რეკლამა
სალომე ზურაბიშვილი: ყაზბეგი არის მაგალითი იმისი, რომ შეიძლება ძალიან სწრაფად განვითარდეს რეგიონი
FaceBook Twitter
E-mail Print
ყაზბეგი არის მაგალითი იმისი, რომ შეიძლება ძალიან სწრაფად განვითარდეს რეგიონი, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ყაზბეგში განაცხადა.

„ქვეყანა არ შენდება ერთი ადამიანით. ეს იყო ჩვენი, წარსულში ხშირად, შეცდომა, რომ გვეგონა, რომ შეიძლება ერთმა პრეზიდენტმა ყველაფერი გადაწყვიტოს და ყველაფერი მოაგვაროს. ადამიანებიადამიანები არიან და ზეპრეზიდენტები აღარ არიან, ყოველ შემთხვევაში და ამას არ უნდა ველოდოთ. უნდა ველოდოთ როგორ შეიძლება ერთად ავაშენოთ ეს ქვეყანა და როგორ შეიძლება ერთადგანვავითაროთ ეს რეგიონები. ამ კუთხით ყაზბეგი არის მაგალითი. მაგალითი იმისი, რომ შეიძლება ძალიან სწრაფად განვითარდეს რეგიონი, სადაც ადრე მე ვიყავი ჩამოსული და იყო საკმაოდ ჩამკვდარი,გაშეშებული და უცებ ამ ბოლო წლების განმავლობაში, ძალიან სწრაფად, სიცოცხლე დაუბრუნდა. კიდევ ერთხელ, ეს არ არის ის, რაც ჩვენ გვინდა. შეიძლება ბევრად მეტი გვინდოდეს და უნდა გვინდოდეს. თუარ გვაქვს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი რეგიონისთვის, ჩვენი ქალაქისთვის მეტი ამბიციები, მაშინ არაფერი არ მოხდება. ამიტომ, უნდა მეტი გვინდოდეს, მაგრამ ის, რაც მოხდა, ისიც უნდა დავინახოთ დადავაფასოთ. აქური მაგალითი და ძალიან სამაგალითოა ეს საქართველოსთვის. აქაური მაგალითია, რომ ყველაფერი იწყება არა მაინც და მაინც სახელმწიფოდან, ამ შემთხვევაში ყაზბეგის გაცოცხლება დაიწყოკერძო ინიციატივით და გრძელდება კერძო ინიციატივებით, რაც არის შესანიშნავი და ახალგაზრდების ინიციატივით, რაც არის კიდევ უფრო დადებითი და კიდევ უფრო იმ მიმართულების მაჩვენებელი,რომელიც გვინდა დავინახოთ სხვა რეგიონებში. ეს არის საწყისი, გეთანხმებით, არ არის ჯერ ის, რასაც ჰქვია ნამდვილი განვითარება რეგიონის, მაგრამ ეს დაწყებული გზა არის ძალიან სწორად დაწყებული დაამიტომ, მე ამ მაგალითს სხვაგანაც ვყვები.

ზურაბიშვილმა ადგილობრივებს საზღვრის დარაჯები უწოდა.„თქვენ საზღვრის დარაჯები ხართ. პრეზიდენტი საზღვარზე, ტერიტორიაზე, დამოუკიდებლობაზეა პასუხისმგებელი. ისე, როგორც ადამიანს ხერხემალი ქვეყანას სჭირდება თავისი საზღვრების გამაგრება.თუ საზღვარი ძლიერი არ არის, მაშინ სახელმწიფო ვერ არის სრულად ჩამოყალიბებული. ამრიგად, ამ რეგიონის განვითარება უნდა იყოს ამ ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტი. ამ შემთხვევაშიც, მე ვიქნებითქვენი ელჩი მთავრობასთან, პარლამენტთან, რათა ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ სასაზღვრო რეგიონები, როგორც სახელმწიფო ინტერესი, წინ წამოიწიოს”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.