რეკლამა
იკობახიძე: ზაზა ოქუაშვილს არ გამოუვიდა სპექტაკლის მეშვეობით ვალის გადახდისგან თავის არიდება და ახლა ლოგიკური იყო, რომ მან ამ ვალის გადახდა დაიწყო
FaceBook Twitter
E-mail Print
ზაზა ოქუაშვილს არ გამოუვიდა სპექტაკლის მეშვეობით ვალის გადახდისგან თავის არიდება და ახლა ლოგიკური იყო, რომ მან ამ ვალის გადახდა დაიწყო,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ყველა ადამიანი ვალდებულია გადასახადები გადაიხადოს.

„მე უკვე ვთქვი, რომ სპექტაკლი ჩავარდა. ერთ-ერთი სპექტაკლი დაკავშირებული იყო სწორედ ოქუაშვილთან, რომელიც ცდილობდა ამ სპექტაკლის მეშვეობით ვალის გადახდისგან თავის არიდებას, ჩავარდა ეს სპექტაკლი და ახლა ლოგიკური იყო, რომ მან დაიწყო საკუთარი ვალის გადახდა. ანუ, მას არ გამოუვიდა ვალისგან თავის არიდება ამ სპექტაკლის მეშვეობით, რომელიც იყო დადგმული „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, ნიკა გვარამიასთან ერთად და შედეგი სახეზეა. ყველა ადამიანი არის ვალდებული, რა თქმა უნდა, გადაიხადოს გადასახადები და ეს არის, ბუნებრივია, ბატონი ოქუაშვილის ვალდებულებაც“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.