რეკლამა
ირაკლი კობახიძე: ჩვენ მუქარის არ გვეშინია, იმიტომ, რომ ყველა კითხვაზე გვაქვს პასუხი, სიმართლე არის ჩვენს მხარეს
FaceBook Twitter
E-mail Print
„ჩვენ მუქარის არ გვეშინია, იმიტომ, რომ ყველა კითხვაზე გვაქვს პასუხი, სიმართლე არის ჩვენს მხარეს, ეს არის მთავარი ჩვენს საქმეში“- განაცხადა ტელეკომპანია იმედის თოქშოუში „პირისპირ“ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, „საზოგადოებამ ნახა ერთი სპექტაკლი, რომელიც მალევე ჩაიშალა, მეორე სპექტაკლი, ასევე მალე ჩაიშალა, ასევე შეიძლება მესამე, მეოთხე სპექტაკლი ხელოვნურად დაიდგას“.

„ჩვენ გვაქვს ჩვენი საქმიანობის მთავარი პრინციპები და სწორი პრინციპების მიხედვით რომ ვმოქმედებთ, მაგიტომ ვერაფერს გვაკლებს ვერც ნიკა გვარამია და ვერც „ნაციონალური მოძრაობა“. მათ არ აქვთ ამისთვის საფუძველი. საფუძველს ჩვენ არ ვაძლევთ არავის, ჩვენ ვთქვით იგივე საქმესთან დაკავშირებითაც, რომელიც ეხება მირზა სუბელიანს. თუ არ არსებობს დანაშაული, გადაცდომა, ვერანაირი ხელოვნური ფარული ჩანაწერით ვერანაირ კომპრომატს ვერ შექმნი“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.