რეკლამა
ზურაბიშვილი: ჩემი მთავარი იდეაა, დასრულდეს ის საბჭოთა წყობა, რომელშიც ზოგ-ზოგიერთები კარგად გრძნობენ თავს, დასრულდეს თავისი ფარული ჩანაწერებით და გაუთავებელი შურისძიებით
საქართველო არც ისე ცუდად არის, ჩვენი თავის უნდა გვჯეროდეს. არ შეიძლება, მუდამ ვიყოთ იმის ფიქრში, რა გვეშველება, რა მეშველება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დებატები2018“.

წამყვანის კითხვაზე, რა არის ის ყველაზე მთავარი იდეა, რომლის აღსრულებისთვისაც საკუთარ თავს სთავაზობს ქართველ ამომრჩეველს,როგორც პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მისი იდეა არის, დასრულდეს ის საბჭოთა წყობა, რომელშიც ზოგ-ზოგიერთებიკარგად გრძნობდნენ თავს, პოსტპოსტსაბჭოთა სისტემა უნდა დასრულდეს თავისი ფარული ჩანაწერებით, სიძულვილით, ერთმანეთისდასმენითა და გაუთავებელი შურისძიებით.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, პრეზიდენტი არ არის პოლიტიკური პარტიის ლიდერი, პოლიტიკური ძალის ლიდერი, ის არისსაზოგადოების წარმომადგენელი და საზოგადოების ლიდერი.

„ჩემი მთავარი იდეაა, რომ საქართველო არც ისე ცუდად არის. ჩვენი თავის უნდა გვჯეროდეს. არ შეიძლება, მუდამ ვიყოთ იმის ფიქრში, რაგვეშველება, რა მეშველება. შევაბიჯეთ 21-ე საუკუნეში. სამოქალაქო საზოგადოება ბოლოსდაბოლოს უნდა ჩამოყალიბდეს და ამაშიპრეზიდენტს ექნება ძალიან დიდი დანიშნულება. პრეზიდენტი არ არის პოლიტიკური პარტიის ლიდერი, პოლიტიკური ძალის ლიდერი, არისსაზოგადოების წარმომადგენელი და საზოგადოების ლიდერი.

მასთან ერთად საზოგადოება უნდა ჩამოყალიბდეს, თავის უფლებები უნდადაიცვას და ეს არის მთავარი ევროპული გეზი. დასრულება იმ ერთი საუკუნის, იმ საბჭოთა წყობის, რომელშიც ზოგ-ზოგიერთები კარგადგრძნობდნენ თავს, ერთი საუკუნე გავიდა და პოსტპოსტსაბჭოთა სისტემა უნდა დასრულდეს, თავისი ფარული ჩანაწერებით, სიძულვილით,ერთმანეთის დასმენითა და გაუთავებელი შურისძიებით. არ გვინდა წარსულში დაბრუნება, არავის დაბრუნება არ გვინდა, გვინდადამშვიდებული და ახალი საზოგადოება, რომელიც თავის დაუცველ ფენებს უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევს. ვიქნები ის ქალი პრეზიდენტი,რომელიც იზრუნებს იმ ფენებისთვის, რომლებიც დღეს არიან გაჭირვებაში, სჭირდებათ მეტი ყურადღება და სახელმწიფო რესურსების მათზეგადანაწილება. ეს იქნება ჩემი ევროპული საქართველო ხვალინდელი დღის, ჩემი ქართული საქართველო“, – განაცხადა სალომეზურაბიშვილმა.