რეკლამა
რატი იონათამიშვილი: 2019 წლის ბიუჯეტი ნამდვილად გამორჩეულია და პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც განსაკუთრებით ინკლუზიური ეკონომიკის მიმართულებით გვაქვს
FaceBook Twitter
E-mail Print
ვფიქრობ, რომ 2019 წლის ბიუჯეტი ნამდვილად გამორჩეულია და პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც განსაკუთრებით ინკლუზიური ეკონომიკის მიმართულებით გვაქვს,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მან ბიუჯეტის ფარგლებში გაწეული სამუშაოსთვის მთავრობას მადლობა გადაუხადა.

„მადლობა მინდა გადავუხადო მთავრობას 2019 წლის ბიუჯეტის ფარგლებში გაწეული უზარმაზარი სამუშაოსთვის. ძალიან საინტერესოა ვისაუბროთ ბიუჯეტის პროექტის შესახებ, რადგან ჩვენი მოსახლეობა ელოდება თითოეულ იმ ცვლილებას, რომელიც მათი სოციალური კეთილდღეობის და უსაფრთხოებისთვის იქნება დამატებით სიკეთის მომტანი და იმ გარანტიის უზრუნველმყოფი, რისი ვალდებულებაც ჩვენ გაგვაჩნია“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

საკუთარ გამოსვლაში მან ყურადღება სოციალური მუშაკების გადამზადების საკითხს დაუთმო და აღნიშნა, რომ პირველ რიგში ორი მიმართულებაა გადასაჭრელი.

„ ერთი მიმართულება არის სოც. მუშაკების გაზრდა და 28 ახალი კადრით იზრდება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში და ეს არის 400 000 ლარი. მეორე, ეს არის, ახალი სოც. მუშაკების მომზადება, მათი სერთიფიცირება მოვახდინოთ, რაც უკვე განათლების სამინისტროს პრეროგატივაა და ამ მიმართულებით 120 000 ლარით იზრდება ბიუჯეტი და ეს კომპონენტები უკვე ასახულია შესაბამის კანონის პროექტში“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.