკა მდინარაძე - „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი დანაყოფი მართლაც გაეხვა სკანდალში
FaceBook Twitter
E-mail Print
„ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი დანაყოფი მართლაც გაეხვა სკანდალში. პირველ რიგში, უგულავამ ვეღარ უარყო ჩემი ნათქვამი, რადგან არც ერთი მათგანი არ იყო დღეს „ქართული ოცნების“ მოქმედი წევრი, უფრო მეტიც, ბევრი მათგანი საერთოდ წარსულშიც შეხებაშიც არ იყო „ქართულ ოცნებასთან“ - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

მისი ინფორმაციით, გიგი უგულავას გვერდით ედგა პიროვნება, რომელიც 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებში კენჭს „პატრიოტთა ალიანსიდან“ იყრიდა.

„მეორე, უგულავას გვერდით ედგა ასეთი პიროვნება, გურამ ჭვინტიაშვილი, რომელიც 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კენჭს იყრიდა „პატრიოტთა ალიანსიდან“ და როგორც ადგილობრივები ამბობენ, დღეს „პატრიოტთა ალიანსშიც“ კი აღარ არის. მესამე, არანაკლები სკანდალი, როდესაც ამ განცხადების გაკეთების დროს ოქუაშვილის ტელევიზიის ჟურნალისტმა დამისვა კითხვა ფარცხალაძეზე, რაც საათნახევრის შემდეგ გაიმეორა გიგი უგულავამ. ეს დამთხვევაა თუ ოქუაშვილის, „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი დანაყოფის „ევროპული საქართველოს“ საერთო მესიჯები სად ლაგდება ერთად, ამაზე თავად გასცენ პასუხი“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რაც შეეხება ქეთევან მაღლაკელიძეს, მამუკა მდინარაძის თქმით, „დაზუსტებული ინფორმაციით, 2012 წელს იყო ყრილობაზე იმ 3 000-მდე ადამიანს შორის, რომელმაც დააფუძნა „ქართული ოცნება“, დღეს მას „ქართულ ოცნებასთან“ აღარანაირი შეხება აღარ აქვს“

„რჩევას მივცემ გიგი უგულავას, ნუ წვალობს ამდენს რომ გადაფაროს ის, თუ თავიანთი წევრები როგორ გაურბიან, მათ შორის, პარლამენტის წევრი მამუკა ჩიქოვანი და ბევრი მათი სხვა წევრი გადადის სხვა დანაყოფში „ნაციონალურ მოძრაობაში. მე მივცემ რამდენიმე ერთეული ადამიანის სიას, რომელიც 2012 წლიდან 2018 წლამდე გავიდა ან გაირიცხა „ქართული ოცნებიდან“, შემდეგ ჩაატარონ ბრიფინგი, გააბევრონ სხვა ისეთი ადამიანებით, რომლებიც არასდროს ყოფილან „ქართულ ოცნებაში“ და ისევ მშვენიერი ბრიფინგი გამოუვათ“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.