რეკლამა
GHGA აფხაზეთში მცხოვრები მეთხილეებისთვის საკუთარი სერვისების მიწოდებას გეგმავს
FaceBook Twitter
E-mail Print
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, სომხეთის დედაქალაქ ერევანში ჩატარდა მე-3 ეტაპი სემინარების, სოფლის მეურნეობაში წარმოდგენილი მავნებლების და დაავადებების შესახებ. სემინარში მონაწილეობა მიიღეს "საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის", საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სამეცნიერო კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებმა და ქართველმა ფერმერებმა. ასევე, მსოფლიოს წამყვანმა სპეციალისტებმა დიდი ბრიტანეთიდან და იტალიიდან, შეხვედრას ესწრებოდნენ დე ფაქტო აფხაზეთში სოფლის მეურნეობის დარგში მომუშავე სპეციალისტები და ფერმერები.

"საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის" აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი თოდუამ, სემინარის მონაწილეებს გააცნო ინფორმაცია ასოციაციის საქმიანობისა და აზიური ფაროსანას (BMSB) მონიტორინგისა და წამლობის პროგრამისა და მისი შედეგების შესახებ, რომელსაც ასოციაცია ახორციელებს "ფერერო/აგრიჯორჯიასთან" (Ferrero/AgriGeorgia) ერთად. მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს აზიურ ფაროსანასთან და სხვა მავნებელ დაავადებებთან ეფექტური ბრძოლის უახლესი გამოცდილება.

"საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია" ახლო მომავალში გეგმავს ასოციაციის სერვისების მიაწოდებას აფხაზეთში მცხოვრები თხილის მწარმოებელი ფერმერებისათვის.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.