სალომე ზურაბიშვილმა ვეტერანებთან შეხვედრისას ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო
Share
სალომე ზურაბიშვილმა ვეტერანებთან შეხვედრისას ავღანეთში დაღუპული
ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო და აღნიშნა,
რომ მათი თავგანწირვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
საქართველოსთვის.
"ჩემთვის სიმბოლური მნიშვნელობა ექნება იმას, რომ ერთ-ერთი პირველი
ვიზიტი ქვეყნის გარეთ ავღანეთი იქნება, სადაც დღეს იბრძვიან ჩვენი
ჯარისკაცები, სადაც ღირსეულად წარმოადგენენ ჩვენს ქვეყანას. ჩვენ
მხოლოდჩვენს თავს კი არ ვიცავთ, ამავე დროს ვფიქრობთ და ვართ ერთი
მსოფლიოს შვილები, გვყავს ძალიან ღირსეული პარტნიორები, რომელებიც
გვეხმარებიან სხვადასხვა ფორმით. თანასწორობა იმაში მდგომარეობს, რომ
ჩვენცმივიღოთ ჩვენი წილი, რაც არ უნდა ზოგჯერ ტრაგიკული იყოს და მე
მინდა, პატივი მივაგო მათ ხსოვნას, ვინც 2010 წელს დაიღუპნენ და
ყველას ვინც ავღანეთში დავკარგეთ. მინდა მივესალმო და
მადლობაგადავუხადოუმცროსი სერჟანტის, დავით ცეცხლაძის, რამაზ
გოგიაშვილის, ნუგზარ კალანდაძის და გიორგი კოლხიტაშვილის ოჯახებს,
რომლის ოჯახის წევრებიც ახლა ჩვენთან ერთად იმყოფებიან და ყველას ვინც
დღეს ჩვენშეხვედრას ესწრება", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.