რეკლამა
ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილის პირველ ტურში გამარჯვების ალბათობა ძალიან მაღალია
FaceBook Twitter
E-mail Print
სალომე ზურაბიშვილის პირველ ტურში გამარჯვების ალბათობა ძალიან მაღალია, -ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, წინასწარი მონაცემების თანახმად, სალომე ზურაბიშვილი არჩევნებს პირველ ტურში იგებს.

„მე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ წინასწარი მონაცემების თანახმად, სალომე ზურაბიშვილი პირველ ტურში იგებს არჩევნებს. ჩვენ გამოვაქვეყნეთ სოციოლოგიური კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც ქალბატონი სალომეს მხარდაჭერა არის 54%-ი. თუმცა, 54%-იანი მხარდაჭერის პირობებში, ბუნებრივია, არ არის გამორიცხული მეორე ტურის ჩატარება. რაც შეეხება მეორე ტურს, დარწმუნებული ვართ, რა თქმა უნდა, რომ, მეორე ტურში, ყველა შემთხვევაში გაიმარჯვებს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, თუ ეს გახდა საჭირო. რაც შეეხება პირველ ტურში გამარჯვების ალბათობას, ეს ალბათობა არის ძალიან მაღალი“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.