რეკლამა
ირაკლი ბერაია სენაკში მოსახლეობასთან შეხვედრაზე
FaceBook Twitter
E-mail Print
ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი იქნება ზეპარტიული პრეზიდენტი, ხალხის ინტერესების ობიექტური დამცველი, ქართული კულტურის და ტრადიციების დესპანი ევროპაში, მთელს მსოფლიოში.

ის იქნება პრეზიდენტი არა გადამეტებული ძალაუფლებით, არამედ იქნება პრეზიდენტი მეტი პასუხისმგებობით, ხიდი საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის, ხიდი საქართველოს და მთელ მსოფლიოს ხიდი, საქართველოს და ევროპას შორის.

ქალაბტონი სალომე ზურაბიშვილი იქნება პრეზიდენტი, რომელიც გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, მის უნარებს, მის გამოცდილებას, კონფლიქტით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის პროცესის ხელშეწყობისთვის და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის ხელშეწყობისთვის.

ის იქნება ჩვენი აფახაზი და ჩვენი ოსი თანამემამულეების და თანამოქალაქეების პრეზიდენტი. სწორედ ამიტომ ამ თვისებების გათვალისწინებით ქალბატონი სალომე არის ერთადერთი უალტერნატივო კანდიდატი.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.