ირაკლი კოვზანაძე - 2019 წელს საქართველოს ეკონომიკა სავარაუდოდ 5%-ით გაიზრდება
Share
კოვზანაძის თქმით, მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტში მთლიანი შიდა
პროდუქტის 4,5%-იანი ზრდაა გათვალისწინებული.
თუმცა, კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მთავრობამ ქვეყნის
მთავარი ფინანსური დოკუმენტი კონსერვატული მიდგომით დაგეგმა.
„წელსაც ბიუჯეტი დაგეგმილი იყო ეკონომიკის 4,5%-იან ზრდაზე, თუმცა,
ცხრა თვის მონაცემებით, ამ მაჩვენებელმა 4,9%-ს მიაღწია. ამავე
პერიოდში, 280 მილიონი ლარის მოცულობით დამატებითი შემოსავლები
მივიღეთ. ამ მონაცემების გათვალისწინებით, ვვარაუდობ, 2019 წელს უფრო
მაღალი, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვექნება“, – აღნიშნა კომიტეტის
თავმჯდომარემ.
ირაკლი კოვზანაძის თქმით, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მიხედვით,
საქართველოს რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი აქვს.