რეკლამა
ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის ბრიფინგი
FaceBook Twitter
E-mail Print
ძალიან ბევრი საკითხია რაც გროვდება, საპასუხო მათ შორის ამბავი, რაც ხდება ბოლო წუთების და საათების განმავლობაში. ნაციონალურ მოძრაობას უზრუნველყოფილი აქვს, რომ რამდენიმე ათეული მომხრე მიიყვანოს ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა უბნებზე, მათ აქვთ უკვე მარკირება, არჩევნებში მონაწილეობა აქვთ უკვე მიღებული და ცდილობენ ისინი შევიდნენ უბნებზე იმ მიზნით, რომ რაღაცნაირად დაფიქსირდეს საარჩევნო უბნებზე თითქოს არის დარღვევები და მარკირებიანი პირები ახერხებენ შესვლას.

თუმცა, საბედნიეროდ და აქვე მინდა მადლობა გადავუხადო კომისიის თითოეულ წევრს და თითოეულ დამკვირვებელს , ვისი მომხრეც და წარმომადგენელიც არ უნდა იყოს ან დამკვირვებელი, თითოეულ მათგანს დიდი მადლობა იმისათვის, რომ ისინი ახერხებენ თითოეული მათგანის იდენტიფიცირებას, არ გამოეპარათ მათ არც ერთი ფაქტი და ყველა მათგანი გაბრუნებული იქნა უკან.

რ2 ბოლო წუთების განმავლობაში გვიცხადებს, რომ ხელში ჩაუვარდათ ფურცელი, სადაც დაფიქსირებულია მოსყიდვის ფაქტები, ხუმრობასაც კი ვაპირებდი იმასთან დაკავშირებით, რომ დაგვეწერა ხელით, მიგვეწერა კონკრეტული თანხები, ეს იუმორშიც არ ჯდება , ასევე ნახატები, თითქოს რომელიღაც კანდიდატის იდენტიფიცირება ხდება. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დახატოს და შემდგომ დადოს რუსთავი 2-ში. ეს არის ძლაიან იაფფასიანი სპეკულაცია და ყველას ვთხოვ , მიუხედავად იმისა რომ ისინი არიან პარტიული ორგანიზაციის წარმომადგენლები, მოერიდონ ასეთ პროვოკაციას.

ვხედავთ, რომ ნაციონალური მოძრაობა თავისი მედია საშუალების მეშვეობით ცდილობს მოვლენების მოდელირებას და როგორც ჩანს ისინი ყველაფერს აკეთებენ არა მხარდამჭერთა მობილიზაციისათვის, არამედ იმისათვის, რომ შექმნან გაყალბების ილუზია.

ამ მიზნით ნაციონალური მოძრაობა ცდილობს ,,ქართული ოცნების’’ მხარდამჭერების და ჩვენი აგიტატორების ნებისმიერი მოქმედება უკანონოდ წარმოაჩინოს.

რეალურად, ჩვენს მომხრეებს, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, აბსოლუტურად კანონიერი უფლება აქვთ საარჩევნო უბნის გარეთ, როგორც აგიტაციის, ასევე მათ აქვთ უფლება მოახდინონ ჩვენი მხარდამჭერების რაოდენობის აღრიცხვაც.

მთავარია, რომელიმე ადამიანმა არ მოახდინოს ზემოქმედება ამომრჩევლის ნებაზე.

შესაბამისად, ჩვენი აგიტატორები , ჩვენი მხარდამჭერები, ჩვენი პარტიული აქტივი მოქმედებს კანონის ფარგლებში, მისი სრული დაცვით და მოვუწოდებთ მათ გააგრძელონ მუშაობა.

ამავე დროს, მოვუწოდებ ოპოზიციას და მათი მედიის წარმომადგენლებს , თავი დაანებონ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ჩვენს აქტივისტებზე.

მე ვფიქრობ, მიუხედავად ამ პროვოკაციული ფონისა, ვინაიდან ქვეყნის მასშტაბით რაიმე არსებითი, სერიოზული დარღვევა არ ფიქსირდება, ცალკეულ შემთხვევებზე იქნება უმკაცრესი რეაგირება და აქაც კანონის ფარგლებში მოვექცევით. ნებისმიერ საჩივარზე, რომელიც იქნება რეალურად დაწერილი, ვფიქრობ რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ექნება მყისიერი რეაგირება.

შესაბამისად, ნაციონალური მოძრაობა ვერ ახერხებს პროვოკაციული ფონის შექმნას და მხოლოდ და მხოლოდ მოდელირებულ რეალობასთან გვაქვს დღეს საქმე. არჩევნები გრძელდება, დარწმუნებული ვარ იქნება რეალური შედეგები, გამომდინარე იქედან , რა არჩევანსაც გააკეთებს ქართული საზოგადოება და ამომრჩეველი.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.