რეკლამა
ირაკლი კობახიძე - ევროპარლამენტმა საქართველოს მიმართ უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოხატა
FaceBook Twitter
E-mail Print
„ევროპარლამენტმა საქართველოს მიმართ უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოხატა”, - ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტს და ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

„დღეს ევროპარლამენტმა გამოხატა უპრეცედენტო მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, საქართველოს ხელისუფლების მიმართ. დღეს ჩვენ მოვისმინეთ ევროპარლამენტის მხრიდან, ევროპარლამენტარების მხრიდან აღარება იმ მიღწევებისა, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას სხვადასხვა მიმართულებით, დემოკრატიული განვითარების, ასევე ეკონომიკური კუთხით და სოციალური მიმართულებით. აღიარებულ იქნა, რომ საქართველო არის მოწინავე ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე, რითაც ჩვენ ვამაყობთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ეს განცხადებები საქართველოს ხელისუფლებას აკისრებს პასუხისმგებლობას, რომ ყველაფერი გაკეთდეს საბოლოო მიზნის მისაღწევად - ევროკავშირში სრული ინტეგრაციისთვის.

„ეს განცხადებები ჩვენ გვაკისრებს პასუხისმგებლობას იმისა,რომ გავაკეთოთ ყველაფერი საბოლოო მიზნის მისაღწევად. საბოლოო მიზანი არის ევროკავშირში სრული ინტეგრაცია, ამისათვის ყველაფერი გაკეთდება. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც ყველაზე უკეთ შეუძლია საქართველოს დაახლოება ევროპასთან, დასავლეთთან და ეს იქნა აღიარებული ევროპარლამენტის მიერ”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.