რეკლამა
ირაკლი კობახიძე: "ნაციონალურ მოძრაობას არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ თუნდაც მინიმალურ დონეზე არიონ ქვეყანაში სიტუაცია"
FaceBook Twitter
E-mail Print
„ნაციონალურ მოძრაობას არ მივცემთ საშუალებას, თუნდაც მინიმალურ დონეზე არიონ ქვეყანაში სიტუაცია" - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია იმედის თოქშოუში „პირისპირ“.

მისი თქმით, მოსახლეობის ნაწილს გაგონება არ უნდა არაფრის, რაც ნაციონალურ მოძრაობასთან არის დაკავშირებული და ასეთ ვითარებაში, ბუნებრივია, ვერანაირ არჩევნებს ვერ მოიგებენ. შესაბამისად, ვერცერთ მათგანს ვერ ექნება ილუზია იმის თაობაზე, რომ მოიგებენ საპრეზიდენტო არჩევნებს.

„მათ ამ შემთხვევაში აქვთ ერთგვარი რევოლუციური სცენარები, რაზეც საუბრობდნენ მიხეილ სააკაშვილი, ვაშაძე და სხვები. ამაზე გვესაუბრებოდნენ 2016, 2017 წელსაც, გვესაუბრებიან დღესაც, თუმცა ვნახეთ და დავამტკიცეთ არაერთხელ, რომ ხელისუფლება არის ხელისუფლება და ნაციონალურ მოძრაობას არ მივცემთ საშუალებას, რომ თუნდაც მინიმალურ დონეზე არიონ ქვეყანაში სიტუაცია." - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილის თითქმის ყველა წინასაარჩევნო შეხვედრაზე ნაციონალური მოძრაობა აწყობს დესტრუქციას, ოპოზიციური პოლიტიკური მოძრაობის აქტივისტები ცდილობენ შეხვედრების ჩაშლას და სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებს ღიად უპირისპირდებიან. მისივე თქმით, ქართული ოცნებისთვის პრინციპულად მიუღებელია ამ დესტრუქციას იგივე მეთოდით უპასუხონ, რადგან ქართული ოცნება აწარმოებს ევროპული ტიპის წინასაარჩევნო კამპანიას და არჩევნების მოგებასაც ამ ტიპის კამპანიით აპირებს "დღეს რეალურად ბოლო რესურსს ხარჯავს ნაციონალური მოძრაობა, იმ ფულის ჩათვლით, რომელიც ხალხისგან აქვთ ნაშოვნი 2012 წლამდე, ეს არის ბოლო მობილიზაცია და წარუმატებლობისთვის არის განწირული“ - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებისთვის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი ოპოზიციური ძალების გამოჩენა.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.