რეკლამა
ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი უმძიმეს დანაშაულებშია ბრალდებული, მათ შეწყალებაზე საუბარი ნიშნავს იმას, რომ შენ ეფუძნები იმ ღირებულებებს, რომელზეც 2012 წლამდე ის კონკრეტული რეჟიმი იდგა
FaceBook Twitter
E-mail Print
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ტეეკომპანია „იმედის“ თოქშოუში „პირისპირ“ ოპოზიციური საპრეზიდენტო კანდიდატების იმ დაპირებას შეეხო, რომელიც ამომრჩეველს გამარჯვების შემთხვევაში სააკაშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსანთა შეწყალებას პირდება.

მისი თქმით, ყოფილი მაღალჩინოსნები, მათ შორის მიხეილ სააკაშვილი უმძიმეს დანაშაულებშია ბრალდებული და მათი შეწყალების დაპირება ნიშნავს 2012 წლამდე არსებული რეჟიმის ღირებულებების გაზიარებას.

"რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის დაპირებებს, ბუნებრივია, ის გამომდინარეობს იმ ღირებულებებიდან, რომელსაც ეფუძნება ზოგადად ეს პოლიტიკური მოძრაობა. ეს ღირებულებები ალაპარაკებთ მათ იმაზე, რომ უნდა შეიწყალონ ის ადამიანები, რომლებიც უმძიმეს დანაშაულებში არიან მხილებული. ეს იყო დანაშაულები, რომელზეც იდგა მაშინდელი რეჟიმი. ეს იყო ადამიანის ღირსების ტოტალური შელახვა, ეს იყო წამება, გაუპატიურება, რასაც ჰქონდა ყოველდღიური ხასიათი ციხეებში, თუ მის გარეთ, ეს იყო ბიზნესის რეკეტი, ელიტური კორუფცია, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი დანაშაული-ჩვენი ტერიტორიების დაკარგვა. რომ არა მათი დანაშაულებრივი და ავანტიურისტული ქმედებები ეს უბედურება ჩვენს ქვეყანას არ დაატყდებოდა თავს. ეს არის ის ქმედებები, რომელიც ამ ადამიანებმა ჩაიდინეს და მათ შეწყალებაზე საუბარი ნიშნავს იმას, რომ შენ ეფუძნები იმ ღირებულებებს, რომელზე 2012 წლამდე ის კონკრეტული რეჟიმი იდგა "- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.