რეკლამა
ირაკლი კობახიძე: ხმა მივეცი დღეს დემოკრატიას, სტაბილურობას, განვითარებას, ნათელ მომავალს
FaceBook Twitter
E-mail Print
„ხმა მივეცი დემოკრატიას, სტაბილურობას, განვითარებას, ნათელ მომავალს. ჩვენ ვნახეთ ყველამ თუ სად იყო ამ არჩევნებში, საბჭოთა კავშირი, სად იყო ევროპა და ჩვენ, რა თქმა უნდა, არჩევანი უნდა გავაკეთოთ ევროპის სასარგებლოდ. ეს არის ჩვენი ისტორიული არჩევანი”, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა. ირაკლი კობახიძე, შვილებთან ერთად, ვაკის ოლქის 53-ე საარჩევნო უბანზე იმყოფებდა, სადაც საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

კითხვაზე - მოსალოდნელია თუ არა მეორე ტური, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კვლევის შედეგების მიხედვით, მაღალია ალბათბაა იმისა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები დღესვე დასრულდეს.

„ჩვენ ვსაუბრობდით წინასწარ შედეგებზე, კვლევის შედეგებზე, რომელიც აჩვენებს, რომ არის ძალიან მაღალი ალბათობა იმისა, რომ დღესვე დასრულდეს საპრეზიდენტო არჩევნები, თუმცა არის ასევე ალბათობა იმისა, რომ საჭირო გახდეს მეორე ტურის ჩატარება. ყველაფერი არის დამოკიდებული, რა თქმა უნდა, ამომრჩევლის აქტიურობაზე. ასეთია დღევანდელი სურათი”, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

„ ეს არის დემოკრატია. დემოკრატია ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვიღებთ ყოველ მეორე ხმას რეგულარულად არჩევნებში. ჩვენ საპარლამენტო არჩევნებში მივიღეთ 49%-ი, თვითმმართველობის არჩევნებში 54%-ი, რაც არის ნორმალური მოვლენა დემოკრატიულ სისტემაში, როდესაც იღებს მმართველი პარტია, მის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი ყოველ მეორე ხმას ამომრჩევლისგან და ამ შემთხვევაშიც დაახლოებით იგივე შედეგს ველოდებით. შესაბამისად, არსებობს ალბათობა იმისა, რომ შეიძლება შედგეს მეორე ტური, თუმცა, ასევე, მაღალია იმის ალბათობა, რომ პირველივე ტურში დასრულდეს არჩევნები”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე შეფასებით, არსებითი დარღვევები ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა.

“ჩვენ ვადევნებთ თვალყურს საარჩევნო პროცესს. რაიმე არსებითი დარღვევები ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა და იმედი გვაქვს, რომ ასეთივე რეჟიმში გაგრძელდება ეს საარჩევნო პროცესი”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.