რეკლამა
სალომე ზურაბიშვილი თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში გამართულ გამოფენა-გაყიდვას ესტუმრა
FaceBook Twitter
E-mail Print
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში გამართულ გამოფენა-გაყიდვას ესტუმრა.

"თბილისის წიგნის დღეებზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რამდენად ცოცხალია ჩვენი კულტურა, და ამას ადასტურებს გამომცემლობების მრავალფეროვანი პავილიონები. გამოფენა-გაყიდვაზე ძალიან ბევრი ახალგაზრდა ვნახე. მიხარია, რომ ისინი ავლენენ ინტერესს ლიტერატურის მიმართ. ჩვენ მათ ყოველმხრივ უნდა შევუწყოთ ხელი",-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტობის კანდიდატმა ისაუბრა იმაზე, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს დიასპორის წარმომადგენლების როლს ქართული მწერლობის განვითარებაში.

"ერთ-ერთი საინტერესო პრეზენტაცია, რომელზე დასწრების შესაძლებლობაც მქონდა, ეხებოდა უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულის ლევან მუსხელიშვილის წიგნს. ის დიდი ხანია, ცხოვრობს უცხოეთში და, ამის მიუხედავად, ისე კარგად შეინახა მშობლიური ენა, რომ მისმა წიგნმა ჩვენს ქვეყანაში ლიტერატურული პრემია მიიღო. ეს არის მაგალითი უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის, - მათ შეუძლიათ მთლიანად იყვნენ ჩართული საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში და, საერთოდ, ყველა სფეროში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მუდმივი კავშირისთვის", - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.